11/24/2010

ბათუმი ოდითგანვე იაღოველთა ქალაქია


სათაურმა აღგაშფოთათ? მეც....  მაგრამ ფაქტია. ფაქტი კი ყველაფერია. ბათუმს აქვს რაღაც ფაქტორები, რომელიც იაღოველს ამსგავსებს. გაზრდილი, გალამაზებული, მშენებლობის კვამლში გახვეული და გადათხრილი ქუჩებიდან ამოსული კანალიზაციის სუნით გაჟღენთილი ქალაქი უფრო და უფრო ემსგავსება თავის რწმენაში დარწმუნებულ იაღოველს. 
 რას ბოდიალებს ეს დეგენერატიო იტყვით...
ეხლავე მოგახსენებთ...
ყველა თქვენთგანს ექნება პირადად თუ არა მეგობრებისაგან მაინც, იაღოველების ცნობილი დაპირება: ”სამოთხეში მგელი და ცხვარი ერთად მოძოვს ბალახს!”  ”ლომი და შველი ერთად ინავარდებს” და ა.შ.
ბათუმმა დაასწრო და შექმნა იაღოველების სამოთხის ალტერნატიული პატარა სამოთხე. თანაც ისე შექმნა, რომ ადგილობრივებმაც კი ვერ შევამჩნიეთ. ვერ თავად მგლებმა და ცხვრებმა მიხვდნენ. იმასაც ვერ მიმხვდარან ჯერ რომელია მგელი და რომელი ცხვარი.                                                     
გაგანია ტურისტულ სეზონზე ბათუმში საიდან არ ჩამოვიდნენ. ყველა რჯულისა და ერის ადამიანი.
თეთრკანიანი, ყვითელკანიანი, შავკანიანი, მოკლედ ყველა ვისაც ფული ქონდა და ვისაც გემოვნება არ ქონდა...
ბათუმმა ერთად მოუყარა თავი სომეხსა და თურქს, სომეხსა და აზერბაიჯანელს.... ამ ქვეყნებს შორის მომხდარი უთანხმოება და  მათ შორის გაწყვეტილი დიპლომატიური კავშირი ბათუმმა აღადგინა.
ერთად გვერდიგვერდ მოუყარა თავი თურქს და სომეხს....
ერთმანეთის გვერდიგვერდ დაცურავს სომეხი და აზერბაიჯანელი.
ერთმანეთზე ”ჭიპხახუნა” აქვთ დისკოთეკაზე ქართველსა და რუსს.
აი სამოთხე. ყველა ბედნიერია. ყველა მხიარულია. ჭამა, სმა, გართობა, სექსი... ეს ბოლო ბათუმში აკრძალული არაა, იმ სამოთხისაგან განსხვავებით.... აქ ეს მადლიც კია.
თურქი და სომეხი აქ ერთმანეთს ზიზღით არ უყურებს. ჰა ჰა ერთმანეთის ცოლებს შეხედონ და თვლებით გააუპატიურონ.
აჰა! გავს   თუ არა ბათუმი იაღოველს? მგონი გავს....

Комментариев нет: