10/22/2010

კანდელაკმა და სობჩაკმა პუტინის მოთხრობის გამო იჩხუბეს

ყოველთვის, როცა თინა კანდელაკი და ქსენია სობჩაკი საზოგადოებაში ერთად ჩნდებიან, საღამო აუცილებლად ხმაურიანი იქნება.
ამჯერადაც ასე მოხდა. "რუსკი პიონერის" მიერ მოწყობილ მორიგ ლიტერატურულ საღამოზე ორმა ქალბატონმა, რომელნიც ერთმანეთს პირველობისათვის მუდმივად ექიშპებიან, ვლადიმირ პუტინის მოთხრობის გამო იჩხუბეს.
დუეტი ვერაფრით ვერ შეთანხმდა მოთხრობის ბოლო ხუთი სტრიქონის წაითხვაზე.
აყალმაყალი ლიტერატურულ საღამოზე მათი გამოჩენისთანავე დაიწყო და რომ არა ”რუსკი პიონერის” მთავარი რედაქტორი ანდრეი კალესნიკოვი, საქმე ხელით შეხებამდეც მივიდოდა. 
რედაქტორმა პრობლემა მალევე გადაჭრა და მოთხრობა საბოლოოდ კანდელაკს შერჩა ხელში, მაგრამ ამ უკანასკნელმა არანაკლებ დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა და მისთვის განკუთვნილი როლი, პირველივე შემხვედრ მომხიბვლელ მამაკაცს დაუთმო. 
შეგახსენებთ, რომ ნაწარმოები პრემიერმა პუტინმა ვეშაპებზე ნადირობის თემაზე დაწერა და გაზეთის მთავარ რედაქტორს შორეულ აღმოსავლეთში მოგზაურობისას ხელნაწერის სახით გადასცა. 

Комментариев нет: