2/20/2011

გიჟო, გამამათრახე!

დღეს დეასგან მესიჯი მივიღე. ვინილში (კაფეა ასეთი)  მივდივართ და თუ წამოხვალო. შეხვედრის დრო საღამოს 7 საათი დავთქვით და  საქმეებს მივხედეთ.
სამუშაო დღის ბოლოს ერას მოედნისკენ, ვინილში გავეშურე. კაფეში დეა, საა, დენიელი, ნინა, დასთინი, ნოე და დეას მეგობარი ნანუკა დამხვდნენ. კაფის პატარა სივრცეში მეგობრებისთვის "საჭუკჭუკო" გარემო იყო. საა და ნოე "იქს-ნულს" თამაშობდნენ... დენიელი და ნინა თავისთვის ფუსფუსებდნენ... ვინილის მენეჯერი ლევანი და ირაკლი ბართან თავის პონტში საუბრობდენ.
შემდეგ ლუდი, ყავა, სიგარა...


ვინილი უცხოელი პედაგოგების საყვარელი თავშეყრის ადგილია. იქ შესულს თავი ამერიკის რომელიმე კაფეში გეგონება. ენის გასატეხად და ინგლისურის დასახვეწად საუკეთესო გარემოა. საოცარი მოსასმენია ამერიკელების ქართულად ლაპარაკის მცდელობა. დასთინს ქართულად "ბაყაყი წყალში ყიყინებს" და "ჩემო უღრუტუნებულესობავ" თქმა ვასწავლეთ. თავად კი ინგლისურად "Amtidisestablishmanttorrienism" "superkolaphredulessexpialadoshus" ვაი ვაგლახით გვათქმევინა.
შემდეგ სიტყვების უფრო გართულება და მაიმუნობა დავიწყეთ. დეას ვთხოვე დასთინისთვის ეთხოვა "მოდი გამტყიპე გიჟო" და "გამამათრახე" ესწავლებინა. მეგობრებმა ჩემი ნათქვამი დასთინისადმი გზავნილად ჩათვალეს და დამცინეს.
ქართულ-ინგლისური "ენის წვალება" რამდენიმე საათს გაგრძელდა.
ვინილის შთაბეჭდილებების წიგნში ნახევარი გვერდიც შევავსე და დავიშალეთ.
აშკარად სასიამოვნო კვირა დღე გამომივიდა...

2/19/2011

უპატრონოდ დარჩენილი შადრევნები ბათუმში

ფანტანების ბუმა განსაკუთრებით ბათუმში იჩინა თავი. "მოცეკვავე", "მორბენალი", "მოჩუხჩუხე" შადრევნები ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია თავმოყრილი. ნინოშვილის ქუჩაზე "მოცეკვავე" შადრევანი "ცეკვით" ზაფხულობით ათასობით ადამიანი საათობით ტკბება.
ზღვასპირა ქალაქში ადამიანები ლამის ქოლგებით დადიოდნენ.
შემოდგომაზე შადრევნები, როგორც ბათუმი სიცოცხლეს ანელებენ.

ზამთარში მხოლოდ ცენტრალურ ბულვარში არსებული შადრევანი აგრძელებს სიცოცხლეს.
კლასიკური მუსიკის ფონზე ის თავისთვის მდარედ იზმორება....

რა ხდება შადრევნების დაფინანსებაში?
წელს ბათუმის საკრებულოს მიიღო გადაწყვეტილება, რომ შადრევნების ეპოქა დასრულდა და მას დაფინანსება არარ სჭირდება. ბიუჯეტის მუხლში "შადრევნების მოვლა პატრონობის ხარჯი" - თანხის გასწვრივ წერია - 0. ქალაქის ათეულობით შადრევანი მოუვლელი დარჩა...
შადრევნის აუზის გაწმენდის, ახალი წყლით გავსების და სხვა ხარჯი დაიზოგა. სამაგიეროდ  ზაფხულობით ჩამოსულ ტურისტებს უკვე გამწვანებული და "სუნიანი" შადრევნები დახვდება.
ალბათ ლამაზი იქნება მწვანე შადრევანი და ასევე მსიფლიოში პირველი "სუნიანი" შადრევნების ქალაქი.
ბიუჯეტის წაკითხვის დროს პირველი პარალელი ჩემს უბანთან გამიჩნდა. უბანში, რომელშიც მე ვცხოვრობს სახელმწიფოს მიერ გაკეთებული შადრევანი არ არის, თუმცა გვაქვს ბუნებრივი შადრევანი. ეს შადრევანი კვირაში ერთხელ მაინც ამოხეთქვას და ქუჩას უბნელების გმირობით ავსებს. კანალიზაციის ჭიდან ამოფრქვეულ შადრევანს ყველა სახის საჭმელ-სასმელის ნარჩენები მოყვება და საოცარი სუნი დასდევს. ამ შადრევანს, როგორც მეზობლები ყვებიან ყველა როდი გაურბის. ერთ-ერთმა ლოთმა ერთი "პოლიტრის" შეპირების შემდეგ პირი დაიბანა. ასე, რომ არც ისე ცუდია მსგავსი შადრევნები.

რა შეიძლება მოყვეს ამას?
ვერ ვიტყვი, რა ბედი ეწევა ასეთი პიარით გაკეთებულ შადრევნების მიტოვებას, მაგრამ ეს მასალა თუკი ისევე "და-shear"-ების" შემთხვევაში ისევ ისეთი რიცხვა და ალიაქოთი მოყვება, როგორც წინა პოსტს.
ხოო და მერე ჩამახრჩობენ ამ შადრევანში და დამმარხავენ "აქციის"ფარგლებში ახალ სასაფლაოზე. :):):)

2/14/2011

მოსაზრება, რომელმაც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე აღაშფოთა


აღნიშნული მოსაზრება ბათუმელების ბოლო ნომერში დაიბეჭდა. მასალის გამოსვლის დღესვე ტელეფონზე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ზარი შემოვიდა. სატელეფონო საუბარი 4 წუთი და 58 წამი გაგრძელდა. გიორგი კირთაძე მიმტკიცებდა, რომ ბათუმში არც ერთი მიცვალებული არ დაუტოვებიათ დაუსაფლავებლად და ამ ინიციატივის გაშარჟება არ შეიძლებოდა. მირჩია, რომ ჟურნალისტი ვიყავი და საჯარო მოხელეებთან კარგი ურთიერთობა უნდა შემენარჩნებინა. გიორგი კირთაძესთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა რადგან პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდაა და კარგი რესპოდენტია, მაგრამ რატომ ვერ გაიგო მოსაზრების არსი ვერ გავიგე. არც ის მეგონა, რომ ასე მძაფრად აღიქვამდნენ ამ მასალას.
არის  თუ არა ამ მასალაში გაბრაზების მიზეზი "ბათუმელებისა" და ბლოგის მკითხველთათვის მომინდია.
ახლობლის გარდაცვალება ყველა ჩვენთაგანისთვის მტკივნეული და მძიმეა. ხშირად ის ვერ გაგვირკვევია მიცვალებულს მივტირით თუ მის გასვენებაზე გაწეულ ხარჯს. მიცვალებულის დაკრძალვა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომაც ბათუმელებს საშუალება აქვთ ისარგებლონ საკრებულოს მიერ დამტკიცებული „აქციით“. აქცია  სახელად „2=1“ საინტერესო და მრავლისმეტყველია. მისი მთავარი პირობა არის ის, რომ აქციაში „ჩაერთვებიან“ მხოლოდ ისინი ვინც არიან ქორწინებაში. პროექტის მიხედვით ქმრის გარდაცვალების შემთხვევაში ცოლს სასაფლაოს უფასოდ აძლევენ და პირიქით ცოლის გარდაცვალებაში ქმარს უფასოდ მარხავენ. ოჯახებისთვის საინტერესო შეღავათია. ერთი საფლავის ხარჯის სააცვლოდ ორს შეიძენ. მონაწილეობას ვერ მიიღებს პირები ვინც არ არიან ოფიციალურ ქორწინებაში, არ ჰყავთ მეუღლე ან უკვე დაქრივებულები არიან. თუკი შვილი ან ოჯახის სხვა წევრი გარდაეცვალათ აქციაში ვერ ჩართავთ, რადგან პირობებს ვერ აკმაყოფილებს .
ზუმის აქციისაგან განსხვავებით ბათუმის საკრებულოს აქციაში ჩართვა უფასოა, მთავარია ერთადერთ პირობას აკმაყოფილებდეთ: აქციის მიმდინარეობის დროს იყოთ ოფიციალურ ქორწინებაში და თქვენი მეორე ნახევარიც გარდაიცვალოს აქციის ფარგლებში.  აქციის დროს გარდაცვალებული ბათუმელები დაიკრძალებიან ახალ სასაფლაოზე, რომლის ზუსტი ადგილიც ჯერ არ დამტკიცებულა. ქალაქის ახალი სასაფლაო ჯერ თავისუფალია და ადგილებიც მრავლადაა...
 ხო ადგილებზე გამახსენდა.  საკრებულოს მეორე აქცია მიუსაფარებს ეხება. ბათუმის საკრებულო ყოველწლიურად აფინანსებს 100 მიუსაფარი მიცვალებულის დასაფლავებას. ამ კეთილი საქმისთვის კი ბიუჯეტიდან 9 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ აქციაში წინა აქციისგან განსხვავებით რაოდენობა შეზღუდულია. მერიას შეუძლია დააფინანსოს მხოლოდ 100 მიუსაფარი მიცვალებული. რა ბედი ელის 101 მიცვალებულს კონკრეტული პასუხი არ არის. ამ აქციაში მოსახვედრად სასურველია მიუსაფარები გარდაიცვაონ წლის დასაწყისში. წლის ბოლოს შესაძლოა ადგილები შევსებული იყოს და აქციაში ვეღარ მოხვდნენ. „იჩქარეთ ნუ იქნებით 101“.
სამომავლოდ რა სიახლეებს შემოგვთავაზებს ბათუმის საკრებულო არ ვიცი, მაგრამ ამ აქციაბიდან გამომდინარე ბათუმში გარდაცვალებაც კი სასიამოვნო იქნება.
თანაქალაქელებო გისურვებთ დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრებას. დაე, ეს აქციები დიდხანს, დიდხანს არ დაგვჭირვებოდეს.

2/13/2011

ქართული "პერო"

ბევრჯერ გამიგია "პეროგარჭობილი საზოგადოება", "გეგონება პერო აქვს გარჭობილიო" და ა.შ. სულ მაინტერესებდა ვინ და რატომ ირჭობდა პეროს...
ამას წინათ ერთ-ერთ საინტერესო ბლოგზე ვნახე პოსტი "ტრ**ში პეროს ინსტალაცია" და "ბათუმის პეროგარჭობილი საზოგადოება".
 საინტერესო იყო ჩემთვის თანატოლისგან პეროგარჭობილის განმარტება და თანატოლის მოსაზრება პეროგარჭობილ ადამიანებზე.
 "ბათუმის პეროგარჭობილი საზოგადოების" კითხვა რომ დავიწყე სისხლი გამეყინა... 
პირველ აბზაცში "ისინი ბათუმის რამოდენიმე "აი რაღაცნაირ" ბარებში არიან გადანაწილებულნი. ფეხი ფეხზე გადადებული, კოხტად მოკალათდებიან სავარძლებში, სიგარეტს უფუილებენ და ნეკათით აკაპიწებული ეწრუპებიან ყავას..."  საკუთარი თავი დავინახე. კაფეში ფეხი ფეხზე გადადებული, სიგარეტით ხელში, ყავას ხშირად ვწრუპავ... მერე კი როცა საქმე ხელოვნებაზე და ფოტოსესიებზე მიდგა მივხვდი რომ ამ ქალაქში ჩემზე უარესებიც არსებობენ და უკან მორჭობილი პეროს ტკივილი შემიმსუბუქდა.
ალბათ ყველა თვლის, რომ პეროგარჭობილი არ არის. თუმცა პეროგარჭობილის იმდენივე ვესიაა რამდენი ადამიანიცაა.
ვერ ვიტყვი რომ პეროგარჭობილია ადამიანი ვინც ქალაქის ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული. ღონისძიებებს "არ მაზავს" და ცდილობს არ იყოს მკვდარი. არც კაფეში სიარული და სიგარეტის გაფუილება მიმაჩნია პეროს გარჭობის სადარად. ამ ქალაქში არც კინოთეატრია, არც თეატრი (იშვიათად თუ არის ხოლმე სპექტაკლი) და არც სხვა გასართობი ფორმა.
ისმის მარტივი კითხვა რა ქნან ახალგაზრდებმა? - "ბირჟაზე" იდგნენ და იქ აფუილონ სიგარეტი? თუ სახლში დაჯდნენ და კომპიუტერს ჩასციცინებდნენ მთელი დღე ან ჯოკერს თამაშობდნენ? - მგონი არა. აჯობებს ისევ კაფეში დაჯდნენ, სიგარეტიც აფუილონ და თუნდაც აკუილონ. მთავარია ვირტუალური სამყარო არ შექმნან და ადამიანის სახე არ დაკარგონ. 
პეროგარჭობილობა ვფიქრობ ისაა, როცა ვიღაცა მეორეს თავის დარად არ თვლის... ზემოდან დაჰყურებს... განსხვავებულად მეტყველებს (უფრო იპრანჭ-იტყლარჩება), ყველას დასცინის (გემობართან ან შინაგანად) და ვითომ fashion ზმანზე "ტასაობენ"... თუმცა შიძლება ზმანით არ იყოს პეროგარჭობილი თუმცა სულით პეროიანთა დედო იყოს...
ვფიქრობ ეგ ნიშნები არ მახასიათებს... არც პეროს ვგრძნობ ტრ**ში... 
რავი... თუ ვინმე დაინახავს ჩემს უკანალში გარჭობილ პეროს, იმედია ფერადად და ლამაზად გადაშლილს მაინც დაინახავს და ჩვენს ლამაზ ქალაქში დეკორაციის გამოვლინებად ჩათვლის....

2/07/2011

ლევან ვარშალომიძე და ბაბლუანის 13 (ფელეტონი)

სამუშაოდან გამათავისუფლეს – მეუბნება გულდაწყვეტით ერთ-ერთი პოლიტიკოსი.
რატომ? რა მოხდა? – ვეკითხები და ცნობისმოყვარეობით ვკდები რა მოხდა მთავრობაში.
მთავრობაში ვთამაშობდით. სკამები დავალაგეთ. ხომ იცი როგორცაა. ერთით ნაკლები ვიდრე მოთამაშეების რაოდენობა. მერე ყველამ სკამების გარშემო დავიწყეთ მოძრაობა თუ ვერ დაჯექი თამაშიდან ვარდები. ვერ ვიხსენებ სახელს – ამბობს გულისწყრომით.  მე უძიარი ვიყავი და ვიპასიურე. მთავრობის თავმჯდომარემ ნიშანი მოგვცა თამაში დაიწყოო. პირველ ჯერზე სოფლის მეურნეობის მისიტრმა ვერ მოსასწრო სკამზე დაჯდომა. სამაგიეროდ მისმა მოადგილემ იყოჩაღა. ლევანს შეეცოდა ძირკვაძე და მრჩევლად აიყვანა.
მერე მე დავრჩი სკამის გარეშე.
მომდევნო ჯერზე ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე და მთავრობის პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელები დაჯდნენ ერთ სკამზე. ლევანმა არც ერთს არ დაწყვიტა გული და სამუშაო ადგილები გაუცვალა.
ყველას ფერი გვეცვალა. ვინ იქნებოდა შემდეგი არავინ იცოდა. მომდევნო ჯერზე აჭარის ტურისტული სააგენტოს ხელმძღავანელი შემომიერთა და უსკამოების გვერდით დადგა.
მერე ლევანს თამაში მობეზრდა. სახლში წადით მე საქმე მაქვსო.
წამოვედით იმ იმედით, რომ ლევანი მეტად გულმოწყალე იქნებოდა და ცოლ-შვილს ულუკმაპუროდ არ დაგვიტოვებდა.
ხშირად თამაშობთ ამ თამაშს? – ვკითხე მე.
ვიცი? ლევანს როცა მოუნდება. ეხლა გვითხრა ბაბლუანის 13 ვნახე და მაგასაც გათამაშებთო. კიდევ კარგი წამოვედი. მომდევნო ჯერზე მთავრობაში 13 თამაშის დროს ვინ დარჩება და ვინ არა არავინ იცის.
მირჩევნია ცოცხალი უმუშევარი ვიყო ამბობს პოლიტიკოსი.

2/04/2011

რა სარგებლობა მოაქვს ვალინკს?

თოვლს დიდხანს ვნატრობდი, მაგრამ როცა თოვა დაიწყო თოვლი შემზიზღდა. თოვლი, როგორც ასეთი, მიყვარს, მაგრამ ბათუმური თოვლი ყველაფერია თოვლის გარდა. სხველი და მცირე რაოდენობის თოვლი ქალაქში რამდენიმე დღე თუ ძლებს.
წელს ყველაზე თბილი ზამთრის მერე ქალაქში ყველაზე ცუდი თოვლი მოვიდა. პირველ დილით მშვენიერი სანახაობა იყო, მაგრამ შემდეგ თოვლი გადათელეს, გაანადგურეს და მხოლოდ ტალახი და წყალი დარჩა.
გადათხრილი ქუჩების გამო ქალაქში გადაადგილება გართულებული იყო. თოვლში კი გადაადგილება ფაქტიურად შეუძლებელი გახდა. კანალიზაცია და წყალგაყვანილობა არ მუშაობს და წყალი მხოლოდ აორთქლებით თუ "დაგვანებებს თავს". დღეს დილით ითოვა. მერე კი იქვიმა, რს გამოც წყალი მთელ სავალ გზას დაეპატრონა და ერთი ტროტუარიდან მეორეზე გადასხვა შეუძლებელი გახდა. დილით გარდერობში ყველაზე თბილი "ბატინკი" შევარჩიე და სამუშაოზე წავედი. ბათუმელების რედაქციაში (სადაც შეკედლებული ვარ) მივედი და მითვისებული (ნანას აწ. უკვე კუთვნილი:)) ადგილი დავიკავე. ცაგო თავისი ახალი ვალინკით მოვიდა. მერე ნათია მოვიდა. იმასაც ვალინკი ეცვა. თეო და ნანა იყო მხოლოდ უვალინკოები.
13:00ზე უმაღლეს საბჭოში ქრისტიან დემოკრატებს ბრიფინგი ქონდათ. რამდენიმე წუთით ადრე წასვლა გადავწყვიტე. რედაქციის კიბეებზე ჩასვლისას ქვემოდან მომავალ თანამშრომელს ადგილი დავუთმე და გვერდით მივდექი. ამ დროს ფეხი დამიცურდა და კიბეზე ნახევრად გავიშხლართე. ჯანმრთელად კი ავდექი, მაგრამ ჩემს უბედურ ბატინკს ქუსლი და უკანა ნაწილი მოგლეჯილი ქონდა. დრო არ ითმენდა.ჩაწერაზე მაგვიანდებოდა. კოლეგები დაგვიანებისათვის ბევრს იწუწუნებდნენ და ამიტომ როგორმე უნდა მიმეღწია დროულად.
კოჭლობით მივაღწიე უმაღლეს საბჭოში. ჩავწერეთ და იქედან მოპასუხის ჩასაწერად მინისტრთა საბჭოში წავედით. ისევ მონგრეული ქუსლი და გაყინული ფეხები.
ჩაწერის დამთავრების შემდეგ ტაქსით რედაქციაში მივედი. ვთოვე ისე გაეჩერებინა, რომ პირდაპირ ტროტუარზე ავსულიყავი. ტაქსისტმა ვერაო. მაღალი წყალია და ვერ გავაჩერებო. ამიტომაც ერთი კვეთით ქვემოთ ჩამომსვა.
რედაქციაში ავედი. მასალა გადავაგზავნე. ბატინკს სამახსოვრო ფოტო გადავუღე, შემდეგ სკოჩით მივამაგრე და ვალინკის საყიდლად ხოფისკენ გავარდი. გზად გამახსენდა, რომ საგადასახადო ინსპექციაში უნდა შემევლო და იქაც მივედი. ქუსლი უკვე საერთოდ მოძვრა. ხალხი გაოგნებული მიყურებდა. ამ ბომჟს რა უნდაო. საგადასახადოში ასლან ჭანიძე შემხვდა და იმ დალოცვილმა წამიყვანა ხოფაზე.
ხოფაზე ისეთი წყალლი დგას, ვენეციას არ ჩამოუვარდება. ვალინკების მაღაზიაში 30მდე მყიდველი ირევა. ვინ რომელს ფერსა და დიზაინს არჩევს ვერ მიხვდები. გავძვერ-გამოვძვერი და შევათვალიერე. ფასები 35 ლარიდან იწყებოდა და 120 ლარამდე ადიოდა. გააჩნია რამდენად ნავაროჩენი ვალინკი გინდოდა.
ფასი არ მაწყობდა. მაინც ვალინკია თქო და გზა განვაგრძე. ცოტათი ზემოთ კარგი ვალინკი ვნახე. 25 ლარი ღირდა. 41 მინდა თქო. არ გვაქვს მხოლოდ 40-ია და ეგეც ბოლოაო. წყალში უმოწყალოდ დავაბიჯებდი. სველი ფეხი. ყინულივით ცივი წყალი. გრძნობა დამეკარგა ფეხში. ბოლოს სასურველ ვალინკს მივადექი. მოვიზომე და კარგი იყო. თან შიდა მხარეს თბილი სარჩული ქონდა. ჩავიცვი. ბატინკები გამყიდველს დავუტოვე და ბედნიერი წამოვედი ისევ რედაქციისკენ.
გზაში ყველას გუბეში დავეხეტებოდი და მიხაროდა, რომ ფეხი თბილად მქონდა. უკვე საერთოდ აღარ მციოდა.
დედაჩემის დარიგება გამახსენდა. "მთავარია ფეხი გქონდეს თბილად. ერთ-ერთი ყველაზე მგდძნობიარე ადილია და გაცივბის პირველ წყაროს წარმოადგენსო".
ვაშა, მე წელს ავად აღარ გავხდები.
ხოო და...
ვისაც არა აქვს ვალინკა, იმას დაეწყო პანიკააააააააააა

2/02/2011

აჭარული ნიცა და სინგაპური


ბათუმი მალე შავიზღვისპირეთის მარგალიტი იქნება - გვაიმედებენ პოლიტიკოსები.  დღეს კი ჩვენი ქალაქი ხან აჭარული ნიცაა, ხანაც სინგაპური. მშენებლობების ბუმმა და სიმაღლისკენ სწრაფვამ ისე აგვიტაცა ალბათ მალე საკუთარი სხეულის სიმაღლეც არ მოგვეწონება და დაგრძლებების სხვადასხვა საშუალებებს მივმართავთ.
ამას წინათ ქალაქში გასეირნება გადავწყვიტე. გონიოდან ბათუმისკენ მოვდიოდი და მაკვირვებდა კახაბრის და ახალსოფლის დაბლობების სიცარიელე. არც ერთი მაღალი კორპუსი და სასტუმრო იქ არ არის. ის ადგილები არც ინვესტორს 
აინტერესებს და არც პოლიტიკოსს. ქალაქში შემოსვლის შემდეგ, ხოფის დასახლებაზე კომუნისტების დროინდელი სხვადასხვა ფერებში აჭრელებული 12 სართულიანი კორპუსები, რომლის ბათქაშშელახულ კედლებს საღებავი უფარავს, მეტნაკლებად მაინც ქმნის ქალაქის ეფექტს.
გადათხრილი ქუჩებიდან თავის დასაღწევად ზღვისპირა ქუჩით წამოვედი. ხიმშიაშვილის ქუჩიდან დაიწყო მშენებლობების ბუმი. ჩაბრუნებული ბოთლის ფორმის იუსტიციის სახლი, ცენტრ-პოინტი ვერა და ვერ დამთავრებული ელიტარული საცხოვრებელი სახლი და უნივერსიტეტის გვერდით მშენებარე სასტუმრო, რომელიც ჯერ თავად დამკვეთს ვერ გაურკვევია, როგორი იქნება დიზაინი და რა ერქმევა სასტუმროს. ჯერჯერობით ერთადერთი დასრულებული შენობა მხოლოდ შერატონია, რომელიც მაკეტზე ლურჯად შეღებილი იყო, ეხლა კი საღებავის ნაკლებობის გამო თეთრ ფერადაა. როგორც ქართველებს გვიყვარს მიშენება-დაშენება, ისევე გადაუწყვეტია შერატონის მფლობელს და კაზინოს „ლოჯი“-ს მიშნებითაა დაკავებული.
ჩვენს ქალაქში სიტყვები „ელიტარული“ და „კარიბჭე“ იმდენად პოპულარულია, რომ ყველა მშენებარე სახლზე ასეთი აბრებია გაკრული „ელიტარული სახლი ბულვარში“, „ბულვარის კარიბჭე“ და ა.შ.
ბულვარის ცენტრში, კოლონადების გვერდით 60 სართულიანი სასტუმრო რიც კარლტონი შენდება. სასტუმროს მიწისქვეშა ავტოსადგომი ექნება, რომელშიც შესვლა რუსთაველის ქუჩიდან მოხდება. ვერ გეტყვით ვინ და როგორ აპირებს ჭაობზე გაშენებულ ზღვისპირა პარკში მიწის გათხრას იმ სიღრმეზე, მაგრამ სასტუმროს სიმაღლე მაშინებს. ჭაობში აშენებულ უზარმაზარ შენობას სავარაუდოდ გრუნტი ვერ გაუძლებს, და მისი ლანდი მზის ჩასვლისას მახინჯაურის მთებამდე მიაღწევს.
მეორე მშენებარე და განსაცვიფრებელი ნაგებობა ნაბანის კოშკია. 130 მეტრიანი შენობა რესტორანს და ტელე სტუდიებს გააერთიანებს. მასში ქართული გენის კოდი უნდა ჩაიდოსო გვამხნევებს პრეზიდენტი. შენობის დიზაინი ბაბილონის გოდოლს მაგონებს. მთავარია აშენების დროს მშენებლებს ენები არ აერიოთ და შეძლონ დასრულება, თორემ დიდი ზარზეიმით დაწყებული მშენებლობა, „რედისონის“ და „ჰაიატის“ მსგავსად გაიყინება და ქალაქი მუდმივად მშენებარე ქათქათა მარგალიტად დარჩება.
ვშიშობ ჭაობზე გაშენებული, ცად აზიდული შენობები და პრიორიტეტ მინიჭებული ერთადერთი ქუჩა მალე შეტორტმანდება. სიმძიმეს ვერ გაუძლებს და მძიმედ ამოიოხრებს. მხრებს შეიბერტყავს და მიწასთან გაასწორებს ჩვენს „კარიბჭეებსა“ და ფსევდო „ელიტარულ“ სახლებს...
აი, მაშინ რაღა გვეშველება?

მასალა დაბეჭდილია მოსაზრების სახით გაზეთ "ბათუმელებში" 

ტრუსიკები, მაიკები, ნასკები და კალოშები

საახალწლოდ ძველი ქართულ ფილმების ჩვენება უკვე ტრადიციად იქცა.წელსაც კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი ყველა ფილმს. დღეს კი როდესაც განბაჟებაზე დაიწყეს საუბარი "ქეთო და კოტეს" პერსონაჟი ხანუმა გამახსენდა. ყველა თურქეთში საოჯახო და პირველადი ნივთების შესაძენად გადადის. მოხმარების ძირითადი ნივთები მართლაც ხანუმას ნიშან-ბოხჩის შემადგენლობის ანალოგია. "ტრუსიკები, მაიკები, ნასკები და კალოშები", შარვლები და კაბები...
დღეიდან თურქეთში (და არა მარტო თურქეთში) გადასვლა უფასოდ დარჩა, თუმცა გადმოსვლისას ხელბარგის გადმოტანა აიკრძალა. ტვირთის გადმოტანა მხოლოდ ტრანსპორტით არის შესაძლებელი. სხვა შეზღუდვებს რაც შეეხება დაზუსტებით ვერ ვიტყვი რა ხდება თუმცა ბათუმში რამდენიმე საკითხი განიხილება.
პირველი, რომ ნებისმიერი ტვირთის განბაჟებაა აუცილებელი და მეორე, რომ 500-დან 3000 ლარამდე 150 ლარია გადასახდელი.
რა ხდება მე კი არა თავად საგადასახადოს ხელმძღვანელს ვერ გაუგია.

ეხლა სადღა ჩაიზმანება ბათუმის ფსევდო-ბომონდი კი მაინტერესებს. აბა ყველანი ლილოზე... ლილოს ავტობუსები ნეტა ისევ შაბათს გადის  :)


1/30/2011

Beer-Pong და დიდთოვლობა

გუშინ მიუხედავად იმისა, რომ დასვენების დღე მქონდა გადავწყვიტე კარგი თემა არ "გამემაზა" და ფოტოგამოფენა "ბათუმი 100 წლის წინ" გამეშუქებინა. საინტერესო იყო გამოფენაზე არსებული უნიკალური ფოტოები. 1911 წელს გლაუდანის მიერ ასახული დიდთოვლობა გამოფენაზე მისული დამთვალიერებლის აღფრთოვანებას იწვევდა.
გამოფენის ნახვის საშუალება მსურველებს თებერვლის ბოლომდე პრესკაფეში ექნებათ.
პრესკაფიდან მეგობრებთან ერთად ერას მოედნისკენ წამოვედით, შემდეგ კი სახლში წასვლა გადავწყვიტე. მეგობრები პარკში წავიდნენ, მე კი ბარათაშვილის ქუჩას დავუყევი. პოპულთან სერაფიმე, ათინა და ხატია შემხვდნენ. ვინილში მივდივართ და წამოდიო. სახლში წასვლა მეზარებოდა და ვინილში წავედი. ვინილში ბოლოს აგვისტოში ვიყავი... მთელი ზაფხული ვინილში გავატარე და პრესკაფის გახსნის შემდეგ დავაღალატე...


1/25/2011

არის თუ არა მაესტრო დამოუკიდებელი ტელევიზია?

ჟურნალისტიკაში დიდი ხნის გამოცდილება არ მაქვს (სულ რაღაც 4 წელი), მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს მიმუშავია კონტროლირებად მედიაში.
კარიერა სტუდენტურ-ახალგაზრდული გაზეთის რედაქტორობით დავიწყე, რომელიც მეგობრებთან ერთად დავაფუძნე. შემდეგ იყო სხვადასხვა დროებითი სამუშაოები. ძირითადში ანაზღაურების გარეშე.
ბოლოს ტელევიზიიდან მივიღე შემოთავაზება. მაესტროს ბათუმში კორესპონდენტი სჭირდებოდა. რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტისათვის ცენტრალური მედიის რეგიონალური კორესპონდენტობა ყველაზე მაღალი საფეხურია. უარი არ მითქვამს, მაგრამ მუდმივად ვშიშობდი, შევინარჩუნებდი თუ ვერა დამოუკიდებლობას.

პრეზიდენტი და კიტრის მჟავე

მკერდდიდი და სქელდუნდულა კოლეგისაგან განსხვავებით (იმედია მიხვდით ვისზეც ვამბობ) ეს პოსტი "მე და ჩემი პრეზიდენტი"-ს შინაარსის არ იქნება. მაშ ასე...
ბოლო დროს 2 სურვილი ამეკვიატა. პირველი იყო ე.წ. "პიკული" მინდოდა მეჭამა (აქვე თუ ვინმემ არ იცის პიკული არის კიტრის მჟავე). არ ვიცი რატომ, მაგრამ რამდენიმე თვე ვერ მოვახერხე ვერც ყიდვა და ვერც ჭამა. დღეს ბათუმელებში ვიყავი მისული. სანამ რესპოდენტს მეათედ დავურეკავდი, კოლეგებს საჭმელის საყიდლად წასვლა შევთავაზე.

1/23/2011

ფუუ, ამის დედაც... ჯეკ :)

აღარაფრით განსხვავდება დღევანდელი
ადამიანი ამ ძაღლისა და კატისაგან
ქართველები მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე ვართ გინების მხრივ. ვაგინებთ ყველას და ყველაფერს, სულიერს და უსულოს, საწინააღმდეგო და ჩვენსავე სქესის წარმომადგენლებს, მაღალს და დაბალს, სუსტს და მსუქანს...
ვაგინებთ დედაზე და მამაზე, ცოლზე და ცოლის დაზე, ბებიაზე და ბაბუაზე, ცოცხალზე და გარდაცვლილზე, კარგებზე და კეთილებზე, შინაუზე და გარეულზე, მეზობელზე და ახლობელზე...
 ვიგინებით ქალი და კაცი, ბავშვი და მოხუცი, სრულწლოვანი და მოზარდი, საერო და სასულიერო პირი...
ვიგინებით დილით და საღამოთი, შუადღეს და შუაღამეს, ძილის წინ და გაღვიძებისთანავე, ქუჩაში და სახლში...

1/22/2011

12 მსაჯული და დეას შავცრემლმდინარე ამბავი

პრესკაფეში პარასკეობით ფილმის ჩვენება იმართება. დღევანდელი ფილმი ნაფიცმსაჯულის ინსტიტუტს შეეხებოდა. 12 ნაფიცმსაჯულიდან მხოლოდ ერთი მოეკიდება დაკისრებულ საქმეს პასუხისმგებლობით და შეძლებს დაარწმუნოს დანარჩენები ბრალდებულის უდანაშაულობაში.
ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა. დისკუსიის მსვლელობაში მეგობრებთან გადავინაცვლე. წერო (გიორგი წეროძე), saa free (სალომე გეეგშიძე),  dea diamond (დეა ნიქაბაძე) , ნინა (ნინო მასალკინა), დენიელი (daniel celvi) და მე ცალკე ავტონომია ჩამოვაყალიბეთ და გერბად კარტოფილი "ფრი" ავირჩიეთ.

1/21/2011

ქალის ქიმიური შემადგენლობა

დასახება: ქალი 
ელემენტი: 115
აღმომჩენი: ადამი
ატომური მასა: 60 კგ. ასევე გვხდება იზოტოპები 40-250 კგ.
გავრცელება: ძალიან გავრცელებული.

ფიზიკური თვისებები:

დნება გარკვეული თვისებების შედეგად, თვითნებურად დუღდება და უმიზეზოდ ცივდება.
გაფართოების კოეფიციენტი: ფართოვდება ასაკთან ერთად.

ქიმიური თვისებები: 

ძალიან კარგად ურთიერთობს Au, Ag, Pl და სხვა კეთილშობილ ლითონებთან. 
 განსაკუთრებული რაოდენობით ნთქავს ძვირადღირებულ ნივთებს . 
შეიძლება მოულოდნელად აფეთქდეს. 
აქტიურობა იზრდება დღის სხვადასხვა პერიოდში. 


1/20/2011

ადამიანი რომელიც ყველას კიდია

სხვადადსხვა ტიპის ადამიანები, რომ არსებობენ ეს ჩემზე უკეთ იცით და რამდენად რთულია ყველას დაუმუღამო ეგეც მოგეხსენებათ.
საკმაოდ რთული ხასიათი მაქვს, მაგრამ ვერავინ დამაბრალებს უზრდელი და თავხედიაო. ყოველთვის ვცდილობ ადამიანებს ვასიამოვნო და გათავისებული მაქვს რა - მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცენ -  ცხოვრებაშიც ვანხორციელებ.


1/18/2011

ბათუმის კინოფესტივალი, რომლის მენეჯერსაც ხალხის აზრი ფეხზე ჰკიდია

biaff -  ბათუმში რამდენიმე წელია ტარდება. გასულ წელს 5 წლის იუბილე აღინიშნა. იუბილე წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. წელს ბიაფის დაფინანსებაში მერია მონაწილეობდა და მენეჯმენტმაც არ დააყოვნა და ლოგოდ წითლად შემოხაზული "5"-იანი შექმნა. ამის შესახებ ჩემს ძველ სამუშაოზე adjaranews.ge ზე მოამზადეს ჟურნალისტური გამოძიება. ფესტივალმა ჩაიარა და ახალი ფესტივალისთვის დაიწყეს მზადება.

1/17/2011

აქცია ბათუმში და ნახევრად პარალიზებული ქალაქი

ახალი წელი სარფის ნეიტრალურ ზონაში და ქურდობა ქართულად

ვიცი შეგაწყინეთ თავი და ბრაზილიურ სერიალებივით გადავაბი ერთი ამბის თხრობა, მაგრამ გპირდებით სხვა დროს ასე აღარ მოვიქცევი. ეს ბოლო პოსტია "მოგზაურობა ტრაპზონში" ანუ "მგზავრის დღიურები"-დან. ფორუმის ბაზრობიდან პირდაპირ სარფისაკენ დავიძარით. გზაში ყავა მოგვინდა. მძღოლს ვთხოვეთ ეგება და გაქვსო. თურქმა წუწურაქმა მძღოლმა უარი გვითხრა მხოლოდ წყალი გვანახა, რომელიც ბოთლებში იყო ქარხნული წესით დამზადებული (თურქული წყალი). უკანა კარებთან სპეციალურ მინი სამზარეულოში ყავა აღმოვაჩინეთ, ოღონდ ცხელი წყლალი ვერ მივხდით, როგორ უნდა ჩაგვერთო. ერთ-ერთმა ავტობუსელთაგანმა, თეომ შეძვრა-შემოძვრა და ყავა და შაქარი გამობარგა.

1/16/2011

dj ჟორჟიკას მუსიკას აყოლებული მკერდ-დუნდულის თამაში

ე.წ. ძველით ახალი წელს ორიგინალურად ნეირტალურ ზონაში თურქეთ-საქართველოს საზღვარზე შევხვდი. ავტობუსში აღნიშვნის შემდეგ სახლში დაღლილ დაქანცული მივედი. 14 იანვარს დღემ მშვიდად ჩაიარა. 15-ში ბედობა დღეს კი რადგანაც შაბათი იყო თემის მოფიქრება გამიჭირდა. ისეთი თემა უნდა მენახა, რომ არასამუშაო დღის მიუხედავად ვიმე ჩამეწერა. რამდენიმე საატიანი გადარეკვა-გადმორეკვის შემდეგ ბათუმის მერის მოადგილემ სიამოვნებით დამთანხმდა ინტერვიუზე და თემაც გავამზადე ქალაქში მიკროავტობუსების შემცირების შესახებ.

1/15/2011

მილიარდელი გუბერნატორი და 40-ჯერ შენი წყალი გადამსხმოდეს

ვაგრძელებ "მოგზაურობა ტრაპიზონში" ამბის თხრობას. ხოფიდან ტრაპზონამდე გაუჩერებლი ვიარეთ. ჩვენი დროით 15:00-ზე (იქაური დროით 13:00) გამოფენის გახსნა იყო დაგეგმილი. ჩვენ 1 საათით ადრე ჩავედით. გამოფენა ჯერ კიდევ მზადების პროცესში იყო. ჩამოვიარეთ ყველა დახლი და ადგილი და "დავზვერეთ" იქაური სიტუაცია. რომ ვთქვა, რომ დათვალიერების დროს ვინმე ყურადღებას გვაქცევდა-თქო ტყუილი იქნება. თავად ვიღებდით სასურველ ნივთსა თუ ბუკლეტს და ღიმილით გადავდიოდით მომდევნო დახლთან.

ვიქნები თუ არა გაყიდული ჟურნალისტი მთავრობის დაფინანსებით მგზავრობისას?

ერთ-ერთმა კოლეგამ მითხრა რომ 13 იანვარს ტრაპზონში ტურისტული გამოფენა იყო, სადაც ქართველებიც მონაწილეობდნენ და თუ სურვილი მქონდა მეც წამიყვანდნენ. ცოტა შევფიქრიანდი, მთავრობის მიერ დაფიანსებული მგზავრობა დიდად არ მეხამუშა, მაგრამ მერე გადავწყვიტე, მე ობიექტურად გავაშუქებ და თუკი მაესტრო ტრაპიზონშიც კი ჩააღწევს ამას რა ჯობია მეთქი და დავთანხმდი.

1/12/2011

like ნათქვამი სამძიმარი და და-tag-ული მიცვალებული

"facebook" რაც საზოგადოებაში დამკვიდრდა მოქალაქეები მასზე მიჯაჭულები გახდნენ. ეს მიჯაჭვულობა თანდათან  უფრო მძაფრდება. "facebook"-ელთა უმრავლესობის დილა გვერდის შემოწმებით, იწყება და იგივე მოქმედებით სრულდება.
"facebook"-ელები ერთმანეთს ვიდეოებს, ფოტოებს და მოსაზრებებს უზიარებენ. და-tag-ვა უკვე იმდენად დამკვიდრდა, როგორც მონიშვნის და გაზიარების ტერმინი, რომ აღარ საჭიროებს განმარტებას.

1/11/2011

ოჯახური კონფლიქტები და ბალიშის როლი

ამ პოსტის წერისას თავი არაკომპეტენტურად მიმაჩნია... დაოჯახება-განშორება-დაოჯახება... ეს მონაცვლეობა ჩემთვის უცნობია, ისევე, როგორც მისი რომელიმე დეტალი... მაგრამ ალბათ, როგორც იტყვიან საუკეთესო შემფასებელი მესამე თვალი, ანუ ისაა ვისაც თავად არ გადაუტანია მსგავსი შემთხვევა.
აპ პოსტში მე მოგითხრობთ თუ რატომ უნდათ დაოჯახება და რატომ შორდებიან წყვილები... როგორ და რის მიხედვით ირჩევენ წყვილები მეორე ნახევრებს და რა რეალობის წინაშე დგებიან ისინი.
თუ თემა არ დაგაინტერესებთ ნუ დააკლიკებთ წარწერას "გააგრძელე კითხვა" :)

ახალი მეჩეთი და 60 სართულიანი სასტუმრო ბათუმში

9 იანვარს, საღამოს მომდევნო დღის სამუშაო გეგმა შევადგინე და დრო გავთვალე სად რამდენი ხნით უნდა ვყოფილიყავი და ვინ უნდა მენახა. დილით დათქმულ დროსთან შედარებით ნახევარი საათით გვიან 11:00 გავიღვიძე. წინა საღამოს მშვიდი ძილის მოტივით გამორთული ტელეფონი ჩავრთე და პირველმა ზარმაც არ დააყოვნა. ტელევიზიიდან რეგიონების კოორდინატორი, მირანდა მირეკავდა. თბილი საყვედური მივიღე ტელეფონის გამორთვის გამო და დღე დავგეგმეთ. მე იდეაში ლეიბორისტების ბრიფინგი მქონდა, რომელიც ბულვარის განადგურებას ეხებოდა და ძალიან მაინტერესებდა რა იგულისხმებოდა განადგურებაში... მირანდამ ბათუმში ახალი მეჩეთის შესაძლო აშენებასა და ამ თემის გარშემო საკითხების მოკვლევა მთხოვა. ლეიბორისტების საკითხი კი მეორე იქნებოდა თემებს შორის. ანუ დღეს ორი თემის მომზადება მიხდებოდა.

1/09/2011

ბოჩელი რა მორიდებული ყოფილა, ხალხს თვალებში ვერ უყურებდა

საახალწლო ერთკვირიანი დავენებისა და ლოთობის შემდეგ სოფელში წავედი. მშობლიური გარემო და სოფლის სუფთა ჰაერი ძალზედ მომნატრებია.
ღრმა "ნაპასებით" ვსუნთქავდი სოფლის ჰაერს. დავეწაფე ანკარა წყაროს და მოვირბინე ოღრო-ჩოღრო გზები.
ბათუმიდან 15 კილომეტრში მდებარეობს ჩემი სოფელი. ჩემი სახლი ორი სოფლის ჩაისუბანისა და სოფელ ჩაქვის საზღვარზეა, ისევე, როგორც საქართველოა ევროპისა და აზიის საზღვარზე.
ჩემი სახლი მტირალას ეროვნული პარკის ერთ-ერთ ფერდობზეა და ზედ ზღვას გადაჰყურებს...
ჩემი სახლის მარცხნივ სოფელი ჩაქვია სადაც საოცრად ორიგინალური სახელის სოფლებია : "1-ლი სკლონი", "მე-2 სკლონი", მე-3 სკლონი" და "სახალვაშო". მარჯვნივ კი სოფელ ჩაისუბნის ქვესოფლები "ყურშუბაძეები", "ჩიბურდანიძეები", ფილიალი" (ეს უკანასკნელი კომუნისტების დროს პრესტიჟული იყო, რადგან მას "მოსკოვის ფილიალი" ერქვა და აქ მოწეულ ციტრუსს რუსულ ელიტას უგზავნიდნენ.)

1/08/2011

სიყვარულში გულგატეხილთა მალამო

ალბათ ყველა თქვენთაგანს გყვარებიათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც. სკოლაში, უნივერსიტეტში, ზოგს ბაღშიც კი. რა ჯობია, როცა გიყვარს... როცა ცხოვრება გიხარია... ყველაფერი ლაღი და ნათელ ფერებშია... მაგრამ უცებ...
უცებ ამჩნევ, რომ ის "ის" არ არის არჩევანში შეცდი. მერე ამჩნევ იმას რასაც აქამდე ვერ ხედავდი, ან ხედავ იმას რაც აქამდე შეიძლება არც კი ყოფილა და მხოლოდ შენი ფანტაზიის ნაყოფია.
გინდა აპატიო და ვერ პატიობ... გინდა დაივიწყო და ვერ ივიწყებ... გინდა ხმამაღლა იყვირო და ვერ ყვირიხარ... გინდა მოკლა, მაგრამ მაინც ვერ იმეტებ...
ეს არის განშორების გრძნობები... ტკივილები... შფოთვები...

1/06/2011

სიკეთე, რომელის კეთებაც აუცილებელია

მეგობრებო ყველამ კარგად იცით გამონათქვამი - "რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია". ცხოვრებაში პირველად ვიღებ კალამს (უფრო კლავიატურას) და მოგმართავთ თქვენ, მეგობრებს, ბლოგის მკითხველს და ფეისბუქის ფრენდებს. მე და თქვენ ერთად უნდა გავაკეთოთ სიკეთე და დავეხმაროთ პატარა ნიკას. 11 წლის ნიკა ჯაიანის ფორმა 100-ის  გრაფაში - “დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ან სრული დიაგნოზი“ - მითითებულია “აპლასტიური ანემია“, ხოლო გრაფის - “ავადმყოფობის მიმდინარეობა“ - გასწვრივ წერია - “მწვავე". ცნობა რომელიც 2010 წლის 22 ნოემბერს, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს მიერაა გაცემული.

1/04/2011

ტუჩზე ცხიმგადმომდინარე ქართველები და სახლში გაზიდული საჭმელები

2 იანვარს "ბათუმობის" ტრადიციის დამკვირდების მომდევნო მცდელობა იყო. ერას მოედანზე გამოსულ ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს აჭარის სხვადასხვა რაიონის და რესტორნის მენიუს გაცნობის და დაგემოვნების საშუალება ჰქონდა.
მოედანზე გასულს ჭეშმარიტი ქართული გარემო დაგვხდებოდა.
სპეციალურად გაკეთებულ ადგილებში მწვადი შიშხინებდა... გოჭი იწვებოდა... თევზს ამზადებდნენ... იქვე იყო უკვე მომზადბული საჭმელები... ნამცხვრები...
ყველა რაღაცას, ან ვიღაცას ელოდა... მაგიდებთან მისულებს ეუბნებოდნენ, ჯერ არ გახსნილა. დეალოდეთო.
მოედანზე, სცენის მხრიდან პრეზიდენტი და ლევან ვარშალომიძე შემოვიდნენ.  პრეზიდენტმა პირველი "გიგანტურ აჭარულ ხაჭაპურთან" მივიდა. ბავშვებს მოუხმო და ხაჭაპურს "ბორტი" მოატეხა, ყველში "ამოავლო" და ერთ-ერთ ბავშვს მიაწოდა. შემდეგ მეორე... მესამე... თითები დაესვარა... მადიანად ჩაილოკა და ისევ განაგრძო პატარების დაპურება.

ბათუმი ახალი ეპიდემიის ზღვარზეა

ბათუმში ახალი დაავადების კერა გაჩნდა. დაავადება ადვილად გადამდებია და განსაკუთრებით სუსტი ნებისმყოფისა და ნერვული სისტემის პრობლემის მქონე პირებისათვის.
დაავადების შესახებ:

1/02/2011

აგენტ- ჟურნალისტის დაკავება და საახალწლო გარჩევები ბათუმში

ცოტა საკვირველი სათაურია, მაგრამ ჭორებზე არაა დაფუძნებული... ჟურნალისტთა ეთიკის მსოფლიო კოდექსი ყველა ჟურნალისტს ავალდებულებს დაიცვას ინფორმაციის წყარო, თუნდაც სასამართლო პროცესზე, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ჟურნალისტის თავისუფლებას ექმნება საფრთხე. მე ამ შემთხვევაში, როგორც ეთიკურ ჟურნალისტობაზე პრეტენზიის მქონე პირი სრულად დავიცავ ინფორმაციის წყაროს და ქვემოთ მოგახსენებთ სანდო ინფორმაციას, რომლის დაჯერება - არ დაჯერება მკითხველისათვის მიმინდია.
მაშ, ასე...

1/01/2011

მაესტროს ჟურნალისტი ბათუმის კონცერტზე არ შეუშვეს

წინა პოსტში, რომელიც უკვე წინა წელს დაიწერა მოგახსნეთ, რომ ახალ წელს პრესკაფეში შევხდებოდი. საახალწლო კონცერტზე მივედი მეორედ და მინდოდა რამდენიმე წუთით მაინც მომესმინა ბოჩელისათვის... შესასვლელში რამდენიმე ატეული ადამიანი იდგა. მიკროფონი ამოვიღე და მოქალაქეებს ვთხოვე, რომ ჟურნალისტი ვიყავი და გავეტარებინე. გამატარეს და უცებ პოლიციელების ცოცხალ ჯაჭვთან აღმოვჩნდი. თორმეტის წუთები იყო. პოლიციელებს არც ჟურნალისტებისთვის ეცალათ და არც მოქალაქეებისთვის. გულში თავის ბედს წყველიდნენ, ასეთ ვითარებაში, რომ გვიხდება მუშაობაო.

12/31/2010

საახალწლო "დაშმონვა" ბათუმში

რამდენიმე წუთის წინ საახალწლო კონცერტის სამზადისის დასათვალიერებლად ერას (ევროპის) მოედანზე მივედი. ბარათაშვილის ქუჩიდან, ცირკის გვერდით სპეციალურ შესასვლელში შევლისას პოლიციის თანამშრომელმა "გაშმონვა" დაიწყო.

როგორ ჩავიფიქროთ საახალწლო სურვილები

ვისაც გჯერათ ცრურწმენების იმათთვის ალბათ ახალს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ის რისიც გწამთ აუცილებლად აგისრულდებათ. ალბათ გაგიგიათ 12 საათს მაგიდის ქვეშ უნდა შეხვდე და თან სურვილი ჩაიფიქროო და აგისრულდებაო. არ ვიცი რამდენად ამართლებს მაგრამ მთლად უსაფუძვლო ცრურწმენა არ უნდა იყოს. 
ზოგს ჯერა, რომ სიგარეტის ფერფლი შამპანიურში უნდა ჩაყრო და დალიო, მაგრამ მეეჭვება ეს სიმართლე ანუ გამართლებული იყოს. სულ თუ არაფერი არაჰიგიენურია და არასასიამოვნო დასალევი.
კიდევ ერთი ცრურწმენაა ახალი ცოცხი უნდა იყიდო და იმით დაალაგო სახლიო. თუ არ გაამართლებს ცოცხი მაინც დაგრჩებათ. 

12/30/2010

ახალი წელი და გალოთებული ქართველობა

ჩემი მუდმივი თავშესაფარი, რომ პრესკაფეა ყველა მეგობარმა იცის. თავისუფალ დროს სულ აქ ვარ და შესაბამისად ვგულშემატკივრობ ამ კაფეს. დღეს მოიტანეს ნაძვის ხე და კაფეს საახალწლო სამზადისი დაეტყო. მაღალი, სამწუხაროდ არაცოცხალი ნაძვის ხემ ბინა ბარის გვერდით დაიდო. ნანა, დათო და ლევანი მის გაფორმებაზე ზრუნავენ. ასლანი გვერდით, ლეპტოპს მიჯდომია და პოკერის თამაშის პარალელურად თვალყურს ადევნებს მიმდინარე პროცესს. თან მახსენებს, რომ დაპირებული 20 კილოგრამი ლიმონი უნდა მივუტანო. რამდენიმე დღეა მავიწყდება სოფლიდან ლიმონი გამოვაგზავნინო და კაფის კლიენტებმა არ იგრძნონ რამის ნაკლებობა, მათ შორის ლიმონის.

რა ვქნა, რომ ბედი არ მწყალობს ანუ არაერთი ადამიანის გასაჭირი

ადამიანებს ბევრი წუწუნი გვჩვევია. რაღაც მოგვწონს, რაღაც არა. ხან კმაყოფილები ვართ ხანაც არა.
ხშირად გაგიგიათ ალბათ "მე ბედი არ მაქვს", "ჩემი ბედის ამბავი, რომ ვიცი", "მე რომ ბედი მქონებოდა", და ა.შ. ბედისადმი უკმაყოფილება ისეთ ადამიანებში უფრო მეტადაა, ვისაც მართლა არ სწყალობთ ბედი, მაგრამ ისინი ვისაც ბედის ბორბალი სულ სასურველი მიმართულებით (ყველაფერი კარგისკენ) მისდით მაინც წუწუნებენ ბედის არქონის შესახებ.
ზოგი გათხოვება-დაქორწინებაში არის უიღბლო, ზოგი უშვილობაში, ზოგიც კიდევ ფულის კეთებაში.



12/27/2010

ჟურნალისტების გასაჭირი

"თქვენ რა გიჭირთ კი ხართ მშვენივრად ხართ მოკალათებული" - გამიგია ჩემი რესპოდენტისაგან. ისე კარგად შენი მტერი იყოს მოკალათებული თქო, მინდა ვუთხრა მაგრამ არ ღირს დებატებში შესვლა... მედიასაშუალებებს, რომ უჭირს ამაზე იმდენი ფაქტი მეტყველებს, რომ ჩამოთვლად არ ღირს. გაჭორვება მხოლოდ ფინანსური არაა. არის მაყურებლის, მკითხველის ან მსმენელის ნდობის დეფიციტი.პროფესიონალი კადრების ნაკლებიბა და ა.შ.
მე არ მაქვს პრეტენზია, რომ პროფესიონალი ჟურნალისტი ვარ, მაგრამ  არც გაყიდული და სხვის დაკრულზე მოცეკვავეც არ ვარ.

ავტოსაცობები ბათუმში

12/26/2010

ყელამდე განავალში ვზივართ და თავი ევროპელები გვგონია

რეალობა მკვეთრად განსხვავდება იმისგან რასაც ჩვენ საკუთარ თავში ილუზიებად ვტენით... ქართველები, რომ ორიგინალურები და განსხვავებულები ვართ, მგონი ორი აზრი არ არასებობს. დმოკრატიას ჩვენეული განსხვავებული გაგება მოვუძებნეთ და მისი ჩვენივე სურვილებზე მორგება დავიწყეთ. ბევრი ალბათ იტყვის, ეს ასეც უნდა იყოსო... დემოკრატიის კონკრეტული ფორმულა არ არსებობსო, მაგრამ სწორედ რომ ფორმულა და ჩონჩხია მთავარი. ხალხი კრავებად არის ქცეული (თუმცა მე მცირე ნაწილის გარდა, არ მახსოსვს, ოდესმე ყოფილიყვნენ ზე-რეაქტიულები).

12/25/2010

გარდაცვლილი როინ შავაძე სასამართლოში მოწმედ დაიბარეს

ყოფილი სამხედრო როინ შავაძის ცოლს სასამართლო უწყება მიუვიდა სადაც გარდაცვლილს სასამართლო პროცესზე იბარებდნენ. ნახეთ ტელეკომპანია მაესტროს ბათუმის ბიუროს მიერ მომზადებული  სიუჟეტი...

შენი მოსაწონი არაფერია ამქვეყნად?

ხშირად მეკითხებიან ამას. მეგობრები, ნაცნობები და ამ ბლოგის მკითხველები. როგორ არა! - არის ჩემი პასუხი. ბევრი რამ მომწონს და ვამბობ, ხოლმე რაც მომწონს. ბოლოს როცა ეს კითხვა ფეისბუქზე დამისვეს გადავწყვიტე ბლოგის თემებისთვის გადამეხედა და მენახა მაქვს თუ არა რაიმე კარგზე დაწერილი. აღმოვაჩინე, რომ მაქვს.
და მაინც რა მომწონს?

12/24/2010

რამდენი გოიმია ქვეყანაში?

"გოიმებს ამ ქვეყნად რა დათვლის" ამბობენ ხშირად, მაგრამ ალბათ მათი დამთვლელიც გოიმი უნდა იყოს. მე ვერ გეტყვით ზუსტ რიცხვს რამდენი გოიმია, მაგრამ გეტყვით ვინ არის გოიმი და ეგება მეც კი ვიყო მათ შორის.
გოიმის ოფიციალური განმარტება არ არსებობს.
GOIM - Gamers Own Instant Messenger ანუ ყბედი კლიენტი.
ვინ არის გოიმი?
თუკი კითხვათ ნებისმიერს გოიმი არის ის ადამიანი ვინც შინაარსს მოკლებულად საუბრობს.

საახალწლო კონცერტი

12/22/2010

სწერვა და იაზო ქალის ამბავი


სწერვა და იაზო ასე უწოდეს ჯეოსტარის კასტინგების დროს მარინა ბერიძეს. რა გასაკვირი შეფასებაა. ყველა თავის აზრს გამოხატავს. ზოგს მოწონს, ზოგსაც კი სიყვარულის ბუშტები უსკდება.
ისიც კარგად გემახსოვრებათ, რომ კასტინგებზე ნაწილი მარინას გასალანძღად ან ახლოდან დასანახად მიდიოდა. ზოგს უხარია მარინას დანახვა და დიდი მოვლენა ჰგონია. (ღმერთმა გვაშოროს და დაგვიფაროს მარინა ბერიძის სიყვარულისგან) ჯეოსტარმა გონნაკლულების პიარი იმდენად კაგად დაიწყო და აგრძელებს, რომ ხანდახან სურვილი გაგიჩნდება თავი გაიდეილო და ვარსკვლავად იქცე. მაგრამ აქაც განსხვავებულად დებილი უნდა იყო. არ ვიცი იმ სიდებილის ფორმულა რითაც რუსთავი2-ის ყურადღებას მიიქცევ, მაგრამ რაღაც უეჭველი ექნებათ. 

12/21/2010

კარგად „ნახმარი“ საბურავები და მეორადი ქალიშვილები


დაახლოებით 90-ან წლებიდან საქართველოში შემოდის მეორადი ავტომანქანები. მისი ჩამოყვანა ძირითადად გერმანიიდან ხდებოდა. ტენდენცია დღესაც გრძელდება. ამ ტიპის მანქანები ძალიან პოპულარული, რომაა ჩვენთან ამას გაყიდვების სტატისტიკაც ადასტურებს.
დაახლოებით, როდიდან დაიწყო საქართველოში მეორადი ტანსაცმლის შემოსვლა ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენს ყოფას, რომ ვუყურებს, ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ პირველყოფილი წყობილების დროს ქართველებში მეორადი ლეღვის ფოთოლიც კი იყო პოპულარული.
სხვა ქალაქებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ბათუმში ყველა კვარტალშია მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები. ფასები ბათუმში ყველაზე პოპულარულ „23-ე სკოლის უკანა ბაზრობის“ (აწ უკვე მე-15) ფასებს არ ჩამორჩება. 

12/19/2010

ბათუმის უნივერსიტეტი იხურება?


საუბარი ამ საკითხზე დიდი ხანია დაიწყო. უნივერსიტეტი შეიძლება სხვა ადგილას გადავიდეს. კონკრეტულად სად ამის შესახებ ვერავინ იძლევა ზუსტ პასუხს. ერთ-ერთ შეხვედრაზე ლევან ვარშალომიძემ სტუდენტებს განუცხადა, რომ უნივერსიტეტი გადავიდოდა სხვა ადგილას. ამის შემდეგ კითხვაზე სად გადადის უნივერსიტეტი არარავინ პასუხობს. ფაქტია, რომ უნივერსიტეტის ტერიტორია ტურისტული მხრივ ძალზედ მიმზიდველია და იქ მშვენიერი მომგებიანი სასტუმრო აშენდეს.