11/26/2010

ხარ თუ არა V.I.P



პოსტის წერისას კონკრეტულ ადამიანზე არ მაქვს საუბარი. ყველა მსურველს შეუძლია ამოიცნოს საკუთარი თავი ან პირიქით. ძალიან გამეხარდება თუ ამ ბლოგში საკუთარი თავის ან ხასიათის შესახებ ვერაფერს ნახავთ.
მაშ ასე:

ვინ ვარ მე?

ყველას გვიკითხავს საკუთარი თავისთვის ვინ ვარ მე? სახელისა და გვარის გარდა არც არავინ. ვჭამთ, ვსვამთ და სხვა ფიზიოლოგიური მოთხოვნების გარდა სხვა ცხოველების გარდა იმით განვსხვავდებით, რომ  ვლაპარაკობთ... ერთ დრესაც ჩამოიქროლებს თავისი კვადროციკლით მაქაელ გაბრიელი და თან გაგვიყოლებს.

მერე? მერე არც არაფერი. გასვენება, მე-7, მე-40 დღეები, წლისთავი, 2 წლისთავი და ჰა ჰა მაქსიმუმ 10 წლისთავი. მერე უდროოდ წასულებში მოხსენიება.... ჩევენ მიწა გვჭამს და ვიღაცა მოგვიგონებს სასმელში ძლივს და თავისი დარდის გასაქარვებლად ჩვენს გარდაცვალებას იხსენებს და ერთით მეტ ჭიქას სვამს... ვიღაცა ფეხზე დგომით სვამს, ვიღაცას ეზარება და ისე ჩაისხამს ყორყში...
წლები გადის და არარავის ახსოვხარ... შენი მეორე ნახევარი, მშობელი, შვილი ყველა აგრძელებს სიცოცხლეს... ისევ იცინის, დედამიწა ტრიალებს, შენს სხეულში კი მატლები გულაობენ...
ასეა... არაფერი არ ვართ ამ ცხოვრებაში... იმ ჭიანჭველისაგან და პაწაწკუნტულა მწერებისაგან არაფრით განვსხვავდებით, ჩვენ რომ გავსრისავთ და არაფრად მიგვაჩნია....

ვართ თუ არა ბოღმიანები?

-         უი არა, რას ამბობ!
ასეთი რეაქცია ექნება უმრავლესობას უარესი თუ არა. არა და ვართ... თანაც როგორი...
ქუჩაში ”იქს-6” ან ლექსუსით, თუნდაც ბენტლით მოდის ვირაც ნაკლებად სიმპატიური, ან სულაც ულამაზო ადამიანი. ჩვენი გარეგანი თუ არა შინაგანი რეაქცია ასეთი იქნება... ”ეს ეხლა ამ მანქანაში უნდა იჯდეს და მე ფეხით ან ჩემი დანგრეული ტაჩკით დავდიოდე”... და რა გრძნობაა ეს ხომ ვერ მეტყვით?
ეს შოუ ბიზნესის ვარსკვლავი ან ცნობილი ტელესახე ასე ლამაზად იმიტომ გამოიყურება, რომ ბევრი ფული აქვს... და ვინ დაგიშალა შენ, რომ გქონდეს იმდენი ან იმაზე მეტი? ”მაგდენი ფული რომ მქონდეს მაგაზე ლამაზი და უკეთ ჩაზმანული ვიქნებოდი” - და ვინ გაგხადა ან წაგართვა სილამაზე?
ვიღაც მცოდნე ინტელიგენტი გაიჩითა. ” კაი ერთი მაგას იმდენი ფული მიახარჯეს ისწავლიდა აბა რას იზამდა”. შენ რა  წიგნი დაგიმალა ვინმემ?

არამკითხე მოამბეები

”ეს იმას ხვდება”, ”ამან იმას ეს უთხრა”, ”ნინოს გირგისთან სექსი აქვს” ტრა ლა ლა ლა... ასე გაუთავებლად ვჭორაობთ ყველასა და ყველაფერზე... ნანუკას გუშინ არ უხდებოდა ის შარვალი, მაიკოს გუშინ ბანძი გადაცემა ქონდა... ხოფერიას სტუმარი რარაცას ბლუცუნებდა... ჯაბასთან გუშინ ისევ ლადო იყო სტუმრად...
სხვა სალაპარაკო არაფერი არ გვაქვს. ჭორიკანა ხარ? - არა კაცო. ეს სიტყვა შეურაწყოფად გვეჩვენება, არა და ზუსტი შესატყვისია თითოეული ქართველისათვის...

 ისე აგიხდეთ ეს ყველაფერი, როგორც ”კურიერი”-ს ამინდის პროგნოზი

1 комментарий:

გვირილა комментирует...

ნუ ტარიელ, აღმაშფოთე და ეგაა:-) მასეთ ხალხს ბევრს იცნობ? განსაკუთრებით ამან გამაკვირვა - ”ეს ეხლა ამ მანქანაში უნდა იჯდეს და მე ფეხით ან ჩემი დანგრეული ტაჩკით დავდიოდე”... რა სისულელეა!.. (ისე, მეც მაქვს მსგავსი ფრაზა გაგონილი, მარა არ მახსოვს ვისგან)...
ხო, ნანუკას და სხვებს რაც შეეხება, ზოგჯერ შეიძლება ეს სულაც არ იყოს ჭორიკნობა და უბრალოდ გადაცემას განიხილავდეს ადამიანი, თუნდაც პროფესიაული თვალსაზრისით..
აი, პრეზიდენტს რამდენი ქალი ჰყავს და მსგავსი რაღაცეები მე თუ მკითხავ ჭორიკნობაა :-D :-D