12/22/2010

სწერვა და იაზო ქალის ამბავი


სწერვა და იაზო ასე უწოდეს ჯეოსტარის კასტინგების დროს მარინა ბერიძეს. რა გასაკვირი შეფასებაა. ყველა თავის აზრს გამოხატავს. ზოგს მოწონს, ზოგსაც კი სიყვარულის ბუშტები უსკდება.
ისიც კარგად გემახსოვრებათ, რომ კასტინგებზე ნაწილი მარინას გასალანძღად ან ახლოდან დასანახად მიდიოდა. ზოგს უხარია მარინას დანახვა და დიდი მოვლენა ჰგონია. (ღმერთმა გვაშოროს და დაგვიფაროს მარინა ბერიძის სიყვარულისგან) ჯეოსტარმა გონნაკლულების პიარი იმდენად კაგად დაიწყო და აგრძელებს, რომ ხანდახან სურვილი გაგიჩნდება თავი გაიდეილო და ვარსკვლავად იქცე. მაგრამ აქაც განსხვავებულად დებილი უნდა იყო. არ ვიცი იმ სიდებილის ფორმულა რითაც რუსთავი2-ის ყურადღებას მიიქცევ, მაგრამ რაღაც უეჭველი ექნებათ. 
 მოდით ისევ იაზო ქალს მივუბრუნდეთ. იგი ერთადერთი არაა ამ პროექტის განხორციელებისას. იაზოები მომრავლდა ტელე-ეკრანებზე. მაგრამ მარინა „დედო“ იაზოა.

ამას არც ის მალაპარაკებს, რომ ჩემი რეგიონის სახელით გამოსული ადამიანი დამიჩაგრა და არც რამე სხვა. 2010 წლის ჯეოსტარი ყველაზე დაბალი დონის იყო რაც კი ყოფილა. მე მოანწილეების მხრივ არ ვამბობ. წელს ჟიური და წამყვანები სრულად იყვნენ ტენდენციურები. თუ გაიხსენებ იმ დღეს როცა ზურა მოსიავა გავარდა შოუს პირდაპირი ეთერიდან გათიშვა დაავიწყდათ. დიადი დუტა (ყველგან და ყველაფერში, რომ არის გაჩხერილი ერთი რაღაცისა არ იყოს) დარბაზს მიუბრუნდა და სახეზე ფერწართმეულმა ჯეოსელის და ლაილაის აბონენტებს გულში სულ დედას რომ აგინებდა უთხრა „ახლა ხომ არ ვართ ეთერში. იცოდეთ ამ კაცს ვგულშემატკივრობდი. ეს კაცი მაინც ყველაზე მაგარიაო“ და ზურას გადახვია ხელი. შეიძლება ეს დიდი არაფერი ამბავი არ იყოს, მაგრამ  როცა წამყვანი ხარ და შოუმენი გქვია (თუ გტენიან ამ სახელს) უნდა იყო ობიეტური დამხარე არ უნდა დააფისირო. ეთერში, რომც არ გასულიყო ეს სიტყვები იმ დარბაზში ასეულობით ადამიანის წინაშეც არ უნდა ეთქვა.
მარინა ბერიძემ სადაც კი მოახერხა პირდაპირ ეთერში თუ ჟურნალ გაზეთებში ლანძღა ისინი ვინც არ მოწონდა. შე კაი ადამიანის შვილო, თუკი უხეირო იყო და უნიჭო რაღას აგყავდა? 3 ეტაპიანი კასტინგი რომ ჩაატარე და დღეში ათასჯერ ატრიალე რეკლამა საქმისთვის მიგეხედა და არჩევანი სწორად გაგეკეთებინა. ჟიურს წევრი თუ ხარ თავი ვეღარ შეიკავე? ეგ რომელ სამინისტროშიც მუშაობს იმის ტანამშრომლებს პრემია ეკუთნით მაგის ატანისათვის.
ჭოლას რაც შეეხება. დეკორაცია, რომელიც რარაცას ამბობს, რასაც თავადაც ვერ ხდება. „ყოჩაღ კარგია შემოგევლე“ ან „ნუ ...ბლა ბლა ბლა“. სხვა არაფერი არ გამიგია მაგისგან.
ლანას რაც შეეხება. მინდა ვგავდე მარინა ბერიძეს - ეს არის მისი ამპლუა. სხვა არაფერი. ჭოლასა და მარინას შუალედია.
კონცერტებზე როდესაც მარინას და მისთანების (ფუი ეშმაკს არაფერი დამემართოს მათ ხსენებაზე) რჩეულები ვარდებოდნენ გამოდებილებული სახეებით ჯეოსელის და ლაილაის აბონენტებს თხოვდნენ დახმარებას. ბოლო შოუზე კი მარინას სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როცა იაგო გამოვარდა. ყველა ბედნიერი და გახარებული იყო.
ამ ესემეს მათხოვრობამ და სეპარატისტულმა დამოკიდებულებამ იმდენად გამაღიზიანა, რეგიოების მიმართ (განსაკუთრებით აჭარის) ზიზღმა და ჯეოსელის იდიოტურმა პროექტებმა, როცა თითქოს და მაყურებელი ირჩევს და თან ამ არჩევანისგამო ვიღაც იაზო ქალი და ჯეოსელის სახე დუტა გაგინებს და რავი კიდევ რას არ გიშვრება... ამ ყველაფერმა ისე გამაძულა არა მარტო ჯეოსტარი, არამედ ჯეოსელი... პირადად მე გადავწყვიტე, როგორც კი ძალაში შევა ნომრების პორტაბელურობა ჩემი ნომრიანად სხვა ქსელზე გადავალ. ნომერი ჩემი საკუთრებაა და ამიტომაც არ ვაპიებ მის შეცვლას. ჯეოსელს კი თავისი იაზო დეიდების და ბიძიების იმედი არ მოუშალოს ... . 

http://www.youtube.com/watch?v=-BPV8NAjlXY 

http://www.youtube.com/watch?v=8cihtMOls84&feature=related

1 комментарий:

გვირილა комментирует...

ეხ ტატო... დუტაზე გეთანხმები და მარინაზეც, მეც გამამწარა და საკუთრი პრინციპების საწინააღმდეგოდ, ჟეოსტარის შესახებ პოსტი დამაწერინა...
აი, აჭარლების სიძულვილს თუ რაღაც ამდაგვარს რაც შეეხება, არ გეთანხმები კატეგორიულად და ნუ გაქვთ ასეთი დამოკიდებულება რა - პაროდია იქნება და აჭარლებს დასცინიან (სვანებმა, მეგრელებმა და კახელებმა რაღა უნდა თქვან, იმერლებზე აღარაფერს ვამბობ...), კონკურსანტი გამოვარდება და თურმე გამოაგდეს, იმიტომ რომ აჭარელია... მცდარი დამოკიდებულებაა და არ მომწონს....