11/02/2010

კითხვა დგას ”ყოფნა-არ ყოფნის” ცოლი აშკარად არ ”მყოფნის”

საინტერესო ფაქტები ღალატისა და მისგან გამოწვეული შედეგების მხრივ... ჩაიკითხეთ ბოლომდე და გაიგებთ ისეთ რაღაცას რაც იცოდით და თან არ იცოდით...
საგანგაშო შედეგები! ბოლო 5 წლის განმავლობაში 28%-ით გაიზარდა იმ ქალთა რიცხვი, ვინც ამართლებს ქმრის მიერ ცოლის ცემას!!! ეს ხდება 21-ე საუკუნეში, როდესაც გენდერული თანასწორობა წესით უკვე ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს არამარტო დიდ ქალაქებში, არამედ მივარდნილ სოფლებშიც. საქართველოში ყოველი მესამე ქალი ფიქრობს, რომ თუკი მამაკაცი საკუთარ ცოლს სცემს, ეს ნორმალურია. „გააჩნია ცემის მიზეზს, შეიძლება, მან დაიმსახურა გალახვა. თუმცა, მარტო ვირს უნდა ცემა. თუ ქალზე ხელს აწევ, სახლიდანაც უნდა გაუშვა”… _ ასე ფიქრობს ერთი საშუალო სტატისტიკური ქართველი მამაკაცი, რომლის პასუხიც, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ბოლო კვლევის მიხედვით, ქართველ მამაკაცთა შორის ტენდენციაა.

დღეს რომ ასეთ შედეგს მივიღებდით, ამის ნიშნები ჯერ კიდევ 5 წლის წინათ გამოჩნდა, UNICEF-ის კვლევაში სათაურით _ “ქალები, რომლებიც ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში ამართლებენ”. მაშინ აღმოჩნდა, რომ ქმრისგან ცემას საქართველოში 15-დან 49 წლამდე ქალების თითქმის 7 პროცენტი ამართლებს. იმ ფონზე, რომ ეს მაჩვენებელი ეთიოპიაში, ზამბიასა და იორდანიაში გაცილებით უფრო მაღალი იყო _ 81, 85.4 და 90%, საქართველოს მონაცემები მაშინ არც ისე კატასტროფული ჩანდა. თუმცა შეშფოთებისთვის დამატებით საფუძველს ქმნიდა თუნდაც ეს მონაცემი _ იმავე წელს, მაგალითად უკრაინაში, ქმრისგან ცემას ქალების სულ 3,6 პროცენტი მიიჩნევდა ნორმად. წელს, UNICEF-ის ანგარიშიდან 5 წლის შემდეგ ჩატარებულ კვლევაში ქალთა უკვე 34.1% ამართლებს ქმრის მიერ ცოლის ცემას, რაც მაშინდელ მონაცემზე 28 %-ით მეტია. ქალების ნაწილი დღეს მიიჩნევს, რომ ქმარი თუ ცოლს ღალატის გამო სცემს, ეს ნორმალურია, ზოგისთვის კი ქმრის ეჭვიანობაც საკმარისი მიზეზია. “ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში” ჩაატარა გაერო-ს მოსახლეობის ფონდმა 2009 წელს. გამოკითხულ ქალთა 35.9% აცხადებს, რომ მას აკონტროლებს მეუღლე/პარტნიორი. მათგან: 29.0% – პარტნიორი უკრძალავს საკუთარ ოჯახთან კავშირს; 11.6% – პარტნიორი აიძულებს მისგან აიღოს ნებართვა, ვიდრე ექიმს მიმართავს; 11.1% – პარტნიორი ბრაზდება, თუ მისი ცოლი სხვა მამაკაცს დაელაპარაკება; 5.5% – პარტნიორი ხშირად ეჭვიანობს და ღალატში დებს ბრალს; 4.0% – პარტნიორი არ აძლევს მეგობრებთან შეხვედრის საშუალებას; 3.9% – პარტნიორი იგნორირებას უკეთებს და გულგრილად ეპყრობა; 3.8% – სამსახური მიატოვა, რადგან მის ქმარს/პარტნიორს არ უნდოდა ემუშავა; 2.4% – პარტნიორი დაჟინებით მოითხოვს, მუდმივად იცოდეს, თუ სად არის იგი;
1.4% – ქმარი/პარტნიორი უკრძალავს შეხვედრებზე დასწრებას, ან რომელიმე ორგანიზაციაში მონაწილეობას. მორჩილება 50.7% – კარგი ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება; 44.9% – აუცილებელია, მამაკაცმა ცოლს/პარტნიორს კარგად დაანახოს, ვინ არის ოჯახის უფროსი; 16.0% – ცოლის მოვალეობაა ქმართან სქესობრივი კავშირი ჰქონდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმ მომენტში თავად ეს არ სურს. გამოკითხულ ქალთა 34.1% – ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში ამართლებს თუ: 28.5% – მამაკაცმა გაიგო, რომ ქალი ღალატობს; 4.0% – მამაკაცი ეჭვობს, რომ ქალი ღალატობს; 3.1% – ქალი მამაკაცს არ ემორჩილება; 1.5% – ქალმა სახლის საქმე მამაკაცის მოსაწონად არ გააკეთა; 1.4% – ქალი უარს ამბობს სქესობრივ კავშირზე; 0.6% – ქალი ეჭვიანობს და ეკითხება მამაკაცს სხვა ქალი ხომ არ ჰყავს. ასევე იცოდით, თუ არა, რომ

გულის შეტევების 6 % ხდება სექსის დროს. ამ 6%-დან კი 90 % ხდება ღალატისას პარტენოფობია არის ქალწულობის დაკარგვის შიში ადრე ინგლისში სექსი იყო აკრძალული. თუ ოჯახს შვილი უნდოდა,  ნებართვა უნდა აეღო მონარქისაგან, მათ აძლევდნენ კარზე ჩამოსაკიდს, რომელზეც ეწერა “Fornication Under Consent of the King” ნიშნად იმისა, რომ ლეგალურად ქონდათ სექსი. აქედან მოდის სიტყვა/ზმნა FUCK. ძველ საბერძნეთში იყვნენ სპეციალური მხატვრები, რომლებიც კურტიზანებს მაკიაჟს უკეთებდნენ, მათ ”პორნოგრაფები” ერქვათ.

Комментариев нет: