2/20/2011

გიჟო, გამამათრახე!

დღეს დეასგან მესიჯი მივიღე. ვინილში (კაფეა ასეთი)  მივდივართ და თუ წამოხვალო. შეხვედრის დრო საღამოს 7 საათი დავთქვით და  საქმეებს მივხედეთ.
სამუშაო დღის ბოლოს ერას მოედნისკენ, ვინილში გავეშურე. კაფეში დეა, საა, დენიელი, ნინა, დასთინი, ნოე და დეას მეგობარი ნანუკა დამხვდნენ. კაფის პატარა სივრცეში მეგობრებისთვის "საჭუკჭუკო" გარემო იყო. საა და ნოე "იქს-ნულს" თამაშობდნენ... დენიელი და ნინა თავისთვის ფუსფუსებდნენ... ვინილის მენეჯერი ლევანი და ირაკლი ბართან თავის პონტში საუბრობდენ.
შემდეგ ლუდი, ყავა, სიგარა...


ვინილი უცხოელი პედაგოგების საყვარელი თავშეყრის ადგილია. იქ შესულს თავი ამერიკის რომელიმე კაფეში გეგონება. ენის გასატეხად და ინგლისურის დასახვეწად საუკეთესო გარემოა. საოცარი მოსასმენია ამერიკელების ქართულად ლაპარაკის მცდელობა. დასთინს ქართულად "ბაყაყი წყალში ყიყინებს" და "ჩემო უღრუტუნებულესობავ" თქმა ვასწავლეთ. თავად კი ინგლისურად "Amtidisestablishmanttorrienism" "superkolaphredulessexpialadoshus" ვაი ვაგლახით გვათქმევინა.
შემდეგ სიტყვების უფრო გართულება და მაიმუნობა დავიწყეთ. დეას ვთხოვე დასთინისთვის ეთხოვა "მოდი გამტყიპე გიჟო" და "გამამათრახე" ესწავლებინა. მეგობრებმა ჩემი ნათქვამი დასთინისადმი გზავნილად ჩათვალეს და დამცინეს.
ქართულ-ინგლისური "ენის წვალება" რამდენიმე საათს გაგრძელდა.
ვინილის შთაბეჭდილებების წიგნში ნახევარი გვერდიც შევავსე და დავიშალეთ.
აშკარად სასიამოვნო კვირა დღე გამომივიდა...

3 комментария:

Saafree комментирует...

აჰა, დღეს ჩემს ბლოგზე მნახველების სიმრავლე იქნება :))))))))))))

Unknown комментирует...

ვნახოთ აბა :):):)

Dea Diamond комментирует...

chemi fotoc ro daudia :))))) gijoooo :D