11/25/2010

დამწყები ბლოგერი ”გა-მგელ-ებული” გლოგერების შესახებ


ბლოგო სისტემაში ცოტა ხნის წინ შემოვდგი ფეხი. ვაი და გადაირია ვინმე რა კაი ქენიო არა. კარგა ხნის ბლოგერები ეჭვიანად დამხვდნენ, მათ შორის მეგობრებიც. თითქოს მკითხველის ართმევას ვუპირებდი...
ორიოდ თვის წინ GIPA-ს ტრენინგის ფარგლებში  ვისწავლე ბლოგის შექმნა და მასთან მუშაობა. მანამდე არც სურვილი მქონდა და არც დრო. GIPA-მ ”გამაუბედურა”. დროის უქმად კარგვა დავწყე. 
თავიდან სხვადასხვა საინტერესო ადამიანის მასალას საავტორო უფლებების დაცვით ვდებდი... ტრენინგების დასრულების დროს ბლოგის პრეზენტაციისას ანამ და როკომ მირჩიეს მხოლოდ საკუთარი პოსტები მეწერა. მეც გავითვალისწინე და დავიწყე.
ვაი რა ვნახე ბლოგი არც მქონია და არც მაქვს... მაგრამ რამდენიმე ადამინი კითხულობს და რჩევებისა და შენიშვნების გარდა მადლობასაც მიხდის...
გუშინ შემთხვევით ერთ ბლოგს გადავაწყდი. Doin.ge ... ავტორი ბექა ადამაშვილი. სამუშაოზე ყოფნისას რამდენიმე პოსტი წავიკითხე. შემდეგ ჩაწერზე მომიხვდა წასვლა. იმდენად შემიყვანა აზარტში იმ ბლოგის კითხვამ, რომ რამდენიმე პოსტი ამოვბეჭდე და ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ვკითხულობდი...
კარგი წერს მანერა... სიმარტივე და იუმორი არ აკლდა პოსტებს.
განსაკუთრებით ”ჩემს შესახებ” მომეწონა...
მგელს სახარებას უკითხავდნენ და ტყისკენ იყურებოდაო  ისე დამემართა. იმდენად მომეწონდა დავაკოპირე და ჩემს ბლოგზე გადმოვიტანე. დროის უქონლობის გამო კი ავტორის მიწერა დამავიწყდა...
შემდეგ მედიასკოლაში წავედი... ლექცია... გვაინ სახლში წავედი და ინტერნეტს აღარც გავკარებივარ.
დღეს დილით ფეისბუქზე შევდივარ და პირად მონაწერში ანა კეშელაშვილის საყვედური მომდის. თუ რატომ ვიპარავ სხვისსაავტორო უფლებებს. შემდეგ ბლოგზე შვდივარ და ორი ახალი კომენტარი მხვდება სადაც უნამუსოს და ათასგვარ ქება დიდებას მიძღვნიან. კომენტარები წავშალე. სამაგიეროდ ამ პოსტს ვწერ.
თან უმორჩილესად ვთხოვ ყველას... მართალია შეცდომა დავუშვი, რომ ავტორი არ მივუთითე, მაგრამ ნუ განმიკითხვავთ.... წმინდა არავინაა.... ასე, რომ ... 
ბლოგერებისაგან ნანა კვაჭაძე  მუდმივად მეხმარება... ხო შეიძლება ადამიანური, გასაგები ენით მითხრათ და თავი ჩემზე უარესებად არ წარმოადგინოთ... 
ყველა შეცდომა არის გამოსწორებადი... ბევრჯერ თუ გავიმეორებ მერე შეგიძლიათ მესროლოთ ქვა და ლინჩი წესით მერე გამასამართლოთ...
ჩემს ბლოგზე თუ რაიმე საინტერესოს ნახავთ წაიღეთ.... საავტორო უფლებების დაცვით.... თან წაიღეთ.... ოღონდ ჩემს ნერვებს და მოთმინებას ნუ წაიღებთ ... 
ბექას კი ბოდიშვს ვუხდი პლაგიატობისათვის... 
თან წაიღეთ!
თან წაიღეთ!
თან წაიღეთ!
თან წაიღეთ!
თან წაიღეთ!
თან წაიღეთ!
თან წაიღეთ!
თან წაიღეთ!

1 комментарий:

ნატალია комментирует...

ძალიან კარგი. უბრალოდ გასაკვირია, რომ ჩემ შესახებში აკოპირებთ სხვის შესახებ მასალას, იქვე ზოდიაქოსაც ცვლით. არაუშავს, ჩავთვალოთ რომ უყურადღებობის ბრალია. კარგია, რომ შეცდომა გამოსწორდა :))