10/27/2010

ცოლი არ მოგყავს?

ალბათ ყველა თქვენგანისათვის ერთხელ მაინც უკითხავთ დაოჯახებას, ხომ არ აპირებო. მე ამ კითხვით უკვე გული შენიღონდა. "სამუშაო გაქვს, სწავლა დაამტავრე და რაღას ელოდები მოიყვანე ცოლი, თორემ დაბერდიო. 
რა დროს ჩემი სიბერეა, ჯერ მხოლოდ 21 წლის ვარ... ისე კი ჩემს კლასში 14 მოსწავლე ვიყავით და ერტადერთი ვარ ვინც არ დაოჯახებულა....
ცოლის მოყვანა ასე მარტივი როდია...
აი არგუმენტები, რატომაც ჯერ არც კი ვფიქრობ ამ საკითხზე...
თან ფოტოებს დავურთავ, რომ უფრო მხირული და დამაჯერებელი გამოვიდეს...

მაგარი ტიპი ვარ და ჩემს გამო ვინმე ჩხუბობს, ან კიდევ რიგი დგას მეთქი ტყუილი იქნება, მაგრამ რამდენიმე ათეული შეთავაზება უკვე მივიღე, მაგრამ უარით გავისტუმრე... შეტავაზება არა თავად გოგოსაგან, არამედ შუამავლობის მოყვარულთაგან...

არ მინდა დამსჯელი და მაკონტროლირებელი მყავდეს, რომელიც ყოველ საღამოს მკითხავს, სად იყავი, ვინ ნახე და ა.შ.


არ იმის სურვილი მაქვს, ვინმემ ყოველდღე ილაპარაკოს ერთი და იგივე და მე გამაჩეროს...



არც ის მინდა, რომ ცოლი ასე გამოიყურებოდეს... 



ისე რა დროს ცოლია, ჯერ სამხედრო ვალდებულება უნდა მოვიხადო, თუმცა ასეთ ბატალიონს ვეძებ, რომ ასმეთაურად გავიჩითო და ეგებ მერე მაინც დავანებო თავი ჟურნალისტიკას.


თუ ძალიან დამაგვიანდა და კარიერის გამო სიყვარულისთვის ვერ მოვიცალე და გარიგებით დამჭირდა ცოლის მოყვანა... ქორწინების მეორე დღეს ოჯახში ეს სცენა იქნება...


თუკი ცოლი ვერ გავიმეტე, მე დავისჯი თავს...

თუკი გამიმართლებს და სასურველ ადამიანზე ვიქირწინებ ასეთ იდილიაში ვიქნებით...


ისე კი ასეთ მშრომელ ცოლს ვეძებ....


 აბა ეს ყველას შეუძლია...


იმედია მოგეწონათ პოსტი... შეგიძლიათ სურვილის შემთხევაში დაწეროთ კომენტარები და შენიშვნები....
გმადლობთ, რომ დაუთმეთ თქვენი ძვირფასი დრო ჩემს ბლოგს....

1 комментарий:

Анонимный комментирует...

da mainc rodis mogyas coliiii :D:D:D