11/03/2010

”ბიომეტრული პასპორტები - სატანის ნიშანია”


ამ პოსტში ნახავთ:
რა არის ბიომეტრიული პასპორტი?
რა მონაცემებს მოიცავს ის?
რომელ პასპორტებს ჩაანაცვლებს?
სად არის მსგავსი პასპორტები?
ფასები
კავშირი რელიგიასთან
ბლოგში შევეცდები განვმარტო რა არის ბიომეტრიული პასპორტი და პასუხი გავცე ზემოთ მოყვანილ კითხვებს.
ბიომეტრული პასპორტი არის ჩვეულებრივი პასპორტი, რომელშიც ჩამონაჟებულია ჩიპი. ჩიპის მოცულობა შეადგენს 64 კილობაიტს და იგი ინახავს პერონალურ მონაცემებს (სახელი გვარი, პირადი ნომერი, თვალის ფერი, თითის ანაბეჭდი). მასშივე ჩაიდება ხელმოწერაც. როგორც სამოქალაქო რეესტრში ამბობენ, ეს პასპორტები გაამარტივებს სავიზო რეჟიმს. მოქალაქეებს ვიზის მიღება ამ პასპორტებით უკვე 35 ევროდ ექნებათ შესაძლებელი. ისინი საზღვარს მესაზღვრეებთან კონტაქტის გარეშე შეძლებენ. 

ბიომეტრიული პასპორტებს ის ადამიანები აიღებენ, ვისაც არ აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ან აქვს ე.წ. “ბორჯღალოიანი” პასპორტი. ხოლო ის პირები, ვისაც აქვთ საქართველოს მოქმედი გერბიანი პასპორტი, ბიომეტრულ პასპორტს მიმდინარე პასპორტის ვადის გასვლის ან გვერდების რაოდენობის ამოწურვის შემდეგ აიღებენ. 
რაც შეეხება ამ პასპორტის ფასებს 10 სამუშაო დღის ვადაში მისი მიღება 100 ლარი ეღირება. დაჩქარებული წესით კი შემდეგი ფასები იქნება: მე- 5 დღეს 120, მე-3 150, 24 საათში 190, ხოლო იმავე დღეს 205 ლარი. 
პასპორტი 10 წლიანია. ბიომეტრული პასპორტი არ გაიცემა 16 წლამდე ასაკის მოქალაქეებზე. 
შერავათები ექნებათ ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს და 16 წლამდე ასაკის პირებს 50% ოდენობით. 16 წლამდე ასაკის პირებისათვის გაიცემა არა ბიომეტრიული პასპორტი, რომლის საფასურიც 17.50 ლარი იქნება. 
ძალიან ბევრი ადამიანი ბიომეტრიული პასპორტის დანერგვას უარყოფითად ხდება და ამბობს, რომ ეს სატანის ნიშნის დადებაა. “ბიბლიაში წერია, რომ ყველა მიიღებს სატანას ნიშანს, ანუ კოდს. ეს სწორედ ის კოდია, რომელზეც საღვთო წიგნშია ნათქვამი” – ამბობს მრევლის ნაწილი.  
არის თუ არა ეს პასპორტი სატანას ნიშანი, თავენ თავად უნდა გადაწყვიტოთ, მაგრამ მოქალაქეები 2011 წლიდან იძულებულები იქნებიან საზღვის გადასაკვეთად აიღონ ეს პასპორტები. ამ ეტაპზე მსგავსი პასპორტები 26 ქვეყანაში გამოიყენება და წლის ბოლოსთვის მატი რაოდენობა 45-მდე გაიზრდება.


Комментариев нет: