11/22/2010

ჩემი ერთი დღე - ”ამას წინაებზე ტელევიზორში დიგინახე”

ორშაბათია... ისევ მძიმე დღე... შაბათ-კვირას ”ტვ-25”-ში მომხდა ყოფნა, ფილმის მონტაჟი, ნიკას წუწუნი, გუკას ბუზღუნი... მოკლედ ორშაბათს ჩვეულზე დაღლილი ვიღვიძებ... 9 საათზე ბავშვი სკოლაში მიმყავს და არ ვიცი სად წავიდე. მე-16 სკოლის მიდამოებში ვარ და ვფიქრობ, სად წავიდე 9:30 წუთზე? სამუშაო 11-ზე იწყება, სახლში, რომ წავიდე 2 მარშუტკა უნდა გამოვიცვალო, მერე დამეზარება წამოსვლა და ამიტომ არჩევნანს ბონის ბაზრობის დათვალიერებაზე ვაკეთებ. ჯიბეში მხოლოდ 1 ლარი მაქვს, ამიტომ რაიმე ძალიანაც, რომ მომეწონოს ვერ ვიყიდი. ბაზრის ეზოში შევდივარ და ვიწყებ დათვალიერებას.
თან სტატიის თემას ვეძებ... ეგება და რაიმეს ფასი გაიზარდა? ან ვინმე ძლიან დაგეშილი იყოს და კაი ფაქტები მომაწოდოს... ყველას და ყველაფერს ვუყურებ და ვუსმენ... შედეგი არ ჩანს. ყველა გამოუძინებელი სახით ამთქნარებს და დაილაზნება. ბაზრის იმ ნაწილამდე მივედი,  სადაც  ე.წ. ”ოფტავოიებია”. აქვე ხდება მანდარინის ყიდვა-გაყიდვა-გადაგდება (ვაჭრები არა მარტო გლეხებს არამედ ერთმანეთსაც აგდებენ ფულის ამბებში). თითქოს ყველაფერი რიგზეა. უცებ მოხუცი ქალი, დაახლოებით 70 წლის იქნებოდა, სახეზე ნაოჭები მის განვლილ ცხოვრებას ასახავდა.  ფერმკრთალი იყო. ტანთ ძველი, მაგრამ კოხტად მორგ
ებული ტანისამოსი ეცვა. აშკარად ეტყობოდა, რომ ჯიგარი ბებო იყო... უცებ ამ ბებომ ხელი მომკიდა და თავისკენ შემაბრუნა...
- ამას წინაზე ტელევიზორში დიგინახე... - მეუბნება გახარებული.


 მე დავიბენი. მეთქი რა ხდება, ან როდის დამინახა თქო. უბალოდ გავუღიმე და გაგრძელებას დაველოდე...
- ლევან ვარშალომიძესთან იყო შეხვედრა და იქ იჯექი. ბებო რაცხა და გთხოვო და უარი არ მითხრა. გამიკეთებ ბებო? - და ისეთი თვალებით შემომხედა  გული მოგიკვდებოდა.
- ლევანისთან მინდა შეხვედრა და არ დამიშალო ბებო. რაცხანაირად შემახვედრე და მათხრობიე ჩემი ამბავი და იმფერს დაგლოცავ სულ იხარებ და იბედნიერებ.
გავშრი...
ვერ მივხდი რა მეთქვა ან გამეკეთებინა... ლევანთან შეხვედრაში მე რა შუაში ვარ... ან რა ვუშველო....
- ჩემი კარგო იცით მე ჟურნალისტი ვარ. იქ იმიტომ ვიჯექი, რომ გასაშუქებლად მიმიწვიეს. მე სამწუხაროდ არ შემიძლია ასეთი რამის გაკეთება.
- არ შიგიძლია თუ არ გინდა? კი შეგიძლია განა, მარა რაზე შიწუხებ თავს ვინცხა დედაბერიზა. - მითხრა და წავიდა.
მე ვუყურებდი ამ ბებოს და ვფიქრობდი მის ბოლო სიტყვებზე. ”არ შემიძლია თუ არ მინდა”?.
ბაზარში ბოდიალს თავი დავანებე და სამუშაოზე წამოვედი. კომპიუტერს მივუჯექი და ამ პოსტის წერა დავიწყე. თან ვქიქრობ იმ სიტყვებზე და თან მახსენდება  ”ჟურნალისტები საზოგადოების წარმომადგენლები არიან მოვლენის ადგილას” ”ჟურნალისტები საზოგადების სამსახურში არიან” ”ჟურნალისტები საზოგადოებიის დაკვეთას ასრულებენ” და მერე მახსენდება ისევ იმ ბებოს სიტყვები”არ შეგიძლია თუ არ გინდა”!
ვარ კი მე საზოგადოებისათვის სასარგებლო ჟურნალისტი?

1 комментарий:

Unknown комментирует...

პასუხად იხილეთ ახალი პოსტი ”დამწყები ბლოგერი გამგელებული ბლოგერების შესახებ”