
ხშირად გაგიგიათ ალბათ "მე ბედი არ მაქვს", "ჩემი ბედის ამბავი, რომ ვიცი", "მე რომ ბედი მქონებოდა", და ა.შ. ბედისადმი უკმაყოფილება ისეთ ადამიანებში უფრო მეტადაა, ვისაც მართლა არ სწყალობთ ბედი, მაგრამ ისინი ვისაც ბედის ბორბალი სულ სასურველი მიმართულებით (ყველაფერი კარგისკენ) მისდით მაინც წუწუნებენ ბედის არქონის შესახებ.
ზოგი გათხოვება-დაქორწინებაში არის უიღბლო, ზოგი უშვილობაში, ზოგიც კიდევ ფულის კეთებაში.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანს, როგორი განწყობაც აქვთ ისეთივეა მათი წარმატების ფორმულაო. თუკი იწიწუნებ, რომ ბედი არ მაქვს და არაფერი გამომივაო, დიდია ალბათობა, რომ მართლაც არ გამოგივიდეს რამე.
ამ დროს მინდა angel.ge-ს დავესესხო და ერთი მარტივი რამ შეგახსენოთ:

შეუძლებლობა - ეს არ არის ფაქტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ მოსაზრებაა.
შეუძლებლობა - ეს არ არის განაჩენი. ეს გამოწვევაა.
შეუძლებლობა - ეს არის შანსი გამოავლინოთ საკუთარი თავი.
შეუძლებლობა - ეს არ არის მარადიული.
შეუძლებელი - შესაძლებელია!
ასე, რომ მეგობრებო, გახსოვდეთ შეუძლებელი არაფერია და იბრძოლეთ თქვენს ბედზე და მის მომავალზე. ნუღარ იწუწუნებთ. წუწუნი არამარტო თქვენს ახლო მყოფებს უშლის ნერვებს, არამედ საკუთარ თავში გაკარგვინებთ ძალას... უძალო ადამიანი კი მკვდარია...
Комментариев нет:
Отправить комментарий