დღეს დეასგან მესიჯი მივიღე. ვინილში (კაფეა ასეთი) მივდივართ და თუ წამოხვალო. შეხვედრის დრო საღამოს 7 საათი დავთქვით და საქმეებს მივხედეთ.სამუშაო დღის ბოლოს ერას მოედნისკენ, ვინილში გავეშურე. კაფეში დეა, საა, დენიელი, ნინა, დასთინი, ნოე და დეას მეგობარი ნანუკა დამხვდნენ. კაფის პატარა სივრცეში მეგობრებისთვის "საჭუკჭუკო" გარემო იყო. საა და ნოე "იქს-ნულს" თამაშობდნენ... დენიელი და ნინა თავისთვის ფუსფუსებდნენ... ვინილის მენეჯერი ლევანი და ირაკლი ბართან თავის პონტში საუბრობდენ.
შემდეგ ლუდი, ყავა, სიგარა...
ქართულ-ინგლისური "ენის წვალება" რამდენიმე საათს გაგრძელდა.
ვინილის შთაბეჭდილებების წიგნში ნახევარი გვერდიც შევავსე და დავიშალეთ.
აშკარად სასიამოვნო კვირა დღე გამომივიდა...
3 комментария:
აჰა, დღეს ჩემს ბლოგზე მნახველების სიმრავლე იქნება :))))))))))))
ვნახოთ აბა :):):)
chemi fotoc ro daudia :))))) gijoooo :D
Отправить комментарий