7 ნოემბერზე არაფერს ვამბობ... არც იმედის დარბევის ამბებზე... მე მოგიყვებით იმ განცდებზე, რაც 8 ნოემბერს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბევის დროს განვიცადე...
ჩვეულებრივი დღე იყო.. ლეციაზე წავედი მიუხედავად 7 ნოემბრის ამბებისა... ხომ იცით ქართველებს ჭორაობა ძალიან გვიყვარს და ალბათ იმ დღეს უნივერსიტეტში მისული სტუდენტებიც ძირითადად წინა დღის ამბების გასარჩევად წავედით...
დილით ფოტო ჟურნალისტიკის ლექცია გვქონდა... ე.წ. ადმინისტრაციულ კორპუსში... (3 სართულიანი, ისტორიული შენობა)... აუდიტორიაში შევედით... 34-ე აუდიტორია იყო... ზუსტად მახსოვს... ლექციის დაწყებამდე ფანჯარასთან მივედით ყველა და უნივერსიტეტის წინ ზღვის მხარეს მდგომ სტუდენტებს ვადევნებდით თვალ-ყურს. ძირითადად საზღვაო აკადემიის სტუდენტები იყვნენ. ერთნაირ უნიფორმაში გამოწყობილები... მათ თანდათან უერთდებოდნენ რუსთაველი უნივერსიტეტის სტუდენტები. იმ დროისთვის უნივერსიტეტში შემოსვლა ზღვის მხრიდან იყო, რადგან რუსთაველის ქუჩიდან შემოსასვლელი დაკეტილი იყო.
შემოსვლისას იმ დროინდელი რექტორი ვლადიმერ ბალაძე შემოსასვლელში იდგა და სტუდენტებს ეზოში შემოსვლას თხოვდა... მასთან ერთად რამდენიმე პროფესორ-მასწავლებელიც იდგა იქ...
ლექციაზე ასვლა არ მინდოდა... მერჩივნა წინა დღით იმედის დარბევა გამეპროტესტებინა, მაგრამ მაინც ავედი, რადგან ლექტორისათვის მეთხოვე გავეშვით ყველა...
ავედით აუდიტორიაში და ველოდებოდით სიის ამოკითხვას, რომ მერე ერთად წავსულიყავით..
ფანქარასთან ვიდექი და გავცქეროდი სტუდენტებს, რომლებიც სხვადასხვა შეძახილებით ამხნევებდნენ ერთმანეთს...
- ”ჩამოდით”, ”გამოდით” გვეძახდნენ თანატოლები...

ლექტორმა გარეთ გამომაკითხა და აუდიტორიაში შემაგდო... ვიჯექით აუდიტორიაში... ტელეფონით გვინდოდა დავკავშირებოდით ახლობლებს, რომ კარგად ვიყავით, მაგრამ სიხშირე არ იყო... ასე გავიდა ნახევარი საათი... ტირილითა და წყევლა-კრულვით...
ბოლოს გვითხრეს, რომ სპეცრაზმი წავიდა და ჩვენს რიგრიგობით შეგვეძლო გასვლა... ეზოში რომ გამოვედით სასწრაფო დახმარების მანქანა უკვე იქ იდგა და სტუდენტებს ჭრილობებს უმუშავებდა... ყველგან ცრემლსადენი გაზის კვამლი იდგა... ქუჩაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გადაადგილდებოდა... უფრო სწორად გარბოდა... სასწრაფოდ გავიარე პარკის ტერიტორია.... გადავკვეთე გორკის, ფარნავაზ მეფის, გორგასლის ქუჩა და ჭავჭავაძეზე 28 ნომერ მარშუტკაში ავარდი... მომეშვა... სამშვიდობოს ვარ მეთქი და სახლისაკენ წავედი... მარშუტკაში წინა დღის დარბევაზე საუბრობდნენ... არავინ არაფერი იცოდა სტუდენტების დარბევის შესახებ... მე ჩვეული დუმილი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჯდომისას, რომ მჩვევია, დავარღვიე და ვთქვი, რომ ეხლახანს უნივერსიტეტის სტუდენტებიც დაგვარბიეს-მეთქი... რეაქციები და შეძახილებისათვის ყურადღება არ მიმიქცევია, იმიტომ, რომ ყველა აყაყანდა და შეფასებები უხვად წამოვიდა... სახლში ავედი... ჩვეულებრივი დღე იყო... იქ არც ხმაური იყო... არც გაზის სუნი და კვამლი და არც ვნებათა ღელვა...
">
1 комментарий:
არანაკლებ საშინელი იყო ის ფაქტიც, რომ დაგვესიენ შავებში ჩაცმული მართლაც ბოროტმოქმედები და უმიზეზოდ გირტყავენ. საშინელება იყო ისიც რო ხელკეტს გავექეცი და თავთან რაღაცამ ჩამიწუილა. მერე მივხვდი რო შაშხანა იყო. აღარ გავაგრძელებ მაგრამ ამ შეცდომას ჩვენს მთავრობას ალბად ვერასოდეს ვაპატიებ :(
Отправить комментарий