11/10/2010

დაბერილი ტუჩებით, გოგოვ რას მებუტები

ქალის სექსუალურობას ხშირად მის ტუჩებს უკავშირებენ... რა სექსუალური ტუჩები აქვს... სექსუალურია! ნახე რა ტუჩები აქვს და ა.შ. ალბათ ყველამ კარგად იცით, რომ დღეს ბუნებრივი ტუჩები ძალიან იშვიათად თუ ქონდეს ვინმე ცნობილ ადამიანს. ყველა ”დაბერილი” და ”სილიკონით გამოვსებული” ტუჩებით დაიარება. ტუჩების დაბერვა არც ისე ძვირი ჯდება, მაგრამ ყველაფერი ამითი როდი მთავრდება. უნდა ნახოთ ეს ტუჩები დილით... საოცარი რამაა. ”მფლობელს” რომელ მხარესაც ძინავს იქეთ არის მთელი სილიკონის მასა თავმოყრილი. დილით ადგომისას კი მეპატრონე პირველი რასაც აკეთებს ეს არის სილიკონის გადანაწილება მთელ ტუჩებზე. რათა მეუღლემ (ან ბოიფრენდმა) რომელიც წინა ღამის ამ ტუჩებს ვნებიანად ეამბორებოდა, ახლა შეიძლება ინფაქტის მიზეზი გახდეს.
ერთი შეხედვით ლამაზ ტუჩებს, სხვა ათასგვარი პრობლემაც აქვს. სილიკონი დროტა განმავლობაში ძველდება.

ქართველო ქალებო (და მამაკაცებო, რომელთაც მამაკაცები გქვიათ, მაგრამ ქალმე მეტად იპრანჭებით) დაანებეთ თავი ტუჩების ბერვას, სილიკონით ამოვსებას და ზედ ათასგვარი სარებავების წასმას.
* არავის ჭირდებით სილიკონით ტუჩებდაბერილები, რადგან მაგ ტუჩებზე ვნებიანად კოცნასაც  კი არ აქვს გემო;

* არავის ჭირდები თოჯინა, რომელსაც ხელს ვერ ახლებ, რადგან უხარისხოდ არის შეფუთული და გეშინია არ დაგიზიანდეს;

* არავის ჭირდები ლამაზი სახისა და ტანის თუ პირის რომ დააღებ და დრაკონივით ცეცხლებს გადმოყრი;

გქონდეთ ბუნებრივი სილამაზე, ილაპარაკეთ ცოტა, მოუსმინეთ ბევრი და მაშინ ყველას, ყველას, ყველას ამ უმრავლესობას მაინც ეყვერებით....

Комментариев нет: