12/26/2010

ყელამდე განავალში ვზივართ და თავი ევროპელები გვგონია

რეალობა მკვეთრად განსხვავდება იმისგან რასაც ჩვენ საკუთარ თავში ილუზიებად ვტენით... ქართველები, რომ ორიგინალურები და განსხვავებულები ვართ, მგონი ორი აზრი არ არასებობს. დმოკრატიას ჩვენეული განსხვავებული გაგება მოვუძებნეთ და მისი ჩვენივე სურვილებზე მორგება დავიწყეთ. ბევრი ალბათ იტყვის, ეს ასეც უნდა იყოსო... დემოკრატიის კონკრეტული ფორმულა არ არსებობსო, მაგრამ სწორედ რომ ფორმულა და ჩონჩხია მთავარი. ხალხი კრავებად არის ქცეული (თუმცა მე მცირე ნაწილის გარდა, არ მახსოსვს, ოდესმე ყოფილიყვნენ ზე-რეაქტიულები).

 ყველას ურჩვენია საკუთარი კომფორტის ხარჯზე სხვისი ხელით დაიჭიროს გველი. ყველა ბატონია და სხვები მისი ყრმები... ყველა ყველას უფროსია. ღირებულებებს არ ვკარგავთი გაიძახიან და კითხვაზე ხარ თუ არა ევროპელი პირველები წამოიყვირებენ მეო... ევროპა ხომ არ ნიშნავს, რომ დაკარგო თვითმყოფადი? არა ნამდვილად არ ნიშნავს, მაგრამ ამ მხრივაც განსხვავებულები ვართ... თუ რაიმეს გადმოღება-გადმოკოპირება გვინდა სრულად ვაკოპირებთ და მის ფუძეს ვანადგურებთ.
ყველა მამაკაცი იძახის ქორწინებამდელ სექსზე მერე რაო, მაგრამ არაქალიშვილს არც-ერთი მათგანი არ მოიყვანს.
დღეს ძველ ბათუმში მივდიოდი ფეხით... გამსახურდიას ქუჩაზე... ბენეტონის მაღაზიას რომ მივუახლოვდი უცებ მეორე სართულიდან სველი ხალიჩა გადმოფინეს... წყალმა ერთი მეტრის რადიუსში ყველაფერი დაასველა. ვერ გეტყვით, როგორ შეძლეს სველი და მძიმე ხალიჩის გადმოფენა, ისე, რომ არ გადმოუვარდათ, მაგრამ აშკარად ჭკუათხელი და მუსკულ-სქელი ადამიანები იყვნენ. ჯერ ერთი, რომ სველი ხალიჩა დღისით ბენეტონის მაღაზიის თავზე გადმოფინეს, სადაც უამრავი ადამიანი დადის... მერე ის, რომ ეს ყველაფერი ისე გააკეთეს არც კი გადმოუხედით, ვინმე ხომ არ იყო ქვემოთ...
აი, ასე ბენეტონის მაღაზიის თავზე წყალგამდინარე ხალიჩა იყო გადმოგენილი და გამვლელები გადმომფენის შინაურსა და გარეულს, კარგებსა და კეთილებს ტკბილად იხსენიებდა. ესეც ჩვენი ევროპა და ევროპელობა.
ეს მოქალაქეების მხრივ... რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობას... პატიოსანი და  კანონმორჩილ მოქალაქეს ნაგვის გადაგდება მოუნდება ძველი ბათუმის ტერიტორიაზე, მოუწევს რამდენიმე კვარტალი ხელით ატაროს და მერე სადმე თუ გადაეყარა ნაგვის ურნას კი მოიხდის მოქალაქეობრივ ვალს. არა და რა ქნას მოქალაქემ, როცა ნაგვის ურნა არ დგას არსად? ნაგავი ჯიბით ატაროს?
ბათუმში მთელი წლის განმავლობაში უამრავი შადრევანი "ამოდის" და "ჩადის". ეს შადრევნები მთავრობის მიერ  კი არა ბუნებრივადაა... მთავრობასაც კი აქვს რაღაც წილი, მაგრამ ეს ჩვენი საკითხის თემა არაა. კანალიზაციის ამოხეთქვა ჩვეული მოვლენაა.. ნაირ ფერებში ამოხეთქილ კანალიზაციას ამოაქვს თან სხვადასხვა ოჯახების ნაგმირალები და მერე სხვები ამ ნაგმირალის სუნით გაჟღეთილ ქალაქში პირზე აფარებულები დადიან... ეს ნაგმირალები უხვად არის ზღვაში ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით... კანალიზაციისა და  ზღვის შეერთების ადგილას ხშირად მინახავს ტურისტები, რომელიც არ იმჩნევს სუნსა და გარემოს და ღრმად ითვისებს მზის სხივებს.
ასეა მეგობრებო, განავალში ვზივართ და თავი ევროპელები გვგონია...

Комментариев нет: