11/26/2010

აჭარაში მაესტროს ბიურო იხსნება


- რას გააშუქებ ისეთს რასაც სხვები არ აშუქებენ?
ეს მკითხეს პირველი...
- როგორ თუ რას. ყველა მოვლენას გავაშუქებ ობიექტურად და ვიხელმძღვანელებ იმ ქარტიის პრინციპებით, რომელსაც ხელი დიდი სიამოვნებით მოვაწერე. და თქვენ გჯერათ, რომ ბათუმი მართლა ისე აყვავდა, რომ ყველა ”პატარა სამოთხეში” ცხოვრობს? - ვკითხე საპასუხოდ.

- ანუ შენ ოპოზიციურად უნდა გააშუქო? - მკითხა თითქოს ჩამჭრელი კითხვა.
- თქვენ თუ მხოლოდ ფაქტების გადაცემას და დასკვენების გამოტანის უფლების გადაცემას მაყურებლისათვის ოპოზიციურად თვლით ასე გამოდის. მე ყველანაირად ვეცდები ობიექტურად ავსახო რეალობა. თუკი არ ვიქნები ობიექტური ამას კოლეგებიც შეამჩნევენ და მოქალაქეებიც. სახელი გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო, ხომ იცი. ასე რომ მე ჩემს სახელს გავუფრთხილდები...
- ჯერ ძალიან პატარა არ ხარ ამხელა საქმისთვის?
- და დიდი როდის ვიქნები? ძალიან გამოცდილი არ ვარ, მაგრამ მგონი შევძლებ.
- ბევრი სამუშაო გაქვს წინ. აბა შენ იცი.
ეს დიალოგი საკუთარ მესთან მქონდა. ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ კოლეგების იმედი მაქვს. თავს ყველა საშუალებით ვიმხნევებ...
სადღაც ამოვიკითხე სიტყვები, რომელიც ყველაზე მეტად მამშვიდებს:
”გახსოვდეს ნოეს კიდობანი მოყვარულა ააგო, ტიტანიკი პროფესიონალებმა”.
იმედი მაქვს თავს გავართმევ ნაკისრ ვალდებულებას.
ორშაბათს უკვე გადმომეცემა პროფესიული აღჭურვილობა და დეკემბრიდან სწორდით!
სმენა!
ჟურნალისტური ნაბიჯებით იართ! 

Комментариев нет: