10/28/2010

როგორ ვაკეთოთ სექსით ფული სექსის გარეშე

პოსტი არ შეიცავს არანაირ ეროტიკულ საკითხებს. ასე, რომ ამის მოლოდინი არ გქონდეთ.
მე მოგიყვებით უბრალოდ როგორ კეთდება სექსით ფული სექსის გარეშე.
სექსით ფულის კეთებას - მეძაობა, ბოზობა და სხვა ათასგვარი სინონიმი ჰქვია. ეს ჩემი თემის განხილვის საგანი არაა.
სიტყვა ”სექსი” გაყიდვადი სიტყვაა...
თუკი პერიოდული ორგანო წერს ”ვისთან ჰქონდა სექსი 13 წლის ასაკში კაილი მინოუგის” (ამ შემთხვევაში ქართველი შოუ ბიზნესის წარმომადგენელი განზრახ არ დავწერე) დამერწმუნეთ ეს ჟურნალი თუ გაზეთი საკმაოდ კარგად გაიყიდება.
თუკი თქვენ იგივე სათაურით ქართველზე დაწერთ კიდევ უფრო კარგად გაიყიდება.
ადამიანებს ძალიან აინტერესებთ სხვისი სექსის დეტალები... არ ვიცი ეს რითი შეიძლება აიხსნას, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა.


გამოდის, რომ ჟურნალისტები (უფრო ყვითელი ჟურნალისტები)  სხვისი სექსით ან ეროტიკული დეტალებით აკეთებენ ფულს.
ყველა თქვენგანს პირადად თუ არა ტელე ეთერით მაინც გექნებათ ნანახი, თუ როგორ დასდევენ პაპარაცები ცნობილ სახეებს და ცდილობენ ვინმე საწინააღმდეგო (ან თავისივე) სქესის წარმომადგენელთან უხერხულ სიტუაციაში წაასწრან და შემდეგ ჟურნალის ეს ნომერი არანორმალურად დიდი ტირაჟით სრულად გაყიდონ.
თქვენ ვინც ამას კითხულობთ ჩემი ექსპერიმენტის მსხვერპლები უნებლიედ გახდით. იმის დასამტკიცებლად, რომ სიტყვა ”სექსი” გაყიდვადია, ამ პოსტის სათაური გამოვიყენე. თქვენ თუკი დაგაინტერსათ და წაიკითხეთ, მაშასადამე უკვე გახდით იმ ადამიანთა კატეგორიის ნაწილი ვინც სხვისი სექსუალური ცხოვრებით ინტერესდება. პოსტის გამოქვეყნებამდე ბლოგზე 644 ადამიანია შემოსული. ვნახოთ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ რამდენი ადამიანი შემოვა და რამდენად გაიყიდება სიტყვა სექსი... თუკი თქვენც გაინტერესებთ ექსპერიმენტის შედეგები ეწვიეთ ხოლმე ამ ბლოგს და ბლოგის ბოლოს შემომსვლელთა სტატისტიკას ადევნეთ თვალი...

ბოლოს კი ნახეთ მშენებარე სექსი... (ისეთი არაფერია ნუ შეგეშინდებათ)

http://www.myvideo.ge/?video_id=1100383

გმადლობთ, რომ დაუთმეთ თქვენი ძვირფასი დრო ბლოგის კითხვას...

Комментариев нет: