11/07/2010

ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი…

სასიკვდილო დოზები …
ნიკოტინი
სასიკვდილო დოზა – 94 სიგარეტი ერთ ჯერზე.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ძლიერ, 75 კგ წონის მამაკაცს 75 მგ. ნიკოტინი უეჭველი მოკლავს. თუ გავითვალისწინებთ , რომ ყოველი  სიგარეტი შეიცავს 0.8 მგ ნიკოტინს, სასიკვდილო დოზა – 94 სიგარეტია.

სასიკვდილო დოზა – 3 ბოთლი ერთ ჯერზე
1 პრომილე (პრომილე – რაიმე რიცხვის მეათასედი ნაწილი (პროცენტის მეათედი), აღინიშნება 0/00-ით) ალკოჰოლი სისხლში, ნიშნავს, რომ ადამიანის ყოველი ერთი ლიტრი სისხლი შეიცავს 1 მლ სუფთა ალკოჰოლს. 0.5 ლ.არაყი – დაახლოებით 200 მლ სუფთა ალკოჰოლია. ჯანმრთელი 75 კგ-იანი მამაკაცის მიერ დალეული ეს ნახევარი ლიტრა გარდაიქმნება დაახლოებით 2.5 პრომილედ, რაც იწვევს სერიოზულ დათრობას. ალკოჰოლის სასიკვდილო კონცენტრაციად სისხლში ითვლება 5-6 პრომილე, რაც არის 400-450 მლ მიღებული სუფთა ალკოჰოლი. ეს 1-1,25 ლ არაყი (იმ პირობით თუ მსმელს არ ამოაღებინებს) 3 ბოთლის ზედიზედ დალევა იწვევს სიკვდილს


პოლივიტამინები
სასიკვდილო დოზა _ დღე-ღამეში 5 000 აბი.
დიახ, ვიტამინებიც კლავს. არსებობს ასეთი მცნებაც კი – ჰიპერვიტამინოზი. მაგ: А ვიტამინის პერედოზირება იწვევს: თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, გულისხუთვას, გონების დაკარგვას და კრუნჩხვას. ვიტამიანი В1 : თირკმლისა და ღვიძლის დისფუნქცია. ვიტამიანი В12 : გახშირებული გულისცემა, სისხლის შედედება. ვიტამიანი D2: სისუსტე, წყურვილის გაძლიერება, გულზიდვა, მალარია, მაღალი არტერიული წნევა, სუნთქვის გაგრძელება, პულსის შენელება. ვიტამიანი Е მეტაბოლიზმის დარღვევა, ტრომბოფლებიტი, ნეკროზული კოლიტი, თირკმლის უკმარისობა, სისხლჩაქცევები თვალში, ჰემორაგიული ინსულტი. დამაჯერობლობისთვის რა თქმა უნდა უნდა მივიღოთ პოლივიტამინების კომპლექსი. სასიკვდილო დოზისთვის საკმარისა მიიღოთ 5 000 აბი А და D ვიტამინების , თანაც დროის მოკლე შუალედებით, რათა ორგანიზმმა ვერ მოასწროს მისი გამოდევნა შარდით და სიკვდილი გარანტირებულია.



მზე




სასიკვდილო დოზა- 8 საათი სიცხეში.
ერთი უღრუბლო ივლისის დღე, გატარებული ეგვიპტის მზეზე, ყოველგვარი დაცვის გარეშე , აუცილებლად გახდება უკანასკნელი. ადამიანს სჭირდება 2-დან 8 სათამდე, რომ მიიღოს სერიოზული სითბური დარტყმა. თავდაპირველად სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, შემდეგ ტემპერატურის მომატება 40-42 გრადუსამდე, გულისრევა, გახშირებული გულისცემა და სუნთქვა, ბოდვა, არტერიული წნევის დავარდნა, გონების დაკარგვა… და უყურადღებობის შემთხვევაში სიკვდილი.


მარილი

სასიკვდილო დოზა – 250 გ. ერთ ჭამაზე
მგონი ის უფრო საინტერესოა როგორ უნდა შეჭამო 250 გ მარილი, და თუ მაინც, მაშინ ორგანიზმი გადაიტანს შემდეგს: მოიმატებს არტერიული წნევა (რაც ისედაც საშიშია), რომელსაც დაერთვება მძიმე შეშუპებები (1გ ნატრიუმის ქლორიდი აკავებს სხეულში 100 მლ სითხეს), მათ შორის ტვინის და ფილტვების და სიკვდილიც არ დააყოვნებს…




კოფეინი



სასიკვდილო დოზა- 150 ესპრესსოს სულმოუთქმელად დალევა
ეს ციფრი დამოკიდბულია ადამიანის წონასა და კოფეინის ინდივიდუალურ შეთვისებაზე. მაგ: თუ ადამიანი  იწონის 75 კგ, მაშინ ერთმნიშვნელოვნად სასიკვდილო დოზაა 15 გ კოფეინი. ნამდვილი, კარგი ესპრესსო, რომელიც წარმოშობით იტალიურია, ედრება ერთ ყლუპ ადრენალინს, სტანდარტული ჭიქაზე (30მლ) მოდის არანაკლებ 100 მგ კოფეინი. შეუკვეთე 150 ჭიქა (სულ რაღაც 4,5ლ) და სიკვდილიც არ დაიგვიანებს.











წყალი


სასიკვდილო დოზა – 8-10 ლ დღეში
ამბობენ, რომ ყოველ 1000 შეჭმულ კილოკალორიაზე უნდა დალიოთ 1 ლიტრი  წყალი. საშუალო დღიური რაციონი ქალაქის მაცხოვრებლისა შეადგენს 2000-2500 კკალ. თითქმის ლიტრა სითხეს ადამიანი იღებს საკვებიდან.მის  დღიურ ნორმას  შეადგენს _ 1,5-2 ლ წყალს. 3-4 ჯერ გადამეტება კი იწვევს ე.წ წყლით მოწამვლას იგივე ინტოკსიკაციას – მარილისა და  წყლის გაცვლის დარღვევას ორგანიზმში. თირკმელები უბრალოდ ვერ მოასწრებს ორგანიზმიდან დალეულის გამოდევნას, მარილის კონცეტრაცია დავარდება და წყალი დაიწყებს შიდაუჯრედების შევსებას . ჯამში – ტვინის, ფილტვების შეშუპება … და სიკვდილი.

ელექტრობა

სასიკვდილო დოზა  _ არანაკლებ 0,1 ამპერი
უკომპრომისო ვარიანტი – ელექტრო სკამი, რომელიც ახლაც შეიძლება აღმოაჩინოთ ამერიკის 6 შტატში. ძაბვა – 1700 დან 2400 ვოლტი, დარტყმის ძალა – 6 ამპერიდან (სიცოცხლისთვის საშიში – 0.1 ამპერი), 20 წამიდან 1 წუთამდე ხანგრძლივობით, თუ ყველაფერი რეგლამენტის მიხედვით მიდის, მსჯავრდებული გრძნობას კარგავს 1/240 წამში და პრაქტიკულად მომენტალურად კვდება.
აგრეთვე საშიშია საყოფაცხოვრებო ელექტროობა. თეორიულად რომ აიღოთ სველი ხელით დიდი ლურსმანი და ჩაყოთ როზეტში (იგივე ”შტეფსელში”) 220 ვოლტის ძაბვით,”დენი დაგარტყავთ”  0,1-0,2ამპერის სიძლიერით (დარტყმის მაქს. ძალა , როცა ადამიანს თავად , დამოუკიდებლად შეუძლია ხელი აიღოს კონტაქტიდან – 0,01 ამპერია) 1-3 წამში მოხდება სუნთქვის პარალიჩი, გულის მუშაობა ჩერდება , შესაბამისად დგება სიკვდილი.


კოღოები

სასიკვდილო დოზა-500 000 ნაკბენი
მდედრ  კოღოს , რომელიც იწონის საშუალოდ 2.6 მგ, შეუძლია ამოწოვოს თავის წონაზე 2-ჯერ მეტი სისხლი – 5 მგ . სისხლი – ესაა დაახლოებით სხეულის მთლიანის მასის 7% , 5-5,5 ლ საშუალო სტატისტიკური მამაკაცისა. ადამიანმა ზიანის გარეშე შეიძლება დაკარგოს 15 %მდე სისხლი, მაგრამ ერთდროულად დაკარგვა 2-2,5ლიტრისა უკვე ითვლება სასიკვდილოდ. მაშასადამე თუ ზაფხულის არახანგრძლივი სეირნობით ტყეში უფლებას მისცემთ თითქმის ნახევარმილიონ კოღოს გიკბინოთ,ბოდიშით , თქვენ გელით სიკვდილი!

P.S გაუფრთხილდით სიცოცხლეს !!!  :)

Комментариев нет: