გუშინ მიუხედავად იმისა, რომ დასვენების დღე მქონდა გადავწყვიტე კარგი თემა არ "გამემაზა" და ფოტოგამოფენა "ბათუმი 100 წლის წინ" გამეშუქებინა. საინტერესო იყო გამოფენაზე არსებული უნიკალური ფოტოები. 1911 წელს გლაუდანის მიერ ასახული დიდთოვლობა გამოფენაზე მისული დამთვალიერებლის აღფრთოვანებას იწვევდა.
გამოფენის ნახვის საშუალება მსურველებს თებერვლის ბოლომდე პრესკაფეში ექნებათ.
პრესკაფიდან მეგობრებთან ერთად ერას მოედნისკენ წამოვედით, შემდეგ კი სახლში წასვლა გადავწყვიტე. მეგობრები პარკში წავიდნენ, მე კი ბარათაშვილის ქუჩას დავუყევი. პოპულთან სერაფიმე, ათინა და ხატია შემხვდნენ. ვინილში მივდივართ და წამოდიო. სახლში წასვლა მეზარებოდა და ვინილში წავედი. ვინილში ბოლოს აგვისტოში ვიყავი... მთელი ზაფხული ვინილში გავატარე და პრესკაფის გახსნის შემდეგ დავაღალატე...
ვინილი ერას მოედანზე, კინო თბილისის (აწ უკვე ყოფილი) გვერდით მდებარეობს. ფართი საკმაოდ პატარაა, მაგრამ საკმარისია კარგი გართობისთვის.
კაფის მუდმივი სტუმრები უცხოელი პედაგოგები არიან. საქართველოში ჩამოსული ინგლისურენოვანი პედაგოგები "ჯოგებად" დადიან. სამუშაო დღის ბოლოს ისინი ერთად ჭორაობენ და განიხილავენ დღის სიახლეებს. ბათუმში თუ ვინმეს უნდა ერთად ნახოს რამდენიმე უცხოელი პედაგოგი საღამოთი ვინილს უნდა ესტუმროს.
ცოტა მოგვიანებით კაფეში საა, დეა, წერო, ნინა და დენიელი მოვიდნენ.
ბარის მეპატრონეებმა სტუმრებს მხიარული თამაში შესტავაზეს. beer pong - ანუ ლუდ-ბურთი. მაგიდაზე 6 ჭიქა ლუდი ესხა. რამდენიმე მეტრის სიშორიდან ისროდა მსურველი პატარა ბურთს და თუკი ჭიქაში ჩავარდებოდა მოწინააღმდეგე გუნდიდან ვინმეს დაალევინებდა. ქართველები განზრახ არ აგდებდნენ ბურთს, რადგან ერჩივნათ მოწინააღმდეგეს ჩაეგდო და თავად დაელიათ ლუდი. (წმინდა ქართული ფსიქიკა).
ამერიკელები ისეთი აზარტით თამაშობდნენ, ისეთი ბედნიერები იყვნენ. მე და დეა ერთმანეთის წინააღმდეგ ვთამაშოდით. მე 3 ბურთი ჩავაგდე, დეამ 5. (სულ 6-6 ჭიქა ელაგა) დეამ 2 ჭიქა ლუდი დალია და სახეზე დაეტყო ლუდმა იმოქმედა.
თამაშის შემდეგ კაფეში 8 ამერიკელი და 4 ქართველი დავრჩით. თავი ამერიკაში მეგონა, რადგან ყველა ინგლისურად საუბრობდა. ვეღარ გავუძელი და სახლში წავედი...
როგორი მეამიტები, სულწრფელები და ბავშვურები ყუფილან ეს ამერიკელები...

2 комментария:
ex kai iyo.. me tavidan ver mivxvdi chemi chagdebuli burtit sxvas rato unda daelia ludi, kinagam gavgijdi ro wamartves :D
Hahahah, martla kargi iko... Isa rakvia, inglisuri unda gascavlot, raici rodis dagchirdeba )
Отправить комментарий