10/24/2010

რას გვერჩოდი მიშა? ხო ვისხედით ჩვენთვის. ყავას ვსვამდით....

რა კარგი იქნებოდა google translate ჩვეულებრივად ფინჯან ყავასთან ერთად რომ მოჰქონდეთ უბრალოდ როგორც მენიუ, გადაშლიდი. აირჩევდი სასურველ ენას და მიდიი... ვიცი, ჯერ ასეთი არაფერი გამოუგონიათ. მაგრამ თუ გამოიგონებენ აუცილებლად მოიტანეთ კაფე ვინილში. ეს ლბათ უიშვიათესი შემთხვევაა როცა ასეთ პატარა ფართზე შეგიძლია შეხვდე ნებისმიერი  ქვეყნის და ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს. (თუმცა ჯერ ჩუქჩა არ მნახავს. მაგრამ ამბობენ დაზამთრებისთანავე აქ იქნებაო) ეთნოგრაფისთვის საკმაოდ კარგი ადგილია დაკვირვებისთვის და კონკრეტულ ადგილზე ობიექტის ქცევის თავისებურების შესწავლისთვის.
თავიდან ამაზე არც მიფიქრია. ჩვეულებრივად ვისხედით სამნი და წითელ ღვინოს ვწრუპავდით. სიგარეტის კვამლში ზოგად საკაცობრიოსა და პირადულს შორის ვმოძრაობდით და ვიჯექით საქართველოში.
მაგრამ გაცალა ვინმემ? ის იყო "რა მოსწონთ ქალებს" განვიხილთ და "რა უყვართ კაცებს" გვლოდებოდა... კაფის კარები გაიღო და სალსას ფონზე ორი ამერიკელი გოგო შემოცეკვდა... ჰაიო მოგვაძახეს, ჩანთები მიაგდეს და სალსააა.... მართალი გითხრად დიდად უცხო არც სალსა და არც ცეკვაა, მაგრამ ბოლოს განსახილველად დარჩენილი თემის უშუალო გამოძახილი ასე თვალხილული რომ გახდა, თავიდან ცოტა არ იყოს დავიბენით. თუმცა ჩვენი დებნეულობა გოგოებზე არ გადასულა..მშვენივრად განაგრძე ცეკვა... ის იყო ამ სანახაობას შევეჩვიეთ კარი გაიღო და ოთახში ხუთი ინგლისელი შემოვიდა... ხო, თავიდა მეც ეგ ვიფიქრე.. ახლა ამათმაც რომ სალსა იცეკვონ რა ვქნათ მეთქი... არა, სათადარიგო გეგმათ განდაგანის გაკაჟებული ილთით კარგი ნახტომის გაკეტება და ჩაჭრა გვქონდა იდეაში.. მაგრამ გადავრჩით... შემოსულებმაც ჰელოუო და... აყაყანდა ბარი... ყველა ყველას ნაცნობი აღმოჩნდა. ყველა ყველამ მოიკითხა. ჩამოსხდნენ. ლუდი შეუკვეთეს. ამასობაში კიდევ რამოდენიმე შემოემატათ და... ასე წყნარად და ბედნიერად შევედით ნატოში. იმ ადამიანის თვალებში ჩამახედა ევროპელებზე ან ამერიკელებზე რომ იტყვის წყნარი ხალხიაო... ესენი თუ წყნარები არიან, გუშინდელთან შედარებით იტალიელები მიცვალებულები ყოფილან. ხმა მუსიკას ააყოლეს და ყაყანი აღარ.. ეს გუგუნი იყო.
ვისხედით სამნი, ენა ჩაგდებულები. ძალიან გვინდოდა რაღაცის ერთმანეთისთვის თქმა. მაგრამ ვერ ვყვიროდით სათანადოდ.
ცოტა ხანის შემდეგ დავადგინეთ რომ ეს სწორედ ისინგილურის მასწავლებლები იყვნენ მიშამ რომ ჩამოიყვანა. მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდით ეს ჩამომყვანი თვითმფრინავი ვინილის ახლოს თუ ფრინდებოდა.
შენ რა გითხარი მიშა. ხომ ვსვამდით ყავას ეს სამი ადამიანი წყანარად და ბედნიერად... რაღა გუშინ შევედით ნატოში.. თუ პირიქით.
პ.ს. ისინი გვიან ღამემდე ყაყან-სალსა-ლუდაობდნენ. მე კი გათიშული ვეგდე სავარძელში და მილა იოვოვიჩს ვუყურებდი თუ როგორ მონდომბით ჟლეტდა ამბრელას დავირუსებულ მუტანტებს....
პ.ს. ამ დღეებში ისევ ვეწვევი ვინილს. არაჩვეულებრივი ღვინო და ყავა აქვთ... სამაგიეროდ ახლა რუპორი მიმაქვს.









დავით ტრაპაიძე
http://mtvarisklubi.blogspot.com/2010/10/blog-post_10.html#more#ixzz137hB64b1

Комментариев нет: