2/02/2011

ტრუსიკები, მაიკები, ნასკები და კალოშები

საახალწლოდ ძველი ქართულ ფილმების ჩვენება უკვე ტრადიციად იქცა.წელსაც კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი ყველა ფილმს. დღეს კი როდესაც განბაჟებაზე დაიწყეს საუბარი "ქეთო და კოტეს" პერსონაჟი ხანუმა გამახსენდა. ყველა თურქეთში საოჯახო და პირველადი ნივთების შესაძენად გადადის. მოხმარების ძირითადი ნივთები მართლაც ხანუმას ნიშან-ბოხჩის შემადგენლობის ანალოგია. "ტრუსიკები, მაიკები, ნასკები და კალოშები", შარვლები და კაბები...
დღეიდან თურქეთში (და არა მარტო თურქეთში) გადასვლა უფასოდ დარჩა, თუმცა გადმოსვლისას ხელბარგის გადმოტანა აიკრძალა. ტვირთის გადმოტანა მხოლოდ ტრანსპორტით არის შესაძლებელი. სხვა შეზღუდვებს რაც შეეხება დაზუსტებით ვერ ვიტყვი რა ხდება თუმცა ბათუმში რამდენიმე საკითხი განიხილება.
პირველი, რომ ნებისმიერი ტვირთის განბაჟებაა აუცილებელი და მეორე, რომ 500-დან 3000 ლარამდე 150 ლარია გადასახდელი.
რა ხდება მე კი არა თავად საგადასახადოს ხელმძღვანელს ვერ გაუგია.

ეხლა სადღა ჩაიზმანება ბათუმის ფსევდო-ბომონდი კი მაინტერესებს. აბა ყველანი ლილოზე... ლილოს ავტობუსები ნეტა ისევ შაბათს გადის  :)


Комментариев нет: