10/26/2010

სასიკვდილე მასალა - მინიმუმ პამიდორის სასროლი

ბლოგი რომ შევქმენი ვფიქრობდი რა დამეწერა. საბოლოოდ გადავწყვიტე ბლოგზე იუმორისტულ ჟანრში დამეწერა სხვადასხვა თემების შესახებ ჩემი აზრი. აი ვიწყებ. ვეცდები მხიარული ფოტოების თანხლებით გავამრავალფეროვნო ბლოგი და კითხვადი გავხადო თემები.ვინც ბათუმელია და ვისაც კი დაუსვენია ბათუმში, ყველამ კარგად იცის ბათუმის პრობლემების შესახებ. წყალი განუსაზღვრელი გრაფიკით (უფრ ზაფხულის სეზონისათვის), ხანდახან დასალევად კი არა დასაბანად არ გამოდგება... ამიტომაც ადგილობრივებს სხვადასხვა ხრიკების გამოყენება გვიწევს...
ზამთრობით სიტუაცია სხვანაირადაა. ყველანაირად ვცდილობთ თავი დავაღწიოთ წყალს. სახლში, სარდაფში, ეზოში, და ტრანსპორტშიც კი....
შეიძლება იმედგაცრუებულ, პესიმისტ, ან კიდევ პრო ლეიბორისტული შეხედულების ადამიანი გეგონოთ, რომელსაც არაფრის დანახვა არ უნდა რაც კეთდება და ”ოპოზიციონერობს”, მაგრამ არ შეცდეთ და დასკვნა წინასწარ არ გააკეთოთ. 
ბევრი კეთდება, ბათუმში. ძალიან ბევრი, რაც ძალიან მახარებს. რეფორმები, რეაბილიტაციები, მშენებლობები, და ინოვაციები ქალაქს თანდათან ანვითარებს. ინოვაციების მხრივ საქართველო მართლაც წინ წავიდა. კომპიუტერიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე ყველგანაა საჭირო.
ბებიაჩემსაც კი გაუჩნდა სურვილი, კომპიუტერი ჰქონოდა და თავისი სიბერის ბოლო დღეები (როგორც თვითონ ამბობს) გართობისათვის დაეთმო. ბებო და კომპიუტერი, რომ წარმოვიდგინე შემდეგი სურათიწარმომიდგა თვალწინ.
მოდით ისევ ქალაქს მივუბრუნდეთ... ბევრი კეთდებაო ვამბობდი. სასტუმროების გარდა ქალაქში მრავლადაა ძეგლებიც. სხვადასხვა თემატური დატვირთვის, რომელიმე ქვეყნის მითოლოგიური პერსონაჟის, ქართველი პოეტ-მწერლების და სხვა საზოგადო მოღვაწეების. ნამდვილად არ ვიცი რად გვინდა ამდენი ძეგლი, მაგრამ თუკი დგამენ ე.ი. ”საჭიროა” და საბოლოოდ რაღაც ფუნქცია მაინც ექნება...
ტურისტული სეზონი და ქალაქის ტურისტულ ცენტრად გადაქცევა კარგი იდეაა. პლაჟზე აღარც სიმინდისა და მზესუმზირის გამყიდველები აღარ არიან და უფრო კომფორტული გარემოა. მალე პლაჟზე ოქროს ქვიშაც დაიყრება და სხვა გასართობი თუ ინტელექტუალურ-შემეცნებითი კუთხეები გაკეთდება.
ეს ყველაფერი კარგია. მაგრამ რა ვქნათ ადგილობრივებმა? ბათუმური ხელფასი თვიდან-თვემდე, რომ არ გვყოფნის და ნახევრად მშიერები რომ დავდივართ ქუჩაში. 
არც ჩასაცმელი გვაქვს.... . . . რამდენიმე სეზონს ერთი და იგივე ტანსაცმელით ვხდებით და არც მომავლის იმედი გვაქვს დიდად.... აჭარელი რას არ მოიგონებსო და თავად შევქმენით უნიკაური ფეხსაცმელი, რაც ზამთარ-ზაფხულობით იდეალურია....

თუმცა ჩვენს ყოფას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ტურისტი იყოს კმაყოფილი. 
აქვე მინდა ეს მასალა მოვამთავრო. თუკი მოგეწონათ ან პირიქით, შეგიძლიათ თქვენი აზრი დააფიქსიროთ კომენტარებში.... მადლობა, რომ დაუთმეთ თქვენი ძვირფასი დრო ამ მასალის წაკითხვას.

4 комментария:

Анонимный комментирует...

გეთანხმები ტარიელ, აბსოლუტურად ყველაფერში.

Unknown комментирует...

მადლობა კახა და ანა! ისე რაში მეთანხმები, რომ ავტორს პამიდორი უნდა ესროლო?

Анонимный комментирует...

არა, სათაურის ქვეშ რაც წერია ყველაფერში.
ზაფხულში წყალი არაა, ზამთარში წყალდიდობას მიაქვს ბათუმი, წელს ჩავიცმევთ და მერე სანამ ტანზე არ გვალპება გვაცვია, ნუ მოკლედ უკიდურესობებში ვვარდებით, საშუალო არ გამოგვდის.

Unknown комментирует...

ნუ ხო... რა ვქნა უნებლიედ ვწერ ხოლმე სიმართლეს:D:D:D:D