10/29/2010

ორი სასაფლაო ერთის ფასად - ბათუმის საკრებულოს აქცია

ბათუმის საკრებულო ახალ პროექტზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც ქალაქის გარეუბანში ახალი სასაფლაო გაიხსნება, სადაც მოეწყობა მიცვალებულთა გასვენების ცერემონიალისა და სხვა რიტუალების ადგილი... ამ ფაქტში ყველაზე საკვირველი და გასაოცარი ისაა, რომ პროექტის მიხედვით მოსახლეობაზე დაწესებულ შეღავათებში იქნება ასევე ერთი ფრიად საინტერესო აქცია...
თუკი მოქალაქე შეიძენს მეუღლისათვის სასაფლაოს, მეორე სასაფლაო (ანუ თავისი) უფასოდ გადაეცემა. საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი სრულიად უფასო იქნება თუ არა სასაჩუქრე სასაფლაო, მაგრამ როგორც საკრებულოში პროექტის ინიციატორები ამბობენ, თანხა მიზერული იქნება...
აბა ბათუმელებო და ბათუმში დასაფლავების მსურველებო, შეგიძლიათ წინასწარ დაჯავშნოთ თქვენი და თქვენი მეუღლის სასაფლაოს ადგილები.. ეს ზუმის აქციის ბათუმური ინტერპრეტაციია... 2 = 1... აქამდე თქვენ კინოთეატრებში შეგეძლოთ ერთის ფასად ორს შესვლა, ეხლა კი უკვე შეგიძლიათ 2 მიცვალებული დაასაფლაოთ ერთის ფასად.

აქციის ფარგლებში პირველი მიცვალებული უფასოა...

სავარაუდოდ, საკრებულო ”ტელეარხ-25”-თან აწარმოებს მოლაპარაკებებს და აქცაში ჩართულ მიცვალებულებს, ნეკროლოგებზე ექნებათ ფასდაკლება...

გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს!

გმადლობთ, რომ დაუთმეთ თქვენი ძვირფასი დრო ბლოგის კითხვას...

1 комментарий:

Анонимный комментирует...

xedav ra sakrebulo gvyavsss, sikvdilis agar shegeshindeba da agr inerviuloeb