12/25/2010

შენი მოსაწონი არაფერია ამქვეყნად?

ხშირად მეკითხებიან ამას. მეგობრები, ნაცნობები და ამ ბლოგის მკითხველები. როგორ არა! - არის ჩემი პასუხი. ბევრი რამ მომწონს და ვამბობ, ხოლმე რაც მომწონს. ბოლოს როცა ეს კითხვა ფეისბუქზე დამისვეს გადავწყვიტე ბლოგის თემებისთვის გადამეხედა და მენახა მაქვს თუ არა რაიმე კარგზე დაწერილი. აღმოვაჩინე, რომ მაქვს.
და მაინც რა მომწონს?


მომწონს ბლოგი doin.ge , mTvarisklubi.blogspot.com და სხვა ბლოგები. მომწონს ბათუმში თბილი ამინდები რომაა... მომწონს პრესკაფე... მომწონს ადამინები, რომლებიც ყველას ისე ექცევიან, როგორც თანატოლს... მომწონს ქალაქი, რომ ლამაზდება... რავი ბევრი რამე მომწონს... მაგრამ წერო იმაზე რაც მოგწონს და იძახო რა კარგია, როგორ მომწონს და ყოჩაღო უმარტივესია... რთულია ის, რომ თამამად და დასაბუთებულად თქვა რამეზე არ მომწონსო...
არ მომწონს ბევრი იდიოტური საიტი... პეროგარჭობილი საზოგადოება, რომელთაც თავი ბათუმის კულტები გონიათ... არ მომწონს ბათუმი მეჩეთების ქალაქს, რომ ემსგავსება
... არ მომწონს ბევრი რამ და ვამბობ კიდეც. არ ვიცი რამდენად არგუმენტირებულად მაგრამ მაინც ვამბობ...
ხო, კიდევ მომწონს ქერა და მკერდსავსე ქალები... ეს ისე და... მომწონს უბრალო ადამიანები, რომლებიც შეცდომის დაშვების, რომ ჩასაქოლად კი არ გამორბიან, არამედ მეგობრულად გეტყვიან "ჩემოკარგი იცი, ეს შეცდოაა"....
მომწონს, ჩემს ბლოგს, რომ კითხულობენ და რაღაც არ მოწონთ. მართლა მომწონს, იმიტომ კი არა, რომ მაგრად ვწერ ან საშინლად ვწერ , იმიტომ, რომ მასალა მაშინ არის კარგი გამოხმაურება, რომ მოყვება. მართალია ბევრი ასეთი მასალა არ მაქვს დაწერილი მაგრამ ჯერ ახალი ვარ. ოქტომბრიდან დავიწყე (თუ დავიბრალე) ბლოგერობა და ვისწავლი თანდათან...
ასე, რომ თურმე რაღაც მეც მომწონს...

Комментариев нет: