10/17/2010

როგორ შეცვალა facebook- მა თქვენი ცხოვრება?

Facebakers-ის ინფორმაციით, რომელიც სტატისტიკურ კვლევებს რეგულარულად ატარებს, სოციალურ ქსელს საქართველოში ამჟამად 367 480 მომხმარებელი ჰყავს.აქედან 161 420 მამაკაცია, ხოლო 201 980-ქალი.
Facebook პოპულარული განსაკუთრებით 18-24 ასაკის მომხმარებლებშია. სწორედ ეს თაობა შეადგენს აუდიტორიის ყველაზე დიდი ნაწილს-37%-ს. ქსელის მომხმარებელთა 28% - 25-34 წლისაა, 8%- 13-15 წლის, ასევე 8%-16-17 წლის და 4%-45-54 წლის. ყველაზე ნაკლებად პოპულარული Facebook 55-64 წლის მომხმარებლებშია(1%), 65 წელს გადაცილებულთა რაოდენობა კი 2%-ა.
სექტემბრში Facebook-ის აუდიტორია საქართველოში 9160 მომხმარებლით გაიზარდა, ზრდამ კი ერთ თვეში 2,49% შეადგინა. სოციალური ქსელით მოსახლეობის თითქმის 8% სარგებლობს, ხოლო ონლაინ-მომხმარებლების 28%-ს facebook-შია დარეგისტრირებული.
საქართველო მსოფლიოში Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობით უსწრებს, როგორც მეზობელ აზერბაიჯანსა(96-ე ადგილი, 216 860 მომხმარებელი,) და სომხეთს(124-ე ადგილი, 84 980 მომხმარებელი), ასევე ესტონეთს(92-ე ადგილი, 270 960 მომხმარებელი), ლატვიას(104 ადგილი, 180 800 მომხმარებელი), ბელორუსს(114-ე ადგილი, 119 800 მომხმარებელი), ყაზახეთსა(115-ე ადგილი, 119 780 მომხმარებელი) და მოლდოვას(116-ე ადგილი, 107 320 მომხმარბელი). ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში საქართველო ჩამორჩება მხოლოდ ლიტვას(73-ე ადგილი, 716 660 მომხმარებელი), რუსეთსა(46-ე ადგილი, 1 818 860 მომხმარებელი) და უკრაინას(76-ე ადგილი, 625 500 მომხმარებელი).
რას ფიქრობთ თქვენ, facebook გეხმაერბათ თუ ხელს გიშლით ცხოვრებაში? ატარებთ თუ არა სულ უფრო მეტ დროს ამ სოციალურ ქსელში? შეგიძლიათ გაძლოთ facebookურთიერთობის გარეშე?
http://www.youtube.com/watch?v=hZ9sXvM433U 
მასალის საავტორო უფლება ეკუთვნის ჟურნალ ლიბერალს

Комментариев нет: