10/21/2010

მედიის თავისუფლების ხარისხის დაეცა

ტელევიზია
საერთაშორისო ორგანიზაცია ”რეპორტიორები საზღვრების გარეშე” კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველომ 81-ე ადგილიდან 99 ადგილზე გადაინაცვლა. შედეგების მიხედვით საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხის მხრივ სიტუაცია რთულადაა. კვლევაში სხვადასხვა დარღვევებზეა საუბარი მათ შორის მკვლელობა, დაპატიმრება, ფიზიკური შეურაცხყოფა, ცენზურა და სხვა.
მედიის თავისუფლების ხარისხის გაუარესების შესახებ ჟურნალისტებიც საუბრობენ. ”ტელეარხი 25”-ის ჟურნალისტს ლიზი თედორაძეს 20 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაღებისა და მასთან ინტერვიუს ჩაწერის უფლება არ მიესცა. პრეზიდენტის პრესსამსახურის თავმჯდომარემ ნათია ბანძელაძემ ოპერატორს კამერა წაართვა. - ”ტელეარხი 25” პრეზიდენტის შეხვედრაზე არ დაპატიჟეს. ჩვენი მისვლის შემდეგ კი ნათია ბანძელაძემ ჩვენს ოპერატორს კამერა წაართვა, რაც შემდეგ იმით ახსნა, რომ ეგონა ოპერატორი ფარულად იღებდა. პრესსამსახურმა არც პრეზიდენტის ჩაწერის უფლება მოგვცა” - ამბობს ლიზი თედორაძე.
მედიის ხარისხის დაცემას ერთ-ერთ მიზეზად გაზეთ ”ბათუმელების” ჟურნალისტი ემზარ დიასამიძე საჯარო ინფორმაციის მიუწვდომლობასაც ასახელებს ”გაზეთს ჰქონდა შემთხვევები, როცა საჯარო ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო სასამართლო დავები გამხდარა აუცილებელი. ინფორმაციის საჯაროობა ხშირად ირღვევა და რიგი სტრუქტურები განცხადებებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ იგნორირებას უკეთებენ. განსაკუთრებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია” - აცხადებს ემზარ დიასამიძე.

მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით მსოფლიოში მედიის თავისუფლების ხარისხის მხრივ სიტუაცია ყველაზე უკეთ  ფინეთში, ისლანდიაში, ჰოლანდიში, ნორვეგიას და შვედეთშია.

Комментариев нет: