მაშ, ასე...

ღამის 3 საათზე კაფიდან ერას მოედნის მიმართულებით წამოვედი მეგობრებთან ერთად. ცირკის ტერიტორიიდან ტაქსით გორკის ბოლომდე მივედით, მეგობრის სახლში და ახალი წლის აღნიშვნა გავაგრძელეთ. დაახლოებით 4 საათისკვენ ისევ ცირკის მიმართულებით წამოვედით. პოპულის წინ მისულებს ტრადიციული ქართული საქმის გარჩევა შეგვრჩა ხელთ. დაახლოებით 19-23 წლის ახალგაზრდები ერთმანეთს საქმეს ურჩევდნენ. სიტუაცია თანდათან დაიძაბა. საქმე გაწევ-გამოწევამდე მივიდა. ამ დროს პოლიციის არც ერთი თანამშრომელი არ იყო ახლო-მახლო. ამიტომაც პოპულის დაცვის პოლიციამ ეცადა სიტუაციის დარეგულირებას. ახალგაზრდებმა პოპულიდან ლევან ვარშალომიძის სახლისაკენ გადაინაცვლეს და გარჩევა იქ უკვე ცემა-ტყეპით გააგრძელეს...

სანდო წყაროსაგან, რომლის ვინაობის არ გამხელის შესახებ პირობა ზემოთ დავდე მითხრა, რომ ჩხუბი იყო ასევე ბათუმგორაზე მდებარე რესტორან "თანამგზავრზე" (სპუტნიკზე). დაახლოებით 50-მდე ადამიანი განურჩევლად სქესისა და ასაკისა დაერია ერთმანეთს. "ყველას სისხლი ქონდა ტანსაცმელზე. პოლიციის მოსვლის შემდეგ სიტუაცია არ შეიცვალა. იმდენად ბევრი ადამიანი იყო მოჩხუბარი, რომ პოლიცია ვერაფერს გახდა. თანაც პოლიცია თავადაც იყო ნასვამი" - ამბობს ი.წ.
ასევე სანდო წყაროს ცნობით ახალი წლის ღამეს დააკავეს აგენტი. ანგენტ-ჟურნალისტი.

მეორე დღეს ამ ადამიანს ისევ შევხდი და რა თქმა უნდა ვკითხე რა ბედი ეწია იმ ე.წ. აგენტს?
მითხრა, რომ ის დაკავებული ქართელი აგენტი აღმოჩნდა, რომელიც საქართველოში ჩამოსულ 4 ოსზე მუშაობდა. რა თქმა უნდა გაანთავისუფლეს და პირიქით დაეხმარნენ კიდეც, მაგრამ საბრალო პოლიციელს საახალწლო პრემია და დაწინაურების იმედი გაუქრა. საბედნიეროდ არსებული თანამდებობა შეინარჩუნა.
მაშინ, როდესაც უმრავლესობა ერთობოდა... ჭამდა და სვამდა... პოლიცია იცავდა წესრიგს, მაგრამ კონცერტის დამთავრებისთავნავე 2 საათის განმავლობაში ბათუმის ქუჩებში მანქანითა თუ ფეხით ხეტიალის შემდეგ მე ვერც ერთი პოლიციელი ვერ დავინახე. ვერც ჩემს თვალწინ მომხდარ სამ ჩხუბის დროს შევამჩნიე. ისე რა გასაკვირია.. ისინიც ხომ აღნიშნავენ ახალ წელს... მათაც, ხომ უნდათ თითო ჭიქის გადაკვრა.. ისე კი პოლიციელების მხრივ წელს საახალწლოდ არც საწვიმარები და სამუშაო პირობები აკლდათ და არც საჭმელ-სასმელი. "ძალიან დიდი ყურადღება მოგვაქციეს" - ამბობენ პოლიციელები.
ისე კი ამდენი ნასვამი პოლიციელი ერთად არასოდეს მინახავს... დიდი დღე იყო... დიდი...
Комментариев нет:
Отправить комментарий