11/01/2010

პოსტი, რომელის წერისას უცრემლოდ ვტირი

ბევრისთვის მამაკაცი და ცრემლი, განსხვავებული მცნებებია, მაგრამ ყველა მამაკაცს აქვს გრძნობები და ხშირად ამ გრძნობებს, ღიად ან ფარულად გამოხატავენ.

სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ადამიანებს  ტირილი გვინდა, მაგრამ ცრემლი არ მოგვდის, ყვირილი გვინდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო არ ვყვირივართ, სიცილი გვინდა მაგრამ ვერიდებით ხმამაღლა სიცილს...

ვინც მიცნობთ ალბათ მკითხვავთ რა დაგემართაო... გეტყვით, რომ კარგი არაფერი..
ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა ვიღაც... მართლა შემიყვარდა. ავუხსენი კიდეც სიყვარული.. ჯერ უარი, მერე კი "დაბრო" მომცა... ურთიერთობაც ავაწყეთ, მაგრამ მერე ბევრი და საზიზრარი რამ გავიგე მის შესახებ... ის რასაც ვერავის ვაპატიებდი, საყვარელ ადამიანსაც კი...

არ დავიჯერე... თავადაც ვკითხე და გამომიტყდა, რომ  სიმართლე იყო... ერთმანეთს ამ სიტყვების მერე დავშორდით "მე არ შემიძლია ერთი მამაკაცის საკუთრება ვიყო"–ო... ჩემთავის აქ ყველაფერი დამთავრდა...
აზიატი ხარო... გაკლიაო... ადრე თუ რამე იყო იმას რა მნიშვნელობა აქვსო – შეიძლება ასეთი შეფასება ბევრი გაკეთდეს, მაგრამ რა ვქნა... არ მინდა მთელი ცხოვრება ეჭვი მღრღნიდეს არის თუ არა ბავშვი ჩემი, და ა.შ.
მოძველებული აზროვნებაა... მაგრამ ქართველი ვარ და ალბათ მეტი თავმოყვარეობა მაქვს...
ვისაც უნდა გამკიცხოს ვისაც უნდა შემაქოს... ამ პოსტს შეფასებების გასაკეთებლად არ ვწერ...
შემდეგ დრო გავიდა... დღეები, კვირეები და თვეებიც კი და გუშინ გავიგე ამბავი, რომელმაც ჭრილობა ისევ გამიხსნა და გული ისევ შემიღონდა...
იმას ჩემს "ყოფილს", პირველს და ძლიერს ორივე მკერდზე სიმსივნე აღმოაჩნდა... ეხლა ოპერაციას ელოდება და არავინ იცის, როგორ დამთავრდება...
მეცოდება? ისევ მიყვარს? რატომ ვნერვიულო? რატომ მიფეთქავს იმის გახსენებაზე გული? რა ვქნა? როგორ მოვიქცე? – ხშირად ვეკითხები ჩემს თავს... პასუხები არ ვიცი...  ვერ ვპოულობ....
ფაქტია, რომ ცუდად ვარ...თან მიყავრს  და თან გავურბივარ..  არ მინდა მასთან ყოფნა.. ორ უკიდურესობაში ვარ...
არ ვიცი... ბედნიერებას ვუსურვებ, მაგრამ ჩემს გარეშე...
მინდა ტირილი და ცრემლი არ მაქვს... მინდა ყვირილი და ხმა არ მაქვს... სხვა რა მინდა არ ვიცი... არ ვიცი... არაფერი არ ვიცი....

Комментариев нет: