11/10/2010

ძირს ქართულ არხებზე ინგლისურენოვანი ფილმების ქართული ტიტრებით გაშვება

სანამ პოსტის წერას დავიწყებდე მაინტერესებს თქვენი პოზიცია ”მოგწონთ თუ არა, ქართულ არხებზე ინგლისურენოვანი ფილმების ჩვენება ქართული ტიტრებით” ? პასუხი თქვენ თავს გაეცით და თუკი დაგაინტერესებთ ჩემი პოზიცია გააგრძელეთ კითხვა.
ცოტა ხნის წინ ჩვენმა დიდებულმა არხებმა მიიღეს გადაწყვეტილება (თუ დავალება), რომ შაბათ-კვირას არხზე გასულიყო ინგლისურენოვანი ფილმები ქართული ტიტრებით. ასეც დაიწყო. მაგრამ მერე როგორც ჩანს არხებმა გადაწყვიტეს ფილმების ქართულად გახმოვანების ხარჯები შეემცირებინათ და მხოლოდ ტიტრებით თარგმანი გაეკეთებინათ. როგორც ცნობილია ”რუსთავი 2”- რომელიც ქართულ მედია ბაზარზე საუკეთესო გამხმოვანებელია, ფილმის ერთი საათის გახმოვანება 250 ლარი უჯდება. ანუ ერთი ფილმის გახმოვანება დაახლოებით 500-დან 750 ლარამდე ჯდება. ეხლა კი ფილმების ტიტრებით გახმოვანება ამ თანხის ნახევარიც კი არ ჯდება. 

ვისთვისაა ეს ფილმები განკუთვნილი?

მე პირადად ინგლისური ე.წ. ”ბეგინერის” დონეზე ვიცი. ჩემთვის ფილმების ყურება ჩინურია... ბევრჯერ არაჩვეულებრივი ფილმი ყოფილა, მაგრამ ვერ მიყურებია, რადგან ტიტრების კითხვა, შინაარსის გაგება და კადრების ყურება ერთდროულად ვერ მოვახერხე. ხან კადრებს ვუყურებ და ისე ვიგებ შინარსს ხან მხოლოდ ტიტრებს ვკითხულობ. თან ტიტრების კითხვისას ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს წიგნს ვკითხულობზე. 

ეს ფილმები ალბათ უფრო იმ 1000 პედაგოგისთვისაა ვინც ჩვენს სკოლებში ინგლისურს ასწავლიან. აი, მათ კი ნამდვილად გაუმართლათ. ქართულ არხებს ისე უყურებენ, თავი სამშობლოში ეგონებათ. ქართველებს კი თავი უცხო ქვეყანაში გვგონია.

მიდით ქართველებო. სტუმართ-მასპინძლობა არ დაივიწყოთ. ჯერ ფილმები გაუშვით ინგლისურად, მერე აბრები თარგმნეთ, მერე კიდევ გვაიძულეთ ყველამ ინგლისურად ვიღაღადოთ...  მალე უმაღლესს ისე ვერ დაამთავრებ და დიპლომს ვერ აიღებ ინგლისური თუ არ იცი (ოღონდ ეგ მართლა ასეა. 2011დან უკვე)... 

ასე გვჩვევია ქართველებს. თუ ვინმეს გავლენის ქვეშ არ ვართ ვერ ვძლებთ. ეხლა სპარსულის პედაგოგები ჩამოდიან და გავსპარსდებით, მერე ალბათ მონღოლებს და ირანელებს ჩამოვიყვანთ და საბოლოოდ ვინ ვიქნებით თავადაც აღარ გვეცოდინება! 

sos!
                                               
sos!

sos!

მე ფილმებთან დაკავშირებით ასეთი გამოსავალი ვნახე: ან საერთოდ არ ვუყურებ ტელევიზორს, ან კიდევ მხოლოდ რუსულ არხებს. რუსული მაინც ვიცი და გავიგებ რასაც ვუყურებ.

არ გვინდოდა რუსები - ეხლა ვშვათ კაკტუსები...



10 комментариев:

GIO комментирует...

ragac momentshi martlaic aris xo ici? :D:D:D

Unknown комментирует...

რა არის მართალი გიო?

ჰერმანნ ჰესსე комментирует...

შემთხვევით გადავაწყდი თქვენს ბლოგს და ამ პოსტმა დამაინტერესა რატომღაც. ვთვლი, რომ თუ ფილმი არ არის ქართულად დუბლირებული, მაშნ ის არც რუსულ ენაზე დუბლირებული უნდა გადიოდეს - საქართელოში ვცხოვრობთ და რუსეთი ასე, თუ ისე ჩვენთის "მტრული" სახელმწიფოა - ფაქტობრივად საომარი მოქმედებების სტადიაზე ვართ - ამიტომ, რუსულად დუბლირებული ამერიკული, ინგლისური, ფრანგული თუ გერმანული ფილმი არ უნდა გადიოდეს ეთერში - ქართული ენისადმი პატივისცემა?
რაც შეეხება სუბტიტრებს - თუ არ ვცდები, მხოლოდ ინგლისურ ფილმებს არ ადევთ ეგ სუბტიტრები - იტალიურსაც და ფრანგულსაც, ასე, რომ მხოლოდ ინგლისურზე ნუ გექნება ასეთი აგრესია ჩემო ტარიელ!

პ.ს. ჰო, სხვათაშორის, ფილმის ორიგინალში ყურება გაცილებით უფრო სასიამოვნოა, ვიდრე დუბლირებულის ხილვა - მაგალითისთვის ფორესტ გამპს მოვიყვან - რუსული თარგმანით მქონდა ნანახი და მხოლოდ ტექსტიდან ვიცოდი, რომ ფორესტი მთლად დალაგებული ვერ იყო. როცა ორიგინალში ვნახე და ტომ ჰანქსის ხმას, საუბრის მანერას და სტილს მოვუსმინე, სიტყვები აღარ იყო საჭირო იმის გასაგებად, რომ ფორესტი ნორმას იყო აცდენილი! ვთვლი, რომ ეს პოსტი მხოლოდ იმიტომ დაიწერა, რომ კიდევ ერთი პოსტი ყოფილიყო - მაპატიეთ, მაგრამ ჩემი აზრი ასეთია!

Unknown комментирует...

გეთანხმები იმაში, რომშეცდომა დავუშვი ინგლისურენოვანი რომ დავწერე, მაგრამ სხვა მხრივ ვერ დაგეთანხმები. მართლაც საინტერესოა ორგინაში ყურება, მაგრამ საკიტხი დგას აზრის გამოტანისა და ფილმის გაგების. მოსახლეობის 70% მაინც არ იცის ეს ენები, რომელზეც გადის ფილმები, შესაბამისად ჩნდება კითხვა ვისთვის გადის? მე ჩემს გარშემო ვერ აღმოვაჩინე ადამიანი ვინც ამ ფილმებს უყურებდეს და აქედან ვინმე მაინც სწავლობდეს უცხო ენას.
რაც შეეხება ბოლო მოსაზრებას, რომ შესაძლოა ეს პოსტი დაიწერა მხოლოდ ადგილის შევსების ან ინტრიგის მიზნით ვერ დაგეთანხმები. ეს დავწერე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მართლა მაწუხებს ეგ საკითხი. თან ძალიან მძიმედ...

ჰერმანნ ჰესსე комментирует...

ინგლისური ენის შესწავლის მიზნით არ კეთდება ეს მე რამდენადაც ვიცი და მგონი ეს შენც უნდა იცოდე - აქ საკითხი იდგა შემდეგნაირად - არ უნდა გასულიყო ფილმი რუსული დუბლირებით, ესაა და ეს!

Unknown комментирует...

ეჰ მეგობარო შენ მიშას საუბარისათვის არ მოგისმენია... სწორედ მასისათვის თქვეს და გააკეტეს, რომ ინგლისური უნდა ისწავლოს ხალხმაო. როდის მერეა, რომ რუსული ტიტრებით ან რუსულად გადიოდეს ფილმები. უკვე წლებია (მინიმუმ 2008 წლის შემდეგ) აღარ ხდება. ეხლა ზუსტად არ მახსოვს მიშამ როდის თქვა, რომ ინგლისურის შესწავლის მიზნით დაავალა ტელევიზიებს უცხო ენებზე ფილმების გაშვება. მოვიძიებ აუცილებლად და დავლინკავ...

Unknown комментирует...

100% გეთანხმები ძმა.მეც მაგ აზრზე ვარ.რახანია ტელევიზორში კარგი ფილმი არ მინახავს.ახლა ინტერნეტშიც ნელნელა მასე იწყებენ სტატიების დადებას.საქართველოზე მაინც გადიოდა გახმოვანებული ფილმები,ახლა ისიც აღარარი.დამიწერონ ტექსტი და თუ ეზარებათ მე გავახმოვანებ უფასოთ.

Анонимный комментирует...
Этот комментарий был удален автором.
Анонимный комментирует...
Этот комментарий был удален автором.
Анонимный комментирует...

martalia es adamiani da nu gamoibecebt tavebs imis rwmenit rom misha ariqa da tqvenze zrunavs da rom originalshi mosmena jobia .erti mitxari ranairad jobia originalshi mosmena tu saertod ar gesmis logika argaqvs ? chven ar vicit inglisuri da verc viswavlit pilmebis yurebit ras gvaboleben magat debilebi xom ar vgonivart . gaiketon tavianti ucxo ena ukan... tv-s vegar vuyureb am titrebis gadamkide , kvercxoba serialebis gaxmovanebas wesieri pilmi gaaxmovanon urchevniat :@:@