"თქვენ რა გიჭირთ კი ხართ მშვენივრად ხართ მოკალათებული" - გამიგია ჩემი რესპოდენტისაგან. ისე კარგად შენი მტერი იყოს მოკალათებული თქო, მინდა ვუთხრა მაგრამ არ ღირს დებატებში შესვლა... მედიასაშუალებებს, რომ უჭირს ამაზე იმდენი ფაქტი მეტყველებს, რომ ჩამოთვლად არ ღირს. გაჭორვება მხოლოდ ფინანსური არაა. არის მაყურებლის, მკითხველის ან მსმენელის ნდობის დეფიციტი.პროფესიონალი კადრების ნაკლებიბა და ა.შ.
მე არ მაქვს პრეტენზია, რომ პროფესიონალი ჟურნალისტი ვარ, მაგრამ არც გაყიდული და სხვის დაკრულზე მოცეკვავეც არ ვარ.
ალბათ ყველას გაგიგიათ ჟურნალისტების ჩივილი საჯარო ინფორმაციის ხელმიუწვდომობა, საჯარო მოხელეებისგან კომენტარების აღების პრობლემა... პრობლემები მეც მრავლად მქონია.მაგრამ პრობლემა მხოლოდ საჯარო მოხელეები როდი არიან...
მაგალითად დღეს საცობებთან დაკავშირებით მძღოლი, რომ ჩამეწერა დაახლოებით 10-მდე ტაქსისტი და ერთი იმდენი კერძო ავტომობილის და მიკროავტობუსის მძღოლს ვთხოვე კონენტარის გაკეთება და მხოლოდ ერთი დამთანხმდა.
რატომღაც ყველა გაურბის კამერას... არ ვიცი ჩემი არხის ბრალია თუ სხვა რაიმე მიზეზია, მაგამ ალბათ მხოლოდ არხის "შიში" არ უნდა იყოს, რადგან მიკროფონს არც უყურებენ...
ისე კი ხალხი, რომ დაბნეულია ისიც მოწმობს, რომ ტელეკომპანია მაესტროს აქვს წითელი მიკროფონი, რომელსაც თეთრად ქართული შრიფტით აწერია მაესტრო. მოქალაქეების ჩაწერის დროს სულ მეუბნებიან "უი აჭარის ტელევიზიაა?" მგონი გაგრძელება აღარ ღირს ხალხის დაბნეულობაზე.
მიუბრუნდეთ ისევ მედიის პრობლემას. პირადად მე, როგორც ჟურნალისტი ვფიქრობ, რომ საჯარო მოხელეების მიერ ჟურნალისტების "დაკიდების" მიზეზი არა მხოლოდ მათი და ჟურნალისტების ბრალია, არამედ თავად საზოგადოების. მოქალაქეები ჟურნალისტებს გაურბის... არ ეწერება... არ აინტერესებს მათი ბედი... შესაბამისად "ხალხის არჩეული" მოხელეებიც იმდაგვარად ექცევიან ჟურნალისტებს, როგორც ხალხი და პირიქით.... საზოგადოება ისე ექცევა ჟრნალისტებს, როგორც მოხელეები..
არ ვიცი რა არის გამოსავალი და საით მივექანებით, მაგრამ ჩვენზე არავინ ზრუნავს. თავად კოლეგებიც კი არ ვზრუნავთ ერთმანეთზე....
ეჰ...
1 комментарий:
I really don't know Mkhedruli or Kartuli. My google translation is not working, but i believe you post something very interesting...stay well.
Отправить комментарий