10/01/2011

რატომ წავიდა ჯეოსტარში ნიკო ბერიძე?

მისი კარიერა ბავშთა ოპერის დროს დაიწყო. მაშინ მხოლოდ 10 წლის იყო. მანამდე სტუდია „ჩანგი“-ს აღსაზრდელი იყო. მოგვიანებით ჯგუფ „დაიმონდსი“-ს სოლისტი გახდა. ითამაშა სხვადასხვა მიუზიკლში, მაგრამ ბოლოს „ქეთო და კოტეში“ შესრულებულ როლმა მას კვლავ პოპულარობა მოუტანა. იგი 21-ე საუკუნის კოტედ იქცა. ეხლა კი სოლო კარიერის გასაგრძლებლად და თავისი შესაძლებლობების წარმოსაჩენად ჯეოსტარის სცენიდან გააგრძელებს ბრძოლას.

ნიკო ბერიძე 23 წლისაა, თუმცა დიდ სცენაზე ყოფნის 13 წლიანი გამოცდილება აქვს. 2000 წელს სტუდია „ჩანგი“-ს ბაზაზე შექმნილი ბავშთა ოპერის ერთ-ერთი მთავარი სოლისტი იყო.  2003 წელს ბავშთა ოპერის დახურვის შემდეგ ახალგაზრდულ მუსიკალური თეატრში გააგრძელა მოღვაწეობა. მუსიკალურ ცენტრთან არსებულ ამ თეატრმა  რადენიმე სპექტაკლი შესთავაზა მაყურებელს. მათი ბოლო სპექტაკლი კი დაახლოებით ერთი წლის წინ „თავფარავნელის ბალადა“ იყო.
-        „ქეთო და კოტეს“ რაც შეეხება ჩემთვის ძალიან მნიშვნელვანი იყო ამ როლის თამაში, ისეთ ხალხთან მიწევდა მუშაობა დოი, ნიკა, ნანი, სოფო და სხვები.  მეორე როგში იმიტო რომ ბათუმში იყო პრემიერა და მე შემარჩიეს. როცა შეეძლოთ შეერჩიათ ვინმე ცნობილი, მაგრამ კასტინგი ჩატარდა მივედი და მოვეწონე და ამიყვანეს.“
თუმცა მიუზიკლში კოტეს როლის შესრულებაზე თავიდან უარი თქვა. ბათუმის დრამატური თეატრი მიუზიკლ „სამგროშიანი ოპერა“-ს ამზადებდა, სადაც ნიკო .... როლს ასრულებდა. როდესაც შესარჩევი კონკურსის წინ დაურეკეს და თხოვეს კასტინგში მონაწილეობა დათანხმდა, თუმცა მოგვიანებით დროის არ ქონის გამო უარი თქვა. „სამგროშიანი ოპერა“ ფინასების უკმარისობის გამო ვერ დაიდგა და 2012 წლისათვის გადაიდო. ნიკოსაც თავისუფალი დრო გამოუჩნდა, თუმცა „ქეთო და კოტეს“ ორგანიზატორებისათვის არ დაურეკავს.
 „მე და ქეთინო მანევიშვილი ვიყავით ერთად, როცა ნიკა მემანიშვილმა დაურეკა და თხოვა ვინმე მირჩიე კოტეს როლისთვისო. ქეთინომ მე გამიწია რეკომენდაცია. ნიკამ უთხრა ჩვენ შევთავაზეთ და არ ეცალა და უარი გვითხრაო. ქეთიმ უთხრა, რომ უკვე მქონდა დრო. მერე მეც ველაპარაკე ნიკას და კასტინგზე ჩავედი. მოვეწონე და ამიყვანეს“.
ნიკო ეხლა თბილისშია, სადაც „ქეთო და კოტეს“  სპექტაკლები მიმდინარეობს. თან ჯეოსტარისთვის ემზადება. წელს ამ კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტა და გამარჯვების იმედიც აქვს. ამბობს, რომ ჯეოსტარი მხოლოდ დამწყები მომღერლებისთვის არაა. ამ კონკურსს შეუძლია დაეხმაროს რეპერტუარის გამდიდრებაში და ბევრი ახალი რამის სწავლაში.

„ ბევრს დაუსვამს კითხვა შენ ხომ ისედაც ჩამოყალიბებული მომღერალი ხარ და ჯეოსტარში რატომ გადაწყვიტე მონაწილეობაო. ჩემი აზრით ეს ბევრ რამეს მომცემს. იგივე ცნობადობის თვალსაზრისით. შეგიძლია რეპერტუარი გაიმდიდრო, მეტი ისწავლო და ჩემი აზრით არ არის ცუდი. ადამიანი ცხოვრების ბოლომდე სწავლობს და არაა ცუდი შეიძინო და მეტი ისწავლო. ბევრი მეუბნება ქეთო და კოტეს მერე რატომ წახვედიო. ცუდია და რაღაცაო არა მაგრამ რატომ გადაწყვიტეო და ჩემი აზრი ასეთია.“ იქვე დასძენს, რომ - „ეს ის მომენტია როცა ჟიური არ წყვეტს არაფერს და შეიძლება ძალიან ცუდმა გაიმარჯვოს მაგრამ კარგი დარჩეს გარეთ. აქ ყველაფერს ფული წყვეტს.“
ნიკოს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს. ამბობს, რომ სცენა და პირადი ცხოვრება სხვადასხვა რამეა და არ უყვარს, როცა მისი პირადით ინტერესდებიან. განსაკუთრებით კი მის რჩეულზე საუბარი არ უყვარს. მისი რჩეული მომღერალი თეო ჩიტიშვილია, რომელიც მასთან ერთად „ჯეოპლანეტში“ მღეროდა.
-„არ მიყვარს ამაზე საუბარი. კარგი გიპასუხებთ. მე და თეოს დიდი ხანია გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ოჯახის შექმნას ჯერ არ ვაპირებთ. ჯერჯერობით საკუთარ თავს და კარიერას მივხედავთ. ყველაფერი კარგად თუ იქნება რა თქმა უნდა დავიჯახდებით, მაგრამ არ ვჩქარობთ.
პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს არც თეო ჩიტიშვილს, მაგრამ მან ბათუმელების მკითხველისთვის გამონაკლისი დაუშვა.
„პირადად მე კარიერის თვალსაზრისით დროებით შეჩერებული ვარ. ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული, მაგრამ სამომავლო გეგმები მაქვს, თუმცა მასზე საუბარი ჯერ არ მინდა. უახლოეს მომავალში კი ძალებს არ დავიშურებთ, რომ ნიკომ ჯეოსტარში გაიმარჯვოს. ამიტომ გეგმაში გვაქვს  ჩამოვაყალიბოთ ფანკლუბი.“
-        ჩემს და ნიკოს ურთიერთობას რაც შეეხება უკვე დიდი ხანია ერთად ვართ. 3 წელია. საკმარისად კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და ამიტომაც არ ვჩქარობთ. ჯერ კარიერისთვის ბრძოლა გვირჩევნია. მერე ალბათ ამისთვის უფრო ვერ მოვიცლით. ამიტომ გვირჩევნია ჯერ კარიერა და მერე პირადი ცხოვრება. ნიკო არის ძალიან მშვიდი, სერიოზული, ამავდროულად მხიარული. ადამიანი რომელთანაც ნებისმიერ თემაზე შეგიძლია ისაუბრო. ვიცი რომ მიაღწევს წარმატებებს“ - ამბობს თეო ჩიტიშვილი.
"სად წარმომიდგენია თავი მომავალში? ... ძალიან მიყვარს თეატრი. ძალიან მიყვარს სიმღერა. ალბათ მომავალში ჩემს თავს ვხედავ როკ ოპერებში,მიუზიკლებში. ძალიან მინდა ისეთი ბენდი მაყვდეს, რომ როცა დაუკრავს არასწორი ნოტი არ აიღოს და ამოვარდე. ინტრუმენტალისტების დიდი ნაკლოვანებაა. სიამოვნებით ვიყოლიებდი  კარგ ბენდს“ - ამბობს ნიკო.
სამომავლოდ საქართველოში აპირებს მოღვაწეობას, მაგრამ არ გამორიცხავს ცოტა ხნით სხვა ქვეყანაშიც წავიდეს სასწავლებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მაგრამ ეხლა ჯეოსტარზე ფიქრობს. წინ რთული კონკურსი ელოდება და თანაქალაქელების დახმარების იმედი აქვს.

გამოქვეყნებულია გაზეთ ბათუმელებში

1 комментарий:

geoplanet комментирует...

ჯგუფი ჯეო პლანეტი არ არის ნიკო ბერიძის შექმნილი, ის არის კომპოზიტორ ედიშერ ლომაძის შექმნილი და ნუ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას! სხვათაშორის ნიკო ბერიძე ეხლა აღარ არის უკვე მაგ ჯგუფში!