
არ ვიცი შეფასება ალბათ თავად მაყურებელზეა. როგორც წლების განმავლობაში მასწავლიდნენ ჟურნალისტიკა მაყურებელზე (მსმენელზე, მკითხველზე) ორიენტირებული უნდა იყოს.

დიდი ეჭვი მაქვს, რომ არა.
პროფილი, რომელიც ეთერში რამდენიმე წელის გადის მაყურებლის ცრემლებზე უფროა ორიენტირებული. ”მოგვიყევით როგორ მოხდა” - მაიას ნაზ ხმასთან ერთად გულჩვილ მაყურებელს ცრემლებს მოგვრის. ისტორიებიც ისეთია, ქვასაც კი ცრემლს გადმოაფრქვევინებს. საერთო ჯამში მაყურებელი კმაყოფილი ხდება. ხსვისი ამბების მოყოლა (რიგ შემთხვევაში ზღაპრების) უმრავლესობას სიამოვნებს.
”პროფილი”-ს ყველა გადაცემა იმდენად გავს ერთმანეთს, არა მარტო ისტორიების ერთფეროვნებით, არამედ წამყვანის მიმსგავსებულად ჩაცმითა და ხმის თუ ქცევების მანევრით შთაბეჭდილება მექმნება სერიალი გადის. სერიალი რომელსაც არ აქვს დასასრული. ბრაზილიური სერიალებიც კი არ გადის ამდენი ხნის განმავლობაში. მეტისმეტად გაეწელა მაიას ეს სერიალი...
მეორე შოუ, რომელიც ჩანაფიქრში ახალი სიტყვა უნდა ყოფილიყო ქართულ მედიაში წამყვანის ქცევებითა და ჩაცმულობით მეტისმეტად თამამი წარმოგვიდგა. წამყვანი პატარა ცელქი გოგონას მანერებით დახტოდა სტუდიაში, ხან ფლოსტები ეცვა, ხანაც ლამის ყირაზე გადადიოდა. მიზანს მიაღწია. მიიქცია მაყურებლის ყურადღება. მერე თითქოს და გაიხარდა და დაჭკვიანდა... დასერიოზულდა... მთლად ვერ გაიზარდა მაგრამ...

სეზონის გახსნა იმდენად გავდა ერთმანეთს სტუდიის და წამყვანის გარდა განსხვავება მინიმალური იყო.

ეს მოჯადოებული სიტყვა ”ექსკლუზივი” ორივე შოუს შემოქმედს აკერია პირზე... ისემც კარგად მეყოლე როგორი ექსკლუზივებიც გაქვს. ”ზღაპრები, რომლებიც პიკის საატში გადის ბავშვების დაძინებისათვის იდეალურია. ხო და მეგობრებო თუკი ბავშვი არ ძიჯერებთ შეგიძლიათ დააშინოთ დაიძინე თორემ ”ნანუკას შოუ”-ს გაყურებინებო... თუკი თქვენი შვილი ტირილის შემდეგ უფრო კარგად იძინებს მაშინ ”პროფილი”-ს ყურებით დაემუქრეთ.
სამწუხაროა, რომ ქართული საზოგადოება პროფილიზმითა და ჟორჟოლიაზმით არიან დაავადებული...
გვეშველება რამე?
ვერ გეტყვით.... ალბათ საკუთარ თავს თავად უნდა ვუშველოთ....
http://www.youtube.com/watch?v=4DEI1onpELw
http://www.youtube.com/watch?v=-g4rs8DN30M&feature=related
3 комментария:
saintereso shenishvnebia, satauric gonivrulad aris mignebuli . .
saintereso shenishvnebia,satauric gonivruladaa mignebuli . .
gmadlobt chemo kargoooo
Отправить комментарий