შემდეგ მიკროფონი მოვიმარჯვეთ და მეორე შემოვლაზე წავედით. რადგანაც ოპერატორს პასპორტი არ ჰქონდა, მე ვიყავი ოპერატორი და ჟურნალისტი. ინტერვიუს დროს გაზეთ "აჭარის" ჟურნალისტი დამეხმარა. პირველივე დახლთან პრორუსული იერის გოგონამ გაგვაჩერა და თურქულად რაღაც გვკითხა. ვერაფერი გავიგეთ. შემდეგ ინგლისურად გვკითხა. ჩვენზე უარესად ცუდად იცოდა ინგლისური. ბოლოს რუსულად გვკითხა და ჩვენი განათებული სახე, რომ დაინახა ბევრად მოეშვა. თურქეთის მიწაზე "მტრის" ენაზე გამოვნახეთ საერთო ენა. "ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა. ეს პროდუქცია გვაქვს ..." - დაიწყო დაპროგრმებული რობოტივით. ყავით გავიმასპინძლდა. ჩვენც გამოვკითხეთ საიდან იყო, რუსული საიდან იცოდა და ა.შ. აღმოჩნდა რომ ყაზახეთიდან იყო და სასწავლებლად ტრაპიზონში იყო ჩასული და თან მუშაობდა. ინტერვიუ შემოგვთავაზა. ჩავწერეთ და გზა განვაგრძეთ. თან სანამ ჩვენ გვესაუბრებოდა ყავის მსურველები მივიდნენ და უარი უთხრეს და სრულად ჩვენზე გადმოერთვნენ.
გზა განვაგრძეთ... ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი გადაგვიდგა წინ და "დანგრეული" ქართულით გვითხრა, რომ ის წარმოშობით იმერელი მჭედლიძე იყო და ნამცხვრები და კანფეტები შემოგვთავაზა. პარალელურად ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გვესაუბრა, რომელიც წელს ტრაპზონში ტარდება. ამ ხეტიალში 1 საათიც გავიდა და უცებ თურქეთის ჰიმნი გაისმა. უსუფ მჭედლიძე ადგილზე გაშეშდა. ცალი ფეხი გადადგმული ჰქონდა, მაგრამ გასწორება არც უფიქრია. თითქოს დარბაზი გაიყინა. მხოლოდ ქართველების ხითხითი და მოძრაობა იყო. სასწრაფოს ჰოლში გავარდით. იქ 30-მდე ჟურნალისტი და მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ. ჰიმნს თურქული ცეკვა მოჰყვა. მომკალით და ამ ცეკვას ვერაფერი გავუგე. შემდეგ ლენტის გაჭრა... და გამოფენაც გაიხსნა. მაგრამ საოცრება ის იყო,რომ ქართველებმა არ ვიცოდით ვინ ვინ იყო და რას ლაპარაკობდა. არანაირი თარგმანი და ქართული მხარის გამოსვლა. ორჯერ ახსენეს გურჯისტანი და ერთხელ ბათუმი. მივხდით რომ რაღაცას ჩვენზეც ამბობდნენ. ღონისძიების ყველაზე საპატიო წევრებად ტრაპიზონის გუბერნატორი (ცალკე მეცნიერებაა მაგის სახელის დაწერა და წარმოთქმა) , ტრაპიზონის მერი და ხოფის მერი იყვნენ. ჩვენმა გიდმა (ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი ტრაპზონში) გვითხრა რომ ტრაპიზონის გუბერნატორიცა და მერიც მილიარდელები იყვნენ. გუბერნატორს 4 ტელევიზია ჰქონდა და დაგვარიგა "თავი მოაწონეთ და კაი ხელფასი თქვენიაო". საკმაოდ გემოვნებიანად ჩაცმული გუბერნატორი ყველა დახლთან მივიდა. "ერა პალასმა" ჩურჩხელით გაუმასპინძლდა, მაგრამ სახეზე ეტყობოდა ვერ გაეგო რას ჭამდა. ტურიზმის დეპარამენტის დახლთან კი კოკოტარის წყალი დალია და კომენტარიც გაგვიკეთა ქართულ მედიას. მილიარდელს ასე ახლოს პირველად მივუახლოვდი :) დიდი არაფერი ჩვეულებრივი ხალხია :) ინტერვიუს ჩაწერისას ლამის 40-ჯერ ვთქვი თქვენი წყალი გადმომსხმოდეს მეთქი:) ეგება იმოქმედოს.
გზაში ყველა ერთსა და იგივეს შესახებ წუწუნებდა. ახალი წლის შეხვედრა ავტობუსში ან სარფის საზღვარზე გვიწევდა.
(გაგრძელება იქნება)
2 комментария:
ხოო, კარგი იქნებოდა მეც წამოვულიყავი. ენა ენაა, გინდ მტრის იყოს და გინდ მოყვრის. მთავარია საერთო გამონახო, აი ყავა სადაცაა, იქ ყველგან შეიძლება საერთოს გამონახვა. მეორე წასვლაზე შურს ვიძიებ ნუ გეშინია :) მოვძებნი იმ თურქს.
auh tato... sheni Jaketi mklaaavsss.. machuqe an momyide, an miyide ar vici...
DZAAAN SAYVARELIA!!!
p.s. gixdeba;)
Отправить комментарий