11/04/2010

არ წაიკითხოთ... შეიძლება ამით ბევრი ახალი რამ გაიგოთ

1. ბოტასები CD Player-ით – თუ გსურთ ითამაშოთ კალათბურთი და ყველანაირი ხელისშემშლელი, კაბელებიანი სიდი-ფლეიერის გარეშე მოუსმინოთ მუსიკას,ან გინდათ ყველანაირი დიდი მუსიკალური ცენტრის გარეშე ჩართოთ მუსიკა და იცეკვოთ მეგობრებთან ერთად,მაშინ ეს ახალი გამოგონება ზუსტად თქვენთვისაა შექმნილი.თქვენ არ შეცდით, რასაც სურათზე ხედავთ ის მართლაც ბოტასია,მაგრამ ამავდროულათ მასში ჩამონტაჟებულია სიდი-ფლეიერი.ბოტასში შეგიძლიათ ჩადოთ სასურველი სიმღერების დისკი და გადართოთ სასურველ მუსიკაზე.


2. ხელიანი უნიტაზი – იმედი მაქვს მიხვდით,რომ ეს გამოგონება მხოლოდ მამაკაცებისთვისაა.და აი ასრულდა მამრობითი სქესის ყველა წარმომადგენლის ოცნება! მამაკაცის უნიტაზი ხელით! უნიტაზს აქვს ორი ხელი: ერთით შეგიძლიათ დააჭერინოთ თქვენი სასქესო ორგანო,მეორეს კი – შარვალი.ხელი შეგიძლიათ მოარგოთ თქვენი სასქესო ორგანოს სისქესე,ხოლო მეორე ხელი გაშალოთ და მოაჭერინოთ შარვალზე.ახლა მოშარდვა უფრო სასიამოვნო და არადამღლელი გახდა.თავისუფალი ხელებით შეგიძლიათ მოუკიდოთ სიგარეტს,დალიოთ ღვინო და ა.შ.


3. წიგნი-სეიფი – რადგან ჩვენს დროში წიგნს უკვე თითქმის აღარავინ კითხულობს,ჭკვიანმა გამომგონებლებმა მას ახალი ფუნქცია მოუძებნეს.ყველაზე სანდო სეიფი,სადაც არავინ დაუწყებს ძებნას თქვენს ფულს.ახლა შეგიძლიათ დამალოთ ფული ისე,რომ ოჯახის წევრებმაც ვერ იპოვონ და დადოთ წყნარათ წიგნების თაროზე.


4. მაკრატელი ლაზერით – ალბათ ბევრჯერ დაგიშვიათ შეჩდომათ რაიმეს ჭრისას,და არასიმეტრიულათ დაგიჭრიათ რაიმე ნაჭერი ან ფურცელი,ეს პრობლემა მალე მოგვარდება! ამ ახალ მაკრატელს აქვს ჩამონტაჟებული ლაზერი,რომელიც ავლებს ზუსტ ხაზს ნაჭერზე და მჭრელს შეუძლია 100%-ით სიმეტრიულათ გაჭრას ნაჭერი.


5. Coca-Cola-ს ბოთლის ახალი დიზაინი.

კოკა კოლას ხელმძღვანელობა სულ ცდილობდა უფრო და უფრო გასაოცარი და კრეატიული იდეები გამოეყენებინა რეკლამებში ბრენდის პოპულარიზაციისითვის, თუმცა ეს კოკა-კოლას რამდენად ჭირდება, ძნელი სათქმელია. დიზაინერებთან დიდი ხნის მუშაობის შემდეგ მათ დაამზადეს ახალი ბოთლი კოკა-კოლასთვის(რაღაცნაირად მომავლის კოსმიურ ხომალდს მოგაგონებთ).
ახალი დიზაინი შექმნა ახალგაზრდა ნიჭიერმა დიზაინერმა Jerome Olivet-მა, რომელმაც თავის ნაშრომს “მისტიური” უწოდა. ახალ დიზაინში არაა დაკარგული კოკა-კოლასათვის მახასიათებელი ორფეროვნება.
ახალ ბოთლში ვერაფერს ვერ ნახავთ რევოლუციურს, ვერც გაუმჯობესებულ კოკა კოლას მიირთმევთ მისი დახმარებით, ეს არის უბრალო მცდელობა დიზაინერისა რაიმე ახალი შესთავაზოს საზოგადოებას.


Комментариев нет: