
ერთ-ერთმა კოლეგამ მითხრა რომ 13 იანვარს ტრაპზონში ტურისტული გამოფენა იყო, სადაც ქართველებიც მონაწილეობდნენ და თუ სურვილი მქონდა მეც წამიყვანდნენ. ცოტა შევფიქრიანდი, მთავრობის მიერ დაფიანსებული მგზავრობა დიდად არ მეხამუშა, მაგრამ მერე გადავწყვიტე, მე ობიექტურად გავაშუქებ და თუკი მაესტრო ტრაპიზონშიც კი ჩააღწევს ამას რა ჯობია მეთქი და დავთანხმდი.

რადგანაც მედია სკოლაში ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი სალექციო
დღეებია, ლექციების გაცდენა მომიხდებოდა, ამიტომაც მედია სკოლის ხელმძღვანელს ("ბათუმელების" რედაქტორს) ქალბატონ ეთერს განთავისუფლება ვთხოვე და სანაცვლოდ მოგზაურობის შესახებ მოსაზრების დაწერას შევპირდი. (აუცილებლად იხილეთ ბათუმელების ახალი ნომერი. დამერწმუნეთ ძალიან საინტერესო იქნება).

დილით 07:30-ზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ვიყავი. დათქმულ დროს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ვიყავით. გასვლა 08:00 უნდა ყოფილიყო, მაგრამ 50 ქართველისათვის თავის მოყრა საკმაოდ რთული იყო. გასვლის დროს ორგანიზატორებმა აღმოაჩინეს, რომ ავტობუსი არ იყო მოსული და მის მოსაყვანად წავიდნენ. საბოლოოდ დაახლოებით ცხრა საათისაკენ დავიძარით სარფის საბაჟოსაკენ. ავტობუსში ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლები, მერიის ანსამბლის მოცეკვავეები, ტურისტული სააგენტოს, სასტუმროების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ვიყავით. საერთო ჯამში 56 ადამიანი. წასვლისას ყველას ეძინებოდა ამიტომ უფრო სიმშვიდე იყო. კვარიათსა და სარფში ზღვა უჩეულოდ მშვიდი იყო და ულამაზესი პეიზაჟი იშლებოდა თვალწინ. მე ნინო ქათამაძის "სულიკო"-სა და "ქუჩაში ერთხელ"-ის მელოდიის ფონზე ზღვის ფონით ვტკბებოდი.

სარფში საზღვარზე ყველა ავტობუსიდან "ჩამოვლაგდით" და საზღვარი გადავკვეთეთ. საოცარი იყო, ზოგიერთი ჩვენებურის საქციელი, რომელიც რიგში წინ გარბოდა და მიიპარებოდა. ვერაფრით მივხვდი, პირველი გავიდოდა თუ ბოლო რა მნიშვნელობა ჰქონდა. ყველა მაინც ერთი ავტობუსის მგზავრები ვიყავით და ლოდინი მაინც გარდაუვალი იყო.

სარფის შემდეგ პირველი გაჩერება ხოფა იყო, სადაც მსურველებლა ქართული ფული თურქულ ლირაზე დაგაცვალეს, მსურველებმა სიგარეტი გააბოლეს და გზა განვაგრძეთ. ბათუმიდან ტრაპზონამდე გზა სულ ერთფეროვანი იყო. ზღვისპირა გზა სანაპიროზე ჩალაგებული ქვები, რომელიც ნაპირს ჩარეცხვისაგან იცავს და მოპირკეთებული თავისი მშვენიერი გაფორმებებით. ზღვა,ზღვა და ზღვა...
გასაკვირია და თურქეთში ისეთ ადგილებშიც კი სადაც ძალიან ცოტა მოსახლეა ფეხით მოსიარულეთა გადასავლელი ხიდები იყო გაკეთებული. გზა სუფთა და მოწესრიგებული იყო. მოქალაქეები არსად ჩანდნენ, გარდა იმ მაღაზიის გამყიდველისა, რომელთანაც მძღოლი იყო "შეკრული" და სწორედ იქ გააჩერა. სურამი გამახსენდა და ბათუმი-თბილისის (ან კიდევ პირიქით) მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლების ტაქტიკა. ისიც იქაური სურამი იყო... მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაზე
უარესი წინ მელოდა ...
Комментариев нет:
Отправить комментарий