სულ მაინტერესებდა რა ხდება ქართულ ციხეებში, რა პირობებში
უწევთ პატიმრებს ცხოვრება, როგორი საკვები
მიეწოდებათ და ა.შ. მაგრამ არასოდეს მომცემია შანსი ეს ყველაფერი მენახა საკუთარი თვალით.
ჩვენი ტუჩსქელი მინისტრი კი ამტკიცებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებები საჯაროა
და იქ ყვავის ყველაფერი, თუმცა პატიმართა ოჯახის წევრები სხვა რამეს ამტკიცებენ.
ჩემთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ამბავი, რომ თურმე
ქართულ ციხეში ყველაფერი უნდა იყიდო. ჩემი ახლობლის ქმარი ციხეშია. ნინო (პირობითი
სახელია) ამბობს, რომ რამდენიმე კვირის წინ მისი ქმარი ავად იყო. “ უფასოდ მხოლოდ ანალგინს
და ციტრამონს თუ მისცემენ. ანტიბიოტიკები თვითონ უნდა იყიდონ. თანაც გარედან შეტანის
უფლებას არ გაძლევენ, იქ კი ძალიან ძვირად ყიდიან წამალს. ის კი არა ტანსაცმელსაც კი
ადგილზე ყიდიან. გარეთ უბრალო მაისური 10 ლარი, რომ ღირს, იქ 50 ლარად ყიდიან. ბიზნესი
აქვთ. ჩემს ქმარს კვირაში 50 ლარს მაინც ვუგზავნი, რომ მშიერი არ მომიკვდეს ციხეში“
- ამბობს ნინო.
21 მაისს, აჭარის ტელევიზიაში შეჭრის მცდელობის ბრალდებით
დაკავებულები, რომელთა უმრავლესობასთანაც სამუშაოს გამო ხშირად მიწევდა შეხება, როგორც
მითხრეს მძიმე მდგომარეობაში არიან. ნაწილს გართულებული ანთებითი პროცესები, ნაწილს
კი ტუბერკულოზის ნიშნები აქვს. ისინი ოჯახის წევრები გარდა თითქმის ყველამ მიივიწყა.
ის პოლიტიკური ძალაც კი, რომელშიც ისინი იყვნენ გაერთიანებულები ყურადღებას არ აქცევენ
და ე.წ. „პერედაჩასაც“ კი არ უგზავნიან... ძალიან მწყდება გული, რომ ის ახალგაზრდები
2 წელს ციხეში აბსურდული ბრალდებით გაატარებენ... როგორც მითხრეს, (ინფორმაცია არ გადამიმოწმებია
და ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას მის სიზუსტეზე) ფუტკარაძემ, რომელიც დაკავებულ 7 პირს
შორის იყო, იმის სანაცვლოდ, რომ სხვების წინააღმდეგ ჩვენება მიეცა 20 ათასი ლარი მიიღო
პროკურატურისაგან...
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტში“
მუშაობის დროს არაერთ პატიმართან თუ პატიმრის ოჯახთან მქონდა კონტაქტი. სულ მქონდა
ერთი კითხვა: რატომ უნდა იხდიდეს სასჯელს ერთსა და იმავე საკანში პურის ქურდი, ყაჩაღი,
ქურდული მენტალიტეტის ადამიანი და მკვლელი? -
არ ვიცი. პასუხი მე არ მაქვს და იმედია ვინმე მეტყვის არგუმენტს, რომ ასე უნდა
იყოს...
არ მჯერა მე ასეთი სამართლიანობის, როგორც რუსთავი
2-ისა და იმედის ეთერში ციხეების დედოფლის აშენებული სასჯელაღსრულების დაწესებულების
კომფორტის და პატიმართა დასაქმების არ მჯერა.
ვფიქრობ, რომ ციხე ის ადგილი უნდა იყოს, სადაც მოხვედრა
არავის უნდა უნდოდეს, თუმცა, არც მთალდ ისეთი უნდა იყოს, რომ იქედან ცოცხლად გამოსვლა
გაგიჭიედეს. სიცოცხლე, ხომ ციხემდე, ციხეში და ციხის შემდეგაც გრძელდება...
იქნებ სახალხო დამცველის აპარატმა, ან რომელიმე ორგანიზაციამ
იმდენი მაინც მოახერხოს, რომ ჟურნალისტებს საშუალება მოგვცეს ვნახოთ რა ვითარებაა ციხეში...
თუმცა მეეჭვება ყურად იღონ ეს და თუნდაც ერთი საათით შეგვიშვან ცეხეებში გადასაღებად...
Комментариев нет:
Отправить комментарий