დაახლოებით 90-ან წლებიდან საქართველოში შემოდის მეორადი ავტომანქანები.
მისი ჩამოყვანა ძირითადად გერმანიიდან ხდებოდა. ტენდენცია დღესაც გრძელდება. ამ ტიპის
მანქანები ძალიან პოპულარული, რომაა ჩვენთან ამას გაყიდვების სტატისტიკაც ადასტურებს.
დაახლოებით, როდიდან დაიწყო საქართველოში მეორადი ტანსაცმლის შემოსვლა
ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენს ყოფას, რომ ვუყურებს, ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ პირველყოფილი
წყობილების დროს ქართველებში მეორადი ლეღვის ფოთოლიც კი იყო პოპულარული.
სხვა ქალაქებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ბათუმში ყველა კვარტალშია მეორადი
ტანსაცმლის მაღაზიები. ფასები ბათუმში ყველაზე პოპულარულ „23-ე სკოლის უკანა ბაზრობის“
(აწ უკვე მე-15) ფასებს არ ჩამორჩება.
რატომ არის ეს ვაჭრობის ფორმა პოპულარული? სახელის გამო. „მეორადი ეძახე
შენ და ნახე რა ახალია. 100 ლარად მოგცემ ამ ბატინკას. თურქეთის ფარშივი არ გეგონოს.
გერმანულია ჩისტი“ - აქებს პროდუქციას გამყიდველი. ნამდვილად არ ვიცი გერმანელის „ნახმარია“
თუ ჩეჩენის მაგრამ სხვის „ნახმარში“ 100 ლარს არ გადავიხდი. თუმცა ჩემი პოსტის თემა
არა ტანსაცმლის ფასების დადგენა, ან მეორადი სამოსის ანტიპიარია, არამედ ბოლო დროს
გაპიარებული და გავრცელებული მეორადი ქალიშვილობაა.
„კუზანოვს დავულოცოთ ხელები - ყველა სიყვარულით გამოშტერებულის აღგრზნებულ
პარტნიორთან დანებების აქტები „გაუპრავებია“. სპეციალურ სიგელსაც კი იმსახურებს „მეორადი
ქალიშვილების მამაშა“.
რამდენიმე ასეული ლარი და იმდენჯერ იქნები ქალიშვილი რამდენჯერაც გაგეხარდება.
ამ ფაქტზე ერთ-ერთ საიზე ამოკითხული სტატია მახსენდება, სადაც წყვილის შესახებ იყო
მოთხრობილი. ისინი ყოველწლიურად ერთად მიდიოდნენ ექიმთან და ქალიშვილობას იღდგენდნენ.
როგორც შემდეგ გაირკვა ქმარს სიამოვნებდა, როცა ცოლთან (როგორც ქალიშვილთან) ქონდა
სქესობრივი აქტი.
ერთობ საინტერესო ფაქტია, მაგრამ საქართველოში ასეთი რამ ჯერ არ გამიგია.
როგორც ამ საქმის ექსპერტები (ანუ ქირურგები) ამბობენ, ცხვირის ოპერაციის შემდეგ ყველაზე
პოპულარული, სწორედ ქალიშვილობის აღდგენის ოპერაციაა. სამწუხაროდ არც იმის სტატისტიკა
არსებობს, დაახლოებით რამდენი მეორადი ქალიშვილი გვყავს საქართველოში. თუ გავითვალისწინებთ
ავტომანქანების და ტანსაცმლის პოპულარობას, მგონი მეორადი ქალიშვილობაც მალე მაიური
გახდება და ქალიშვილს დასცინებენ „დაგიძველდა და დაგენესტაო“.
არ ვიცი რამდენად ეთიკური პოსტი გამომივიდა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებს
მეორადი ბატინკის ყიდვას ან „ნახმარი“, მაგრამ ქალიშვილის ცოლად მოყვანას, რამდენადაც
კარგად არ უნდა იყოს შეფუთული.
2 комментария:
gaocebas iwvevs ratom unda uchndeboddes jurnalists msgavsi chanaweris tu statiis dawerilis survili :))
da, ramdenad dazgveuli xar, chemo kargo........iqneb mravaljerad qalishvilsac ver daagcio tavi
Отправить комментарий