11/19/2010

ჩემი ერთი დღე - სალამი მასწავლებელო!

სისხამ დილით სახეში ხელი მომხვდა. თვალი გავახილე... ჩემი ერთი წლის დისშვილი მაღვიძარას ფუნქციით თავს დამდგომია
გამიღიმა და ოთახიდან გავიდა...
საათს დავხედე... 8 საათი და 30 წუთია. გამახსენდა დღეს ჩემი უფროსი დისშვილის კლასის დამრიგებელს შევპირდი საგაკვეტილო პროცესის გადაღებას. ავიზლაზნე და წასასვლელად მოვემზადე
ჩვეულზე ორი საათით ადრე გავიღვიძე და ვგრძნობ ძილი მაკლია...
ჯანდაბას, დღეს გავუძლებ - ვფიქრობ და გარეთ გავდივარ...
მარშუტკა აგვიანებს...


- ქალაქისაკენ მოდიხარ? - მესმის ვიღაცის ხმა...
- კი - ვამბობ ინტიქტურად. იქეთ გავრუნდი საიდანაც ხმა მომესმა და ჩემი მოგვარე შემეჩეხა.
- უი, უხეირო ცეცხლაძე შენ ხარ? ვეუბნები ხუმრობით. ფარეხამდე გამოგყვები.
ჩავჯექი ერთ-ერთი უირიდიული კომპანიის მანქანაში გა ვფიქრობ რა მაგარია, სკოლაში მალე და კომფორტულად მივალ.
გზაში სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობთ და თან სიგარეტს ვაბოლებთ.
-        აქ გამიჩერე! - ვეუბნები მე-16 სკოლის წინ.
დავემშვიდობე და სკოლის ეზოში შევედი. კარებთან კლასის დამრიგებელი, დირექტორი და მანდატური გოგონა მხდება.
-        საგაკვეთილო პროცესი უნდა გადაიღოს - კითხვის დასმას არ აცლის მანდატურს პედაგოგი.
კლასში შვედივარ. 23 პირველკლასელი ცნობისმოყვარე და შეშინებული თვალებით შემომყურებს.
-        გამარჯობათ ბავშვებო! - ვეუბნები გაღიმებული.
-        სალამი მასწავლებელო! - მეუბნებიან ერთხმად.
ამ პასუხს არ ველოდი. შევცბი და ყურადრების გადატანის მიზნით კამერას და შტატივს ვამზადებ.
ირგვლივ ყველაფერ ვათვალიერებ. რა და როგორ უნდა გადავიღო ვგეგმავ.
სამ ჯგუფად განლაგებულ, სპეციალურად მომზადებულ მაგიდებთან მოსწავლეები უნიფორმებით ზიან და ჩემს თითოეულ ქცევას აკვირდებიან. დავკომპლექსდი.
-        ბავშვებო მე ნუ მომაქცევთ ყურადრებას. მასწავლებელს მოუსმინეტ და კამერისკენაც შეეცადე არ გამოიხედოთ - ვაძლევ დავალებას მოსწავლეებს.
მასწავლებელმა შპარგალკას ჩახედა და დაიწყო: დღეს გვაქვს რიცხვი ”9” და განაგრძო ახსნა.
კამერას ხშირად ვუცვლი ადგილს და ვცდილობ კარგი კადრები გადავიღო. პირველი შემთხვევაა, როცა ოპერატორად მიწევს მუშაობა. ვფიქრობ, რომ მიკროფონითა თუ დიქტოფონით მუშაობა უფრო მირჩევნია.
მასწავლებელი ცდილობს თავი მაქსიმალურად წარმოაჩინოს და დრო და დრო გამომხედავს ხოლმე.
აკაკი წერეთლის და ილია ჭავჭავაძის სურათები, გამრავლების ტაბულა და სხვა თავლსაჩინოებები ამშვენებს კედლებს.
ზარის ხმა მესმის. ვფიქრობ ჩემი მოსწავლეობის პერიოდში მასწავლებელი, რომ გვეუბნებოდა ”ზარი მასწავლებლებისთვისააო” იმას გაიმეორებდა პედაგოგი, მაგრამ მოულოდნელად ”აი, დამთავრდა გაკვეთილი” - თქვა და შევატყვე ჩემზე მეტად მას გაეხარდა.
-        კარგით დავამონტაჟებ და გაჩვენებთ! - ვეუბნები და ვცდილობ მალე წავიდე. ვამჩნევ სამუშაოზე დამაგვიანდება.
-        კარგით - მეუბნება პედაგოგი.
-        ყველა გაკვეთილი დაუმთავრდათ?
-        კი. სულ ეს იყო.
-        მაშინ დისშვილს წავიყვან.
-        კი კი წაიყვანე - მიღიმის ლია მასწავლებელი.
ბავშვს ხელი ჩავჭიდე და კარები გავაღე. კარს მირმა გაღიმებული მანდატური დამხვდა.
-        მალე იქნება? სად დადებთ ამას? ვნახო მინდა - ამბობს ჩემზე ერთი-ორი წლით უფროსი მანდატური.
-        კი. ორშაბათს მოვიტან - ვეუბნები მოკლედ და კარებში გვერდის ავლით გავდივარ.
-        ბავშვს არა დაეწერება  - მკაცრი ტონით მეუბნება და თან კბილებს მიღრეჭს კბილებს მანდატური.
-        დაუთავრდა გაკვეთილები - ჩემს პასუხამდე პასუხობს მასწავლებელი.
-        ბოდიში - ამბობს მანდატური და ხელი ტუჩებზე მიიდო. მერე თითქოს და შეცდომის გამოსწორების მიზნით ბავშვს ხელი მოუთათუნა.
ყურადრება არ მივაქციე. ეზო გავიარე და ცენტრალურ გზაზე გავედი. 25 ნომერი მარშუტკა მალე გაოჩნდა. ჩაჯექი და თან ვფიქრობ, სამუშაოზე, რომ მივალ რა ნიუსები დამხვდება.
ბავშვი სახლში დავტოვე და სამუშაოზე წავედი.
-        2 საათზე ქრისტიან-დემოკრატების შეხვედრაა - მეუბნება რედაქტორი.
-        მე არ წავალ. უკვე იმდენი ნიუსი მოვამზადე მაგათ შესახებ, ქდმ-ს ჟამთააღმწერელი მგონია თავი - ვეუბნები მოკლედ.
-        კარგი მაშინ წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე წადი, მანამდე კი საკრებულოს სხდომაზე გაიარე.
ისევ პოლიტიკური საკითხები. ვფიქრობ და აპარატურას ვამზადებ.
საღამოს მედია სკოლა მაქვს.
ვფიქრობ და ეზოში გავდივარ.



2 комментария:

Анонимный комментирует...

პირველი შემთხვევაო?! გორის კადრებს რომ მოუსპე სიცოცხლე და საცოდავ ბავშვებს მილიონ სისულელეს ეკითხებოდი და წერდი, ეს რა იყო?! :-D :-D :-D

ანონიმური ხატია :-D :-D

Unknown комментирует...

xo exla gamaxsenda... aba ra... eh ra dro iyo...