1/16/2011

dj ჟორჟიკას მუსიკას აყოლებული მკერდ-დუნდულის თამაში

ე.წ. ძველით ახალი წელს ორიგინალურად ნეირტალურ ზონაში თურქეთ-საქართველოს საზღვარზე შევხვდი. ავტობუსში აღნიშვნის შემდეგ სახლში დაღლილ დაქანცული მივედი. 14 იანვარს დღემ მშვიდად ჩაიარა. 15-ში ბედობა დღეს კი რადგანაც შაბათი იყო თემის მოფიქრება გამიჭირდა. ისეთი თემა უნდა მენახა, რომ არასამუშაო დღის მიუხედავად ვიმე ჩამეწერა. რამდენიმე საატიანი გადარეკვა-გადმორეკვის შემდეგ ბათუმის მერის მოადგილემ სიამოვნებით დამთანხმდა ინტერვიუზე და თემაც გავამზადე ქალაქში მიკროავტობუსების შემცირების შესახებ.

მასალა გადავგზავნე და შვები ამოვისუნთქე. ტელეფონზე ზარი გაისმა. "გამარჯობათ, მაქსიმალიდან გირეკავთ. დღეს კლუბ "საბლაიმში" მაქსიმალ ფართია და თქვენ თანხმობა გამოაცხადეთ მონაწილეობის მირების თაობაზე. 11 საათზე გელოდებით კლუბში" - მომახარა ვიღაც ბიჭმა. გამახსენდა დღეში 5-ჯერ მომდიოდა ფართის თაობაზე sms  და თან ეწერა, რომ პირველ 100-ეულში თუ მოვხდებოდი მაშინ წავიდოდი ფართზე. ჯანდაბას თქო და "ოკ" გავაგზავნე.
ეხლაც იგივე განწყობით ვუთხარი მოვალ-თქო. ეგება და რაიმე კარგი იყოს. რას ვკარგავ. სამუშაო დღე დამთავრდა. ბედობაა. ეგება რაიმე "პონტი" გაიჩითოს მეთქი და წავედი. 11 საათზე საბლაიმთან მივედი. ფეისკონტროლი და ჩხრეკა გავიარე (რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს) და კლუბში შევედი. იქ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იყო. საბლაიმში პირველად ვიყავი და გარემო დავზვერე. არ მომეწონა, რადგან სავარძლები ძალიან ცუდადაა განლაგებული. საცეკვაო ფართი არ არის დატოვებული და თან ზედმეტად გადატვირთულის დარბაზი სკამ-მაგიდებით. დავჯექი და ლუდი შევუკვეთე. ლუდის ფასი 8 ლარიდან იწყებოდა. ეგ არაფერი ხელფასი ახალ აღებული მქონდა და თავს ფუფუნების უფლება მივეცი.
ხალხი თანდათან მოვიდა. ყველა მაქსიმალის აბონენტი იყო და მხოლოდ სპეციალური სიით შემოდიოდნენ. გასაოცარი იყო ის, რომ უმრავლესობა უღიპო-ღიპიანები იყვნენ. რეალურად ღიპი არ ჰქონდათ, მაგრამ შესუნთქულები და "გაბზეკილები" დადიოდნენ და "სვეცკაობდნენ".
ერთ საათში დარბაზი გაივსო. ყველა უსაქმური და უდიერი იქ იყო. დიჯეი თავისთვის უბერავდა. ხალხი კი ადგილზე იჯდა და ჭორაობდა. მე მეორე ბოთლი ლუდი გამოვცალე და ნაცნობის გამოჩენის იმედად წვენი შევუკვეთე. პირველი საათი გახდა და ხალხი ისევ არ იძვრის ადგილიდან.
აი, პირველი გაბედული გამოჩნდა. 120 კილოგრამი მაინც იქნებოდა ის დეიდა...  თავისი მაგიდის წინ დადგა და გვერდების მუსიკის რიტმებზე აყოლება დაიწყო. შავებში ჩაცმული სამძიმარზე მიმავალს მოგაგონებდა. მკერდზე, რომელიც საკმაოზე დიდი ჰქონდა, ოქროს მედალიონი ეკეთა, რომელიც სავარაუდოდ მემკვიდრეობით ბებიასაგან ერგო. მუსიკის გამაყრუებელი ხმა და "ბასები" მაგიდაზე დადებულ ჭიქას არყევდა. ფერ-ხორციანი დეიდას ცეკვის დაწყების შემდეგ კი უფრო აზანზარდა. ცოტა ხანში რამდენიმე ბიჭი გამოეცეკვნენ და თითქოს აიტაცაო ყველამ ადგილზე დაიწყო ტორტმანი. ადგილის სიმცირის გამო ყველა თავის მაგიდაზე მიმხობილი ცეკვავდა. განა ხალხი იყო, ბევრი? არა, უბრალოდ დიზაინი და მაგიდების განლაგება იყო ცუდი.
კიდევ ერთხელ მიმოვავლე თვალი დარბაზს. იქ მყოფთა უმრავლესობა მაქსიმალის თანამშრომლები და მათი ახლობლები იყვნენ. ფოტოკამერის წინ პოზიორობდნენ და ფეისბუქისა და ადნაკლასნიკებისთვის ფოტოებს ამზადებდნენ.
ველოდებოდი რაიმე სიურპრიზს ან წამახალისებელ და სახალისო რამეს მოაწყობდნენ, მაგრამ შენთვის ვის ეცალა... მაქსიმალის თანამშრომლები თავის პონტში ერთ მაგიდასთან ხითხითებდნენ.
იქ მყოფთა უმრავლესობა შავებში იყო ჩაცმული... დაცვის 4 თანამრომელი ჯალათებივით დადიოდნენ იქეთ აქეთ და თვალებს აბრიალებდნენ. მეტს ვეღარ გავუძლებ, ვიფიქრე და წამოსვლა დავაპირე. არც გარემო, არც ყურადღება და არც მუსიკა არ იყო იმ ფასის და სიტუაციის, ყოფნა, რომ გესიამოვნოს.
შერატონის დისკოთეკა, ბევრად უკეთესია. სულ თუ არაფერი სივრცე მაინცაა და ბართან სკამები მაინც ალაგია, სადაც ჩამოჯდები და ისიამოვნებ.
არა რა. საბლაიმში ჩემი ფეხი აღარ იქნება! ;)

Комментариев нет: