ტელევიზია |
მედიის თავისუფლების ხარისხის გაუარესების შესახებ ჟურნალისტებიც საუბრობენ. ”ტელეარხი 25”-ის ჟურნალისტს ლიზი თედორაძეს 20 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაღებისა და მასთან ინტერვიუს ჩაწერის უფლება არ მიესცა. პრეზიდენტის პრესსამსახურის თავმჯდომარემ ნათია ბანძელაძემ ოპერატორს კამერა წაართვა. - ”ტელეარხი
მედიის ხარისხის დაცემას ერთ-ერთ მიზეზად გაზეთ ”ბათუმელების” ჟურნალისტი ემზარ დიასამიძე საჯარო ინფორმაციის მიუწვდომლობასაც ასახელებს ”გაზეთს ჰქონდა შემთხვევები, როცა საჯარო ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო სასამართლო დავები გამხდარა აუცილებელი. ინფორმაციის საჯაროობა ხშირად ირღვევა და რიგი სტრუქტურები განცხადებებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ იგნორირებას უკეთებენ. განსაკუთრებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია” - აცხადებს ემზარ დიასამიძე.
მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით მსოფლიოში მედიის თავისუფლების ხარისხის მხრივ სიტუაცია ყველაზე უკეთ ფინეთში, ისლანდიაში, ჰოლანდიში, ნორვეგიას და შვედეთშია.
Комментариев нет:
Отправить комментарий