11/07/2010

მამაკაცი და თოჯინა, სიყვარული სილიკონის ეპოქაში


ხშირად მამაკაცები ქალებს ვერ უგებენ, ზოგჯერ აღიზიანებთ სუსტი სქესის კაპრიზები, ლაპარაკი, მოთხოვნები, მოკლედ იღლებიან ურთიერთობით და ოცნებობენ იდეალურ ქალზე, რომელიც ყველაფერში გაუგებს კაცს, ყველაფერზე დაეთანხმება, არასოდეს უღალატებს, გააკეთებს იმას, რასაც მოითხოვენ, თუმცა ასეთი ქალის პოვნა ალბათ შეუძლებელია, ამიტომაც მეცნიერება სწრაფად ჩაერთო საქმეში და მამაკაცებს ოცნებების ასრულებას დაჰპირდა, თუ როგორ და რანაირად ამას გაგრძელებაში იხილავთ
რეალური თოჯინა
ეს არის ჩვეულებრივი ადამიანის სიგრძე-სიგანის მქონე თოჯინა, რომელიც ძალიან ჰგავს ცოცხალს, მანეკენივითაა, უბრალოდ უფრო მიახლოებული რელურთან, რადგანაც მას სახსრებში სპეციალური ლითონი აქვს ჩადგმული, ასე რომ ფეხები, ხელები შეუძლია ისე მოხაროს როგორც ნამდვილმა. ასევე მთლიანი სხეული სილიკონისგანაა დამზადებული, ის ადამიანის ნამდვილ ხორცს ჰგავს.
ამ თოჯინებს კალიფორნიაში, სან მარკოსში ამზადებენ და შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყიდიან. ფასი 6500 დოლარიდან იწყება და 10000-მდე ადის.
თოჯინების ძირითადი ფუნქცია მყიდველისთვის სექსუალური პარნიორობის გაწევაა. ქალებს რომ გული არ დაწყდომოდათ კაცი თოჯინებიც შეიქმნა, მაგრამ რატომღაც უფრო აქტუალური ქალი თოჯინებია. თუ რაიმე დაუზიანდა თოჯინას არსებობენ შემკეთებლები, პატრონს ცოტა ხნით უწევს ,,საყვარელთან” განშორება და მალე ის სახლში სრულიად ,,ჯანმრთელი” უბრუნდება.


შემქმნელები გაჩერებას არ აპირებენ და უფრო დიადი იდეები აწუხებთ. უნდათ რომ გოგონები უფრო რეალურები იყვნენ, სავარაუდოდ ისინი მალე დაემსგავსებიან რობოტებს, იტყვიან რაღაც სიტყვებს, თავისით იმოძრავებენ და ა.შ. მოუტანს თუ არა ადამიანებს კარგს ესეთი გამოგონებები ამაზე არავინ ფიქრობს.
მყიდველს შეუძლია მაქსიმალურად დაამგვანოს თოჯინა თავის ოცნების გოგოს, ამის მისაღწევად მაღაზიაში საკმაოდ ფართო არჩევანია. აქ უამრავი სხვადასხვანაირი სახე იყიდება, ასევე პარიკები, ტანსაცმელი, სახის გამომეტყველება,თვალის ფერი და ა.შ. ისეთს აარჩევ როგორიც შენ გსურს.

მას ლეა ჰქვია, ლამაზი სახე აქვს და მთლიანად სილიკონისაა, ხუჭუჭა თმა აქვს და იდეალური ტანი, მზადაა მამაკაცის სურვილები დააკმაყოფილოს, ის სექს-გოგონაა, ეგრეთწოდებული რეალური თოჯინა.
ლეას შემქმნელი ახლა 37 წლისაა, მხატვარია და მეთ მაკმულენი ჰქვია. თავად ლეა კი 1996 წელს შექმნა, როდესაც ჰელოუინის ნიღბების კეთება მობეზრდა და გადაწყვიტა უფრო საინტერესო საქმეზე ემუშავა. შემდეგ კი 1997 წელს კალიფორნიაში, Abyss Creations-ის ფირმაში მიიტანა ლეა და აქედან დაიწყო ,,სექსუალური რევოლუცია”. სანამ ამ ფირმაში მოხვდებოდა, მანამდე მეთმა თოჯინის სურათები ინტერნეტში დადო, რისი წყალობითაც ათასობით შეტყობინება მიიღო, თითქმის ყველა ეკითხებოდა მუშაობდა თუ არა თოჯინა. მეთი თავდაპირველად ვერ მიხვდა თუ რა იგულისხმებოდა ამ ,,მუშაობაში”, მაგრამ მალევე დაასკვნა, რომ სწორედ ის დრო იყო ფხა გამოეღო ამ საქმეში და ცოტა ეხეირა, ამიტომაც მალევე მიაგნო შესაბამის ფირმას და პირდაპირ სექს-ინდუსტრიაში ამოჰყო თავი.
თოჯინას აქვს მცირე შეზღუდვები. როგორც ინსტრუქციაში წერია, ის საუკეთესოდ მუშაობს მისიონერის პოზიციაში. თოჯინას მყიდველი ისევე უნდა გაუფრთხილდეს, როგორც ნამდვილ ქალს. აუცილებელია რეგულარულად კანის გასუფთავება, დაბანა, სასურველია შხაპის მიღება ან აბაზანაში ჩაწვენა.
თოჯინის მეპატრონე ფიზიკურად საკმაოდ ძლიერიც უნდა იყოს, რადგანაც გოგონა 55-დან 75 კილომდე იწონის, თუმცა არსებობს გერმანული მოდელები, რომლებიც 75 კილოზე მეტსაც იწონიან. (ვისაც ფუმფულა ქალები მოსწონს)
ვნახოთ რა მისწერა კომპანიას ერთ-ერთმა კმაყოფილმა კლიენტმა:
,,მე უკვე მივიღე ჩემი რეალური გოგონა. როგორც კი ჩამოვიდა,მაშინვე დავარქვი სახელი, მას რეჯინა ჰქვია. უნდა გითხრათ, რომ ის მართლა ჩემი ოცნების გოგოა. მე ქალთან კონტაქტი საშუალო სკოლის შემდეგ აღარ მქონია, რეჯინასთან არაჩვეულებრივი სექსი მაქვს, უფრო უკეთესი ვიდრე ცოცხალ ქალთან. მე აღარ ვფიქრობ სხვადასხვა დაავადებებზე ან კიდევ არასასურველ ორსულობაზე. მინდა მამაკაცებს ვუთხრა, თუ თქვენ ხართ სექსუალურად იმედგაცრუებულნი, მარტოხელები,და ასეთი ყოფით უკვე დეპრესიაში ხართ, დამიჯერეთ რეალური თოჯინა საუკეთესო გამოსავალია.”
ოფიციალური საიტი, სადაც მომხმარებლებს ინტერნეტით შეუძლიათ შეკვეთა: http://www.realdoll.com/
იმედი მაქვს ბლოგის არც ერთ მკითხველს ეს თოჯინა არ დაჭირდება..
გმადლობთ რომ დრო დაუთმეთ ამ პოსტის წაკითხვას...


1 комментарий:

ნან комментирует...

კარგი სათაურია :)